ჟან ჟორესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
 
=== სოციალისტური მოძრაობის ლიდერი ===
[[1893]] წელს ჟორესი თავიდან აირჩიეს. იგი სოციალისტური პარტიის მეთაურადაც დაინიშნა, მიუხედავად უშუალოდ ამ პარტიებს შორის არსებული უთანხმოებებისა. მას გააჩნდა სურვილი სოციალისტური პარტიების გაერთიანებისა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ. ჟორესი ქადაგებდა „სოციალურ სიძულვილს“, როგორც შემოქმედებით ძალას, რომელსაც შეუძლია ახალი საფუძვლები შექმნას და გარდაქმნას საზოგადოება. უნდა ითქვას, რომ [[ჟიულ გედი]]ც კი შეუერთდა ჟორესის ამ მოძრაობას. იმ დროისათვის ჟორესი აღირებული იყო საფრანგეთის პარლამენტის საუკეთესო ორატორად. მისი მჭევრმეტყველება მხოლოდ და მხოლოდ ფრაგნულ ტერმინებს ეფუძნებოდა, მისი თითოეული გამოსვლა ასევე რიტორიკული ფრაზებით, მეტაფორებით, დიდი პრინციპებითა და დიდებული პიროვნებების სახელებით იყო მოცული. ამ პერიოდში ჟორესმა დაიმსახურა უდიდესი სიმპატიები არამხოლოდარა მხოლოდ მუშათა კლასისგან, არამედ [[ბურჟუაზია|ბურჟუაზიისგან]], რომელიც სოციალიზმის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. [[1897]] წელს ჟორესი აქტიურად გამოდიოდა [[ალფრედ დრეიფუსი]]ს დასაცავად [[ემილ ზოლა]]სა და კლემასოისთან ერთად. დრეიფუსის საქმეზე არსებული აგიტაციის წყალობით სოციალისტებს შორის გარკვეული განხეთქილება მოხდა: გედისტები ჩამოშორდნენ ჟორესისტებს და ამის შედეგად დაიწყო შიდა დაპირისპირებები. ჟორესი და ნაწილობრივ ჟორესისტები პალატაში დაუახლოვდნენ რადიკალურ ელემენტებს. [[1898]] წელს ჟორესმა წააგო არჩევნებში, მაგრამ მაინც რჩებოდა საფრანგეთში სოციალისტების მეთაურად. ამავე წელს, იგი გახდა დამოუკიდებელი სოციალისტური გაზეთის „პიტიტ რესპუბლიკის“ თანაგამომცემელი და დირექტორი, სადაც მან გამოაქვეყნა დრეიფუსის საქმის მტკიცებულებები. [[1899]] წლის დასაწყიში ჟორესმა შეძლო ყველა სოციალისტური პარტიის ფორმალური შერწყმა ერთ ფედერაციულ პარტიაში, მაგრამ მცდელობა ეფემერული აღმოჩნდა. იგი მიიჩნევდა, რომ [[ნაციონალიზმი]] და [[ანტისემისიტიზმი]] მთავარ საფრთხეს უქმნიდნენ რესპუბლიკის არსებობას. ამავე წელს ჟორესმა მხარი დაუჭირა [[ვალდეკ-რუსო პიერ მარი რენე]]ს „რესპუბლიკური თავდაცვის“ კაბინეტს და დამოუკიდებელი სოციალისტის მილიერანი ალექსანდრე ეტიენის მასში მონაწილეობას.
 
ამ პერიოდიდან ჟორესმა მხარი დაუჭირა ვალდეკა-რუსოს, შემდეგ კი კომბას. ვალდეკა-რუსოსა და კომბეს პერიოდში ჟორესი გახლდათ სოციალისტური კოალიციის მთავარი დასაყრდენი. რუვიეს დაქვემდებარებაში იგი დაჟინებით მოითხოვდა სოციალისტების ბლოკიდან ოფიციალურად გაყვანას, მაგრამ სინამდვილეში იგი კვლავ მხარს უჭერდა მთავრობას. 1904 წელს ამსტერდამის საერთაშორისო კონგრესზე ჟორესმა გამოთქვა მოსაზრება რესპუბლიკური და ბურჟუაზიული პარტიების მოკავშირეობის აუცილებლობის შესახებ, თუ ისინი ადამიანის განთავისუფლების მომხრეები იქნებოდნენ. როგორც უკვე ითქვა ჟორესი გამოდიოდა [[ფრანგი]] სოციალისტების გაერთიანებისკენ. მაგრამ მან ვერ შეძლო მიზნის საბოლოოდ მიღწევა, ვინაიდან დროებითი კოალიცია არამდგრადი გახდა. [[1900]] და [[1901]] წლებში ჟორესი არ კარგავდა პოპულარულობას არც ბურჟუაზიასა და არც სოციალისტების დიდ ნაწილში. ამავე წლებში მას არაერთი სოციალ-დემოკრატი უპირისპირდება. [[1903]] წელს ჟან ჟორესი დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩიეს. [[1904]] წელს ჟან ჟორესმა დაარსა გაზეთი „იუმანიტე“, რომელიც მისი დამსახურებით მემარცხენე გამოცემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა მთელს საფრანგეთში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_ჟორესი“-დან