ევროპის რელიგიური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 73:
ომის პერიოდში გერმანიის მოსახლეობა 30%-ით შემცირდა, ბრანდერბურგის ტერიტორიაზე დანაკარგები მოსახლეობის ნახევარს წარმოადეგნდა, თუმცა სხვაგან მონაცემები ორი მესამედსაც აღწევდა. მხოლოდ შვედეთის არმიამ,  2.000 ციხესიმაგრე, 18.000 სოფელი და 1.500 ქალაქი გაანადგურა, რაც გერმანული ქალაქების ერთ მესამედს წარმოადგენდა. დიდი ზარალი განიცადა მონასტრებმა, ეკლესიებმა და სხვა რელიგიურმა ინსტიტუტებმაც. ომი კატასტროფული აღმოჩნდა გერმანული საღვთო რომის იმპერიისთვის. გერმანიამ დაკარგა ტერიტორიები და ის ასობით ნახევრად-დამოუკიდებელ ქვეყნებად დაიშალა. ნიდერლანდებმა და შვეიცარიამ, კი მოახერხა დამოუკიდებლობის მიღება. სამშვიდობო ხელშეკრულების მიღებამ, დაადასტურა გერმანიის ლუთერანულ, კალვინისტურ და კათოლიკურ მხარეებად დაყოფა.
 
1524-25 წლებში მიმდიანრე გლეხთა ომის შემდეგ მეორე მცდელობა თეოკრატიის დამყარების, 1532–1535 წელს ვესტფალიის ქალაქ [[მიუნსტერი|მიუნსტერში]] განხორციელდა. გამოჩენილმა მოქალაქეებმა, როგორებიც იყო ლუთერანი ღვთისმსახურები: ბერნარდ როთმენი, ჟან მატისი და იოან ლეიდენი 1524 წელს, დიდი სირთულეების გარეშე ქალაქი მიუნსტერი დაიკავეს, რომელსაც მატისი "ახალ იერუსალიმად" მოიხსენიებდა. მათ არამხოლოდარა მხოლოდ ქალაქის შენარჩუნებისთვის მზადება, არამედ მსოფლიოს დაპყრობაც ჰქონდათ განზრახული.
 
იან ლეიდენი, რომელიც თავს დავით წინასწარმეტყველის მემკვიდრედ ასაღებდა, მეფედ გამოცხადდა. მან პოლიგამია დააკანონა და 16 ცოლი შეირთო, რომელთაგან ერთ-ერთს თავი მოჰკვეთა. ძლიერი წინააღმდეგობის შემდეგ, ქალაქი 1545 წლის, 25 ივნისში მოწინააღმდეგეებმა აიღეს და ლეიდენი და მისი გამოჩენილი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს.