ბიპედალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
=== პოსტურალური კვების ჰიპოთეზა ===
[[ინდიანას უნივერისტეტი|ინდიანის უნივერისტეტის]] პროფესორმა, კევინ ჰანტმა წინ წამოწია [[პოსტურალური]] კვების ჰიპოთეზა. ჰანტი ერთმანეთს უპირისპირებს [[შიმპანზე|შიმპანზეებისა]] და [[ჰომინიდები|ჰომინიდების]] ანატომიურ განვითარებას. [[შიმპანზე|შიმპანზეებზე]] საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ მათ ბიპედალიზმი სჭირდებოდათ მხოლოდ კვების დროს, რათა უკეთ მოეპოვებინათ საკვები, რომელიც ხეზე იზრდებოდა. ჰანტი ამტკიცებს, რომ ამგვარი ბიპედური ქცევა დროთა განმავლობაში გადაიზარდა რეგულარულ სხეულის მდგომარეობად, რადგან ის ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო საკვებზე ნადირობისა და შეგროვებისას. 1994 წელს ჰანტმა წარმოადგინა სტატისტიკა [[შიმპანზე|შიმპანზეების]] მოტორულ ფუნქციებსა და ქცევაზე დაკვირვების მიხედვით, რითაც მან განამტკიცა მცირე-ობიექტებით კვების (small-object feeding) ჰიპოთეზა. შედეგების მიხედვით, იგი წერს, რომ [[შიმპანზე|შიმპანზეებში]] ბიპედალიზმის განვითარების მხოლოდ 1 ან 2% მოიცავდა წინააღმდეგობების ჩამოშორებას, იარაღის გამოყენებას და ა.შ, მაშინ როცა კვება ბიპედალიზმის 85%-ს მოიცავდა. როუზისა და ჯოლის მსგავსად, ჰანტი ამბობს რომ [[შიმპანზე|შიმპანზეები]] მართლაც იყენებდნენ ორ ფეხზე დგომას ხის ტოტებთან არსებული ხილის მოსაწყვეტად, თუმცა ჰანტი დარწმუნებულია, რომ [[შიმპანზე|შიმპანზეები]] [[არბორეალური]] ყოფისასაც, უშუალოდ ტოტიდან ტოტზე სანადიროდაც, ბიპედალიზმს მიმართავდნენ. ვინაიდან ხის ზოგიერთი ტოტი ზედმეტად წვრილი იყო, წინა ორი კიდურის ჩასაჭიდებელ ინსტრუმენტებად გამოყენება, ხოლო უკანა კიდურით ბალანსირება იდეალური კომბინაცია იყო უსაფრთხოების დასაცავად.
ჰანტი [[ავსტრალოპითეკები|ავსტრალოპითეკის]] დაკიდებულ წინა ორ კიდურს [[შიმპანზე|შიმპანზეს]] ჩაკიდულ მხრებს ადარებს და წერს, რომ ბიპედალიზმი ამ არსებისთვისაც ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტული საშუალება იყო არამხოლოდარა მხოლოდ საკვების მაღალი ტოტებიდან მოსაპოვებლად, არამედ მოტორული ფუნქციების განსავითარებლადაც. ბიპედალიზმი [[ავსტრალოპითეკები|ავსტრალოპითეკს]] საშუალებას აძლევდა, საკვები ხიდან მოეწყვიტა და ამავდროულად ხელები გამოეყენებინა შემგროვებლებითი ფუნქციებისათვის. ჰანტი აღნიშნავს, რომ არბორეალურ (ხის) ნახევრად-ბიპედ და პრე და პროტო [[ჰომინიდები|ჰომინიდებს]] უწევდათ კიდევ უფრო მასობრივ ტყეებში ნადირობა, შესაბამისად მისი ჰიპოთეზა იმას იუწყება, რომ საკვების მოპოვებისას [[ჰომო ერექტუსი|ჰომო ერექტუსის]] წინაპრებს ბიპედალიზმი ბევრად უფრო უადვილებდა გადაადგილებას და მოტორული ფუნქციების დახვეწასთან ერთად, ენერგიის დაზოგვასაც ხელს უწყობდა. ბიპედალიზმი წარმოიშვა როგორც საკვების მოძიებისთვის აუცილებელია ტერესტრიალური (მიწიერი) პოზიცია და შემდეგ განიცადა მოტორულ ფუნქციებთან ადაპტაცია<ref>Hunt, K. D. (1996, February). The postural feeding hypothesis: An ecological model for the evolution of bipedalism. South African Journal of Science, 92.</ref><ref>Hunt, K. D. (1994). The Evolution of Human Bipedality. Journal of Human Evolution, 26, 183-202.</ref>
. მსგავსი მოსაზრების განსამტკიცებლად ტორპისა და სხვა მეცნიერების მიერ ჩატარდა კვლევა, რის შედეგადაც გამოიკვლიეს არბორეალური [[მაიმუნები|მაიმუნი]], [[ორანგუტანი]], რომელიც ხის შედარებით თხელ და წვრილ ტოტებზე გადასაადგილებლად აქტიურად იყენებდა წინა ორ კიდურს. ზემოხსენებული კვლევის მიხედვით [[ორანგუტანი|ორანგუტანთა]] 75% მოტორული ფუნქციებისთვის, ანუ გადასაადგილებლად ტოტიდან ტოტზე, საკუთარ „ხელებს“ იყენებდნენ სტაბილიზატორებად. ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ ბიპედალიზმის განვითარება იმანაც განაპირობა, რომ [[Australopithecus Afarensis]] და სხვა თანამედროვე ადამიანის წინაპრების არსებობის პერიოდში დაიწყო ტყეების ფრაგმენტაცია, შესაბამისად იმ პერიოდის ბინადრებს დასჭირდათ წინა ორი კიდურის აქტიურად გამოყენება გაფანტულ ხეებს შორის ნავიგაციისათვის. ხიდან ხეზე გადასვლის იდეით საკვების მოსაპოვებლად ასევე ნათელი მოეფინა [[Australopithecus Afarensis]] -ის ანატომიას. [[Australopithecus Afarensis]] მეტად დიდი, გრძელი და მოქნილი წვივ-სახსრის ძვალი უნდა ჰქონოდა. ბიპედალიზმის წარმოშობით ხსნიან ამ არსების მოქნილობას წვივის არეალში და გრძელი კიდურების ჩამოყალიბებაში, რათა უკეთ ჩასჭიდებოდა ხის ტოტებს<ref>Crompton, R. H., & Thorpe, S. K. (2007). Response to Comment on "Origin of Human Bipedalism As an Adaptation for Locomotion on Flexible Branches" Science, 318(5853). doi:10.1126/science.1146580</ref>.
=== საკვებით რეზერვირების მოდელი ===