Australopithecus africanus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Australopithecus_africanus_adult_female_-_head_model_-_Smithsonian_Museum_of_Natural_History_-_2012-05-17.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Ciell-ს მიერ. მიზეზი: Per [[:c:Commons:Deletion requests/Hominin photos violat
No edit summary
ხაზი 53:
რეიმონდ დარტი (1883-1988) მუშაობდა ბატონ გრაფტონ ელიოტ სმიტთან [[ლონდონი|ლონდონში]] სანამ [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]-ს უნივერსიტეტში დაიწყებდა ლექციების კითხვას. ის 1922 წელს სამხრეთ აფრიკის University of Witwatersrand-ში დაინიშნა ანატომიის პროფესორად. 1924 წელს რეიმონდ დარტმა წარმოადგინა [[პლიოცენი]]ს ეპოქაში მცხოვრები გამართულად მოსიარულე ორფეხა [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები|ჰომინიდის]] არსებობის დამადასტურებელი საბუთები. დარტმა აღმოაჩინა კირით დაფარული, განამარხებული ბავშვის თავის ქალა, ბუქსტონ ლაიმვორკში, [[კალაჰარი]]ს უდაბნოში მდებარე ტანუგის გამოქვაბულში, [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]ში. აღმოჩენილი ნაშთის კბილების მიხედვით დარტმა დაადგინა, რომ განამარხებული თავის ქალა ეკუთვნოდა 5-7 წლის ბავშვს (შემდგომმა გამოკვლევამ, რომელიც ელექტრონული მიკროლკოპის საშუალებით ჩატარდა, დაადგინა, რომ ბავშვი მხოლოდ სამნახევარი წლისა იყო). სტატია „ბუნებაში“ 1925 წელს დარტი ამტკიცებდა, რომ ტანუგის თავის ქალა იყო დასტური იმისა, რომ აფრიკაში არსებობდა ადამინის მსგავსი მაიმუნი და, [[მორფოლოგია|მორფოლოგიურ]] ელემენტებზე დაყრდნობით, ის უფრო მეტად დაემსგავსა ადამიანს. რეიმონდმა მას უწოდა ავსტრალოპითეკუს აფრიკანუსი (Australopithecus africanus), რაც „სამხრეთ აფრიკის ადამიანის მსგავს მაიმუნს“ ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ დარტი ვერ მიაკუთვნებდა ამ სახეობას ადამიანის მსგავსს უკუდო მაიმუნთა ოჯახს, ვერც [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები|ჰომინიდების]] (ადამიანთა) ოჯახში გააერთიანებდა, ვინაიდან A. africanus-ს ჰქონდა პატარა ზომის ტვინი. შემდეგი 25 წლის განმავლობაში A. Africanus-ის მნიშვნელობა და ის, თუ რომელ ოჯახს წარმოადგენდა სადავო იყო და ამის გამო დარტის კვლევა კრიტიკის საგნად იქცა. დარტის დასკვნას სკეპტიკურად და წინააღმდეგობით შეხვდნენ სხვა მიზეზის გამოც, იმ დროს მეცნიერებს ეგონათ, რომ ჰომინიდები [[აზია]]ში წარმოიშვნენ. გარდა ამისა, არსებობდა სხვა მიზეზებიც: დარტმა აღმოაჩინა მხოლოდ ერთი ინდივიდის ნაშთი, რომელიც ბავშვს ეკუთვნოდა და მანამდე [[აფრიკა]]ში არც ერთი სხვა [[ადამიანის მსგავსი მაიმუნები|ჰომინიდის]] ნაშთი ნაპოვნი არ იყო. 1930 წლამდე, როდესაც რობერტ ბრუმმა [[იოჰანესბურგი|იოჰანესბურგთან]] ახლოს, სტერკფონტეინის გამოქვაბულში რამდენიმე განამარხებული ნაშთი იპოვა, სხვა <nowiki/>[[ავსტრალოპითეკები]] ჯერ აღმოჩენილი არ იყვნენ. არტისა და ბრუმის აზრი 1945 წლამდე არავის გაუზიარებია, სანამ [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს ანატომიის პროფესორმა უილფრიდ ლე გროს კლარკმა მათ აღმოჩენას <nowiki/>[[ჰომინიდები]]ს სტატუსი არ მიანიჭა.<ref>Roberts, A.M. and Publishing, D. (2011) ''Evolution: The human story''. New York: DK Publishing (Dorling Kindersley). (pp. 88)</ref>
 
დარტი ამტკიცებდა, რომ ტანუგში აღმოჩენილი არსების ტვინის ზომა არ იყო ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მისი ფორმა და რომ მოზაიკური [[ევოლუცია|ევოლოუციის]] პრინციპი იყო შესაძლებელი. ეს იმას ნიშავდა, რომ არამხოლოდარა მხოლოდ ტვინი, არამედ სხეულის ზოგიერთი ნაწილი სხვა ნაწილებზე უფრო ადრე დაემსგავსა ადამიანისას (როგორც ამტკიცებდნენ ელიოტ სმიტი და სერ არტურ კეიტი). ტანუგის თავის ქალის შემთხვევაში სტომატოლოგიური და პოსტულარული ჰომინიზაცია აშკარა იყო მაშინ, როცა ტვინის ჰომინიზაცია არ შეინიშნებოდა.
[[ფაილი:Australopithecus africanus - Cast of taung child.jpg|მარცხნივ|მინი|329x329პქ|ტანუგელი ბავშვის თავის ქალა]]
1950-იანი წლისათვის დარტის გარდა უკვე არსებობდნენ სხვა მკვლევარები (Robert Broom, Louis Leakey), რომლებმაც აღმოაჩინეს სხვა Australopithecus-ის ნაშთები [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკაში]]. მიუხედავად ამისა, იმის დადგენა, Australopithecus იყო თუ არა ადამიანის წინაპარი, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Australopithecus_africanus“-დან