ჰეზბოლა (ლიბანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ჰეზბოლა თაოსნობით ფართო სოციალური განვითარების პროგრამები მოქმედებს, რომელიც მოიცავს საავადმყოფოებს, საინფორმაციო საშუალებებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და დროებითი ქორწინების ხელის შეწყობას, რომელიც "თორმეტიანთა" შიიზმშია დაშვებული.<ref name="Humanitarian Affairs 2006"/><ref>"The Militarization of Sex: The story of Hezbollah's halal hookups." by Hanin Ghaddar Archived November 29, 2009, at the Wayback Machine., Foreign Policy, November 25, 2009</ref> ჰეზბოლას ერთ-ერთი ინსტიტუცია "ჯიჰად ალ-ბინა'ა" არის პასუხისმგებელი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებზე ლიბანში.<ref>Sachs, Susan (May 31, 2000). "Hezbollah Offers a Helping Hand in Southern Lebanon". The New York Times. Retrieved October 20, 2012.</ref> ჰეზბოლამ ჩამოაყალიბა "მოწამის ინსტიტუცია" (აშ-შაჰიდის სოციალური ასოციაცია), რომელიც ყველა იმ ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებელი და საგანმანათლებლო ხარჯებით, რომელთა ოჯახის წევრებიც იღუპებიან ბრძოლაში.<ref name="Edward Cody 2006"/> [[გაერო|გაეროს]] ჰუმანიტარული საქმიანობის კოორდინაციის ცენტრის მიხედვით:
 
::ჰეზბოლას შიგნით არამხოლოდარა მხოლოდ სამხედრო და პოლიტიკური ფრთები ფუნქციონირებს, არამედ ის ფართო სოციალური განვითარების პროგრამას ეწევა. ჰეზბოლას თაოსნობით მოქმედებს სულ მცირე ოთხი საავადმყოფო, თორმეტი კლინიკა, 12 სკოლა და სოფლის მეურნეობის 2 ცენტრი, რომელიც ფერმერებს ტექნიკურ დახმარებას უწევს და ტრენინგებს უტარებს. ორგანიზაციაში გარემოს დეპარტამენტი და ფართო სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა არსებობს. ჰეზბოლას საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურება სხვა კერძო საავადმყოფოებთან შედარებით იაფია, ხოლო დაჯგუფების წევრებისთვის უფასოა.<ref name="Humanitarian Affairs 2006"/>
 
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს ისრაელთან ომის დროს ბეირუთში წყლის ნაკლებობა იყო, ჰეზბოლა კი მოსახლეობის წყლით მომარაგებას ცდილობდა. ლიბანელი შიიტები ჰეზბოლას რამდენადაც პოლიტიკურ მოძრაობად და სოციალურად უზრუნველმყოფელს, იმდენად დაჯგუფებად აღიქვამს.<ref>"Hezbollah's secret weapon". CNN. July 25, 2006. Retrieved July 25, 2006.</ref> ჰეზბოლა თავის პარტიზანებს, რომლებიც ომში იჭრებიან, სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ ადგილებში მიჰყავს.