მარადისობის აღსასრული (რომანი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მარადისობაში არსებობს მკაცრი სოციალური იერარქია. მარადისობის ნებისმიერი წევრი დაცულია ყველანაირი უბედურებისგან და მათ გააჩნიათ ფუფუნების ყველა დეტალი, ისინი ჰედონიზმში ცხოვრობენ. თუმცა მკაცრად ისჯება ნებისმიერი თვითშემოქმედება და იერარქიის დაუცველობა. (გააფთრებული თვისელი თავდაუზოგავად ლანძღავს ჰარლანს იმის გამო რომ მან ინსტრუქცია დაარღვია-ცენტრალური საბჭოს ნებართვის გარეშე მოსწავლე კუპერი დროში ამოგზაურა ერთი ასწლეულიდან მეორემდე და ემუქრება რომ მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში კანალიზაციის შემკეთებელ მუშად ამუშავებს სიცოცხლის ბოლომდე). ამასთან, მარადიულებს ქორწინების უფლება არ აქვთ. მარადისობაში ძალიან ცოტა ქალია რადგან მათი წაშლა რეალობიდან შეუდარებლად უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცების. სქესობრივი ინსტიქტების დასაკმაყოფილებლად სპეციალური ნებართვით მარადიულებს შეუძიათ დროში გასვლა მხოლოდ ამ მიზნით და მიუხედავად იმისა რომ ასეთი ქმედება დასაშვებია, რეკომენდებული არ არის. ყოფილი მარადიულები არ არსებობენ-ისინი ცხოვრების ბოლომდე, საკუთარი ბიოდორის გასვლამდე რჩებიან მარადისობაში. (გამონაკლისია მოწაფე კუპერი). მარადიული არ ნიშნავს უკვდავს, ისინიც ისეთივე მოკვდავები არიან როგორც ჩვეულებრივი დროელები. ამ შემთხვევაში მარადიული მარადისობის მკვიდრს აღნიშნავს. მარადისობის შევსება კი ჩვეულებრივი სივრცე-დროითი კონტინუუმიდან აყვანილ ნიჭიერი დროელებით ხდება. მარადიულად არ იბადებიან.
 
დროელობიდან მარადიულობამდე ადამიანები გადიან სამ ეტაპს-მოწაფე, დამკვირვებელი, სპეციალისტი. მოწაფეობა საკმაოდ ხანგრძლივად გრძელდება. ჰრალანი მაგალითად ათი წელი იყო მოწაფე. დამკვირვებელი მარადისობის თვალია, ისინი სხვადასხვა დროში ახდენენ რეალობაზე დაკვირვებებს და შედეგებს წარუდგენენ უშუალოდ მარადისობის ცენტრალურ ორგანოს-გამომთვლელთა საბჭოს. ბოლო საფეხური დროელისა, როდესაც იგი ნამდვილი მარადიული ხდება გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების შემდეგ-სპეციალისტია. ჩაჭრის შემთხვევაში დროელი მაინც რჩება მარადიულად-მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია-მან მეტისმეტად ბევრი იცის, ამიტომ არამხოლოდარა მხოლოდ იგი, არამედ მთელი მისი რეალობა უნდა წაიშალოს, რაც მარადისობას მეტისმეტად აუბურდავდა საქმეებს. ამიტომ ჩაჭრილი დროელი მაინც რჩება მარადისობაში, მაგრამ ამჯერად უკვე ჭიანჭველის როლში. ესაა მდგომარეობა უბრალო მუშების, მარადისობის ცოცხალი ინსტრუმენტებისა, რომელთა არსებობას ვერავინ ამჩნევს, თუმცა რეალურად მარადისობის მთელ ფიზიკურ ფუნქციონირებას სწორედ ისინი უზრუნველჰყოფენ. ჰარლანი აცნობიერებს ამ მძიმე უსამართლო სოციალურ სისტემას და მზადაა მუშების დასაცავად იბრძლოს.
 
სპეციალისტად გახდომისას ცენტრალური საბჭო ანაწილებს ახალგამომცხვარ მარადიულს სხვადასხვა საქმიანობაზე მისი ნიჭის და უნარის შესაბამისად. კერძოდ:
'''ბრინსლ შერიდან კუპერი''' მამაკაცი, ადამიანი, დროელი, მარადიული.ჰარლანი მას ასწავლის პირველყოფილ ისტორიას, ე.ი. ისტორიას ოცდამეშვიდე საუკუნემდე, ხოლო თვისელი ტემპორალური ველის მათემატიკას. თავიდან ჰარლანი ფირობს რომ კუპერის დანიშნულებაა ოცდამეოთხე საუკუნეში ვიკორ მალანსონისთვის ტემპორალური ველის არსებობის გაზიარება, მოგვიანებით კი ირკვევა რომ სწორედ კუპერი არის მალანსონი. (ჰარლანს მოგვიანებით ახსენდება მისი 23 წლის მოწაფის სახეზე უშნო ახალწამოზრდილი ულვაშები-იქამდე მოწაფე წვერს იპარსავდა. მოგვიანებით იგი აცნობიერებს რომ ეს ულვაშები სხვა არაფერია თუ არა ვიკორ მალანსონის ცნობილი ულვაშები მის ერთადერთ ცუდი ხარისხის ფოტოზე, რომელსაც მარადიულთა უმეტესობა სცდილობს მიბაძოს. ჰარლანმა კუპერის საქციელი თავიდან სწორედ ამ მიბაძვით ახსნა, თუმცა ფოტოზე დაკვირვების შემდეგ მიხვდა რომ საქმე მიბაძვასთან კი არ გვაქვს, არამედ ეს ნამდვილად მალანსონის ულვაშებია). ნამდვილი მალანსონის გარდაცვალების შემდეგ, კუპერი იძულებული გახდა თავი მალანსონად გაესაღებინა და თავად მას შეექმნა მარადისობა წრეზე და წრეზე უსასრულოდ. ოცდამეოთხე საუკუნეში გადასროლილი კუპერი სიკვდილის პირას, მარადისობაში დაბრუნებაზე მეოცნებე, აცნობიერებს რომ მალანსონის ბიოგრაფია, რაც მან სკოლაში ისწავლა, დეტალებით, ერთი-ერთზე ემთხვევა მის საკუთარ ცხოვრებას ოცდამეოთხე საუკუნის რეალობაში მალანსონად თავის გასაღებისას. სწორედ ამ მიზნით შექმნა მან „მალანსონის მემუარები“, რათა მის ანალოგს მომავალში გაადვილებოდა ამ საქმის გაკეთება უსასრულო წრეზე. თუმცა მარადისობაში მოწაფედ ყოფნისას მალანსონის მემუარებზე ხელი მხოლოდ უფროს გამომთვლელს მიუწვდებოდა და ისიც ცხადია საგულდაგულოდ უმალავდა მას კუპერს. სწორედ მემუარები გახდა საფუძველი მარადისობაში ჯერ თვისელის, შემდეგ ჰარლანის და ბოლოს კუპერის აყვანის-ანუ ეს ყველაფერი წინასწარგანსაზღვრული მოქმედება იყო, რათა იგი კვლავ განმეორებულიყო უსასრულოდ და უსასრულოდ-რათა მარადისობას განუწყვეტლივ შეექმნა საკუთარი თავი.
 
'''ავგუსტ სენორი''' მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. გამომთვლელი. დროითი პარადოქსების თეორეტიკოსი. მთლიანად მოკლებულია მთელ სხეულზე თმიან საფარველს, რადგან მის მშობლიურ ასწლეულში ეს სიმახინჯედ ითვლებოდა. აინტერესებს დროელების კოსმოსური მოგზაურობების თემა, ამავდროულად მიიჩნევს რომ ეს მოგზაურობები არამხოლოდარა მხოლოდ უნაყოფო, არამედ საშიშია და სასტიკად ებრძვის მათ.
 
'''გობი ფინჯი''' მამაკაცი, ადამიანი, მარადიული. გამომთვლელი. თვისელის და ჰარლანის მტერი. თვისელის ზურგსუკან ინტრიგების მხლართველი ცენტრალურ საბჭოში. სწორედ მის დავალებაზე 482 ასწლეულში მყოფი ჰარლანი შეხვდა ლამბენთს. მათი ურთიერთსიძულვილი პროფესიული კუთხის გარდა გენერირებულია პირადი, მამაკაცური ინტერესთა კონფლიქტით ნოის ლამბენთის მიმართ. მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით, გარეგნულად ჰგავს თოვლის ბაბუას თუ სანტა კლასუსს (ჰარლანს თავი მოაქვს პირველყოფილი ისტორიის სიყვარულიდან მიღებული ამ ძველი პერსონაჟების ცოდნით), სინამდვილეში მსგავსება მაცდური და სახიფათოა. ფინჯი საკმაოდ საშიში ადამიანია. დამახასიათებელია მისი შემპარავი სიარულის მანერა, რადგან ე.წ. ენერგეტიკულ საუკუნეში დაიბადა, სადაც ნივთიერება უცხო, უხეში და ბარბაროსულია.