ინგლისის ეკონომიკა (1066-1509): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
====მანორიალური სისტემა====
[[ფაილი:Medieval Open Field System.JPG|thumb|right|[[ღია მინდვრების სისტემა]], გამოიყენებოდა ინგლისის მრავალ თემში]]
ასი წლის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა დაპყრობას, მეფეების, ეპისკოპოსების, მონასტერებისა და [[ტენები]]ს მსხვილი მამულები თანდათანობით დაიყო რაოდენობრივად უფრო მეტ მამულებად. მიწაზე უფლებების დანაწილება განპირობებული იყო ყოველგვარი იურიდიული ფაქტებით, რომელიც ეხებოდა სუბიექტების ქონებას (მემკვიდრეობა, ქორწინებები, ეკლესიის მიერ მიწების შეძენა-მოპოვება){{sfn|''Dyer''|2009|с=27, 29}} წვრილი მიწათმფლობელების უმრავლესობა საკუთარ სამფლობელოებში ცხოვრობდა, მართავდნენ მას და იღებდნენ არსებობის საშუალებას საკუთარივე მიწებიდან. თუ წარსულში ინგლისის დასახლებების ყველაზე გავრცელებულ ფორმას იზოლირებული სოფლები შეადგენდა, ნორმანების დაპყრობამდე რამდენიმე ხნით ადრე, ინგლისური დასახლებები საკუთრივ მსხვილ სოფლებს წარმოადგენდა, რომლებიც სახნავ-სათეს მიწებსაც ფლობდნენ. ასეთი სოფლები გადაჭიმული იყო ქვეყნის ჩრდილოეთი მხარეებიდან სამხრეთ მხარეებისკენ.{{sfn|''Dyer''|2009|с=19, 22}} ახალი დასახლებების მცხოვრებლებმა [[ღია მინდვრების სისტემა]] მიიღეს, რომლის მიხედვითაც დამუშავებული მიწები რამდენიმე საშუალო სიდიდის ზოლად იყოფოდა, რომელთაგანაც თითოეული კერძო საკუთრებაში ჰქონდათ. ამის გამო მიწის ნაკვეთებს შორის წარმოიშვა [[მარცვლეული კულტურები]]ს ყოველწლიური ბრუნვა, ხოლო ტყეებისა და სხვა საერთო მიწებისთვის დაწესდა საგულდაგულო მოვლა.{{sfn|''Dyer''|2009|с=19—21}} ყოველი [[მანორი]]ს სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყოფოდა როგორც გლეხების მიერ დასამუშავებელ მიწებად, ისე მიწათმფლობელის კერძო მიწებად - დომენებად. გლეხები დიდი ფართობის მიწებზე მუშაობდნენ და გამოიმუშავებდნენ საკუთარ [[მიწის რენტა|რენტას]]. გაწეული სამუშაოსთვის გადახდა შესაძლოა მომხდარიყო როგორც ფეოდალის სავარგულზე (ე.წ. საბატონო ბეგარა), ისე ნატურალური ან ფულადი ფორმით (ღალა).{{sfn|''Bartlett''|2000|с=313}} ამ კონკრეტული პერიოდისათვის ინგლისში სხვადასხვა სიმძლავრისა და მწარმოებლურობის დაახლოებით 6000 [[წყლის წისქვილი]] მოქმედებდა. მეურნეობებში ასეთი ინფრასტრუქტურის არსებობა არამხოლოდარა მხოლოდ მათ კეთილდღეობაზე მეტყველებდა, არამედ გლეხებისთვის შრომას ნაკლებად დაძაბულს ხდიდა. მრავალ სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების დამსახურებით გლეხები იმაზე მეტ პროდუქციას აწარმოებდნენ, ვიდრე მათ თემებს სჭირდებოდა და შესაბამისად, დარჩენილი მარაგებით ინგლისის ახლადაღმოცენებული ქალაქები მარაგდებოდა.{{sfn|''Dyer''|2009|с=14}}
 
თავდაპირველად ნორმანებს მანორიალურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუხორციელებიათ.{{sfn|''Douglas''|1962|с=310}} მაგრამ ვილჰელმა მაინც შეცვალა კანონები დიდი ნაკვეთების შესახებ ნორმანული ელიტის სასარგებლოდ, შექმნა მხვილი ადგილ-მამულები უელსის საზღვრის მახლობლად, სასექსსა და სხვა ოლქებში. სოციალურ ურთიერთობებში ვილჰელმის მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მონების რაოდენობის მკვეთრი შემცირება შეიძლება დასახელდეს.{{sfn|''Bartlett''|2000|с=319}}{{sfn|''Douglas''|1962|с=311}} ჯერ კიდევ [[X საუკუნე]]ში მონების რიცხოვნობა დიდი იყო, თუმცა შემდეგ, ეკონომიკური და რელიგიური ზეგავლენის შედეგად მათი რიცხოვნობა თანდათან შემცირდა.{{sfn|''Dyer''|2009|с=36—38}} მიუხედავად ამისა, ახალი ნორმანული არისტოკრატია ძალიან უხეში იყო გლეხებთან მიმართებაში.{{sfn|''Douglas''|1962|с=312}} განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დამოუკიდებელი ანგლოსაქსონელი გლეხები სწრაფად დაეშვნენ დაბლა ეკონომიკურ იერარქიაში. გლეხების მდგომარეობის გაფართოების ხარჯზე გაიზარდა მებატონეთა რაოდენობა, მონური მორჩილები - არათავისუფლად მოძრავი გლეხობა და ალტერნატიული სამუშაოების მძებნელთა რიცხვი.{{sfn|''Douglas''|1962|с=312}} ძველი ანგლოსაქსელები, რომლებმა საკუთარ თავზე იგრძნეს შემოსევის შედეგები ან დასუსტდნენ ეკონომიკურად, სწრაფად ასიმილირდნენ ახალ ელიტაში.{{sfn|''Dyer''|2009|с=81—82}}