კულტურული ანთროპოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
'''ეთნოსი''' - ეს არის სოციალური დაჯგუფების განსაკუთრებული დაჯგუფება რომელიც შეიქმნა არა ადამიანების ნების არამედ ბუნებრივი ისტორიული პროცესების შედეგად. ეთნოსების სახასიათო ნიშანი მათი მდგრადობაა: როგორც წესი ისინი აგრძელებენ არსებობას საუკუნეების განმავლობაში. ყოველ ეთნოსში არის შინაგანი ერთობა და ასევე სპეციფიკური ნიშნები რაც განასხვავებს მათ სხვა მსგავსი დაჯგუფებებისგან.
 
'''ეთნოლოგია'''- ეს საზოგადოებების წარმომავლობის (ეთნოსის) შედარებითი და ანალიტიკური შესწავლაა. მისი მთავარი მიზანია სხვადასხვა კულტურებისა და სოციალური ჯგუფების რელიგიური მრწამსის, ენების, ქორწინებების, სქესების როლის ურთიერთობების და ტრადიციბის  ერთმანეთთან შედარება.  ეთნოლოგიისთვის საინტერესო ობიექტების ზუსტ განსაზღვრას დიდი ხანი დასჭირდა. ადრე მეცნიერები თვლიდნენ რომ ყურადღებამისაქცევია ხალხები დამწერლობის გარეშე, რომლებიც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ადრეულ საფეხურებზე არიან. დღეს უკვე საბოლოოდ შეიკრა აზრი რომ თანაბრად საინტერესოა ყველა დროის ყველა კულტურა. იმ დროს როდესაც ანთროპოლოგია შეისწავლის ცალკეულ კულტურებს ეთნოლოგია ცდილობს უფრო გლობალურად განიხილოს ამ კულტურების ურთიერთდამოკიდებულება და გავლენა. ეთნოლოგები არამხოლოდარა მხოლოდ აღგვიწერენ ეთნოგრაფებივით, არამედ ცდილობენ სხვადასხვა ცნობებით ახალი ფაქტებიც გამოააშკარავონ ამისთვის ისინი ანთროპოლოგიის ისეთ მიმართულებებზე კონცენტრირდებიან როგორიცაა ფსიქოლოგია, რელიგიური ან ეკონომიკური ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროფოლოგია, სქესების მნიშვნელობები, ფოლკლორი.  ამის მაგალითია ბრონისლავ მალინოვკის კვლევა. ის ცდილობდა დაედგინა რა ინტერპრეტაცია შეიძლებოდა ჰქონოდა ოიდიპოსის კომპლექსს ფროიდის ფსიქოანალიზიდან სხვადასხვა კულტურებში. ეთნოლოგია სამ მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ: შედარებითი ეთნოლოგია, ევოლუციური ეთნოლოგია და ისტორიული ეთნოლოგია.
 
'''ეთნოფრაფია''' - ანთროპოლოგების მიერ ჩატარებული და ჩასატარებელი დაუსრულებელი მეთოდებია რომელეთა გამოყენებითაც ისინი ცდილობენ მეტი გაიგონ კულტურებზე. ეთნოგრაფია როგორც ცალკეული მეცნიერება მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეთნოგრაფიური კვლევები იწარმოება დამკვირვებელი/შესასწავლი ობიექტი პრინციპით. ამას თანამონაწილეობითი დაკვირვება ჰქვია.  ეთნოგრაფიული წყაროები გვაძლევენ საშუალებას ზუსტად ავხსნათ როგორ აწარმოებენ სოციალური ანთროპოლოგები (ეთნოგრაფები) თავიანთ საველე სამუშაოებს. ჩვენ  ვიგებთ როგორ ხდება პოლიტიკურად ეკონომიუკურად და სოციალურად უცხო გარემოს ყოველდღიური ცხოვრების შესწავლა და მათთან დაკავშირებული მონაცემების მოგროვება ადაპტაცია უცხო ხალხთან და მათი ენის სწავლა და ა.შ..  თანამონაწილეობითი დაკვირვების საბოლოო მიზანია შეერწყას დასაკვირვებელ კულუტურას რათა უკეთესად მოხდეს მისი აღწერა. თემატური სიღრმისეული შესწავლისას შესაძლებელი ხდება ისეთი გლობალური საკითხების დადგენა როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია და. თანამონაწილეობითი დაკვირვება როგორც წესი ერთი წელი ან მეტი დრო გრძელდება.  ხშირად პრობლემას წარმოადგენს იმის გადამოწმება თუ რამდენად მართალია სანდოა ადგილობრივი ინფორმანტების (კონკრეტული კულტურის მცოდნე ადგილობრივი ადამიანების) მოწოდებული ინფორმაცია. ასეთ დროს „კულტურული კონსენსუსის მოდელით“ ხდება მოქმედება რაც გულისხმობს რაიმე ინფორმაციის დადასტურებას ინფორმანტების უმეტესობის მიერ. სხვა სახის ეთნოგრაფიულ კვლებეში შედის: შიდა კულტურული შედარებები. რეგიონულ კონროლირებადი შედარებები, კროსკულტურული და ისტორიული კვლევები. მართალია დღესდღეობით უნივერსიტეტებში კვლევების ჩატარების უამრავ სხვადასხვა მეთოდს ასწავლიან, ეთნოგრაფებს ხშირად მაინც თვითონ უწევთ ახალი გზების მოძიება ჩანაწერების ორგანიზებულად გაკეთებისთვის. არსებობს მინიმუმ ოთხი სხვადასხვა ტიპის საველე პრაქტიკის ჩანაწერი. პირველადი მონახაზები იმისა თუ რა ვითარებაა იმ მომენტში. შემდეგ ამ მონახაზების მიხედვით იწერება უფრო სრულყოფილი აღწერისთვის. გარდა ამისა ეთნოგრაფებს აქვთ თავიანთი დღიური სადაც ყოველდღიურად აღნიშნავენ საკუთარ განცდებს რადგანაც შეიძლება ამანაც დიდი გავლენა იქონიოს სამუშაოს შეჯამებაზე. კიდევ ცალკე კეთდება თემატური განმარტებითი ჩანაწერები.