ქართველი მონოფიზიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
სომხური ფაქტორის გამოყენებაში ოსმალეთს არც ირანი ჩამორჩებოდა, მას შემდეგ რაც სომხების დიდი ნაწილი ირანში გაასახლეს და სომხეთში თურქმანული ტომები ჩამოასახლეს, შაჰმა ეჩმიაძინს მოწყალე თვალით შეხედა. [[1629]] წელს შაჰსეფის ფირმანით ეჩმიაძინს მოუხსნეს გადასახადი "[[მუხატი]]". [[1638]] წელს ფირმანით ირანელ მოხელეებს აეკრძალათ ეჩმიაძინის შინაურ საქმეებში ჩარევა. [[1650]] წელს [[სიმონ ერევანცი]]ს მოწმობით სომეხთა საპატრიარქო-საკათოლიკოსო მონასტრები ჩაირიცხა "მააფის" კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი მულქი იყო და არავითარ გადასახადას არ ექვემდებარებოდა, მაშინ როცა ქართული ეკლესია განადგურების პირას იყო მიყვანილი და [[დომენტი კათალიკოსი|კათოლიკოსი დომენტი]] სტამბოლის ციხეში იჯდა, სომეხი კათალიკოსის [[ასტვაცატურ ამადნელი (კათალიკოსი)|ასტვაცატურ ამადნელი]]ს თხოვნით ყველანაირი გადასახადებისგან იქნა გათავისუფლებული [[ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი|ეჩმიაძინი]]ს, [[შოკაგატი]]ს, [[გაიანეს ეკლესია|გაიანე]]ს, [[რიფსიმეს ეკლესია|რიფსიმე]]სა და სხვა მონასტრები. ერევნის ვაჭრებმა იმის უფლებაც კი მოიპოვეს, რომ ამქართა კონტროლის გარეშე გაეხსნათ თავიანთი სავაჭროები<ref>ლომსაძე, შ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 38-39</ref>.
 
როგორც ცნობილია, სომხების ე.წ. დიდი გამოსახლების ("მეწ სურგუნ") ჟამს [[აბას I (ირანი)|შაჰ-აბაზ]] პირველმა [[1604]]-[[1605]] წლებში მდიდარი სომეხი ვაჭრები [[ჯუღა|ჯუღიდან]], [[თავრიზი]]დან, [[ერევანი|ერევნიდან]] და სხვა ქალქებიდან გადაასახლა სპარსეთის დედაქალაქ [[ისპაანი|ისპაანში]], მათ შექმნეს ისპაანის გარეუბანი [[ახალი ჯულფა|ნორ ჯუღა]] (ანუ ახალი ჯულფა), რომელიც მალე სომხური სავაჭრო კაპიტალის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა<ref>ჟორდანია, გ. უცხოელ მოგზაურთა ცნობები ქართველთა შესახებ XVII საუკუნეში , მნათობი. 1962. - N8. გვ. 174</ref>. [[არაქელ დავრაჟეცი]] კარგად აღწერს თუ როგორ დაუტკბა სომეხ ვაჭრებს შაჰი, ის დადიოდა მათთან სტუმრად, ჭამდა და სვამდა მათთან, პატიჟებდა თავისთან, შეუმსუბუქა გადასახადები, არ აჩაგვრინებდა მაჰმადიანებს, ყოველმხრივ ელოლიავებოდა, მიანიჭა რელიგიური თავისუფლება<ref>ჟორდანია გ., დასახელებული ნაშრომი, გვ. 178</ref>. [[ნადირ შაჰი]] კი ეჩმიაძინში თავად დასწრებია წირვას, 300 თუმანი შეუწირავს ეჩმიაძინისათვის, ასევე უბოძებია წყალობის სიგელები როგორც მონასტრისთვის ასევე კათოლიკოს აბრამ კრეტაცისთვის და მიწებიც კი დაუმტკიცებია8 . მაშინ როცა იგივე შაჰმა მოაოხრა ქართული ეკლესიები და ალავერდიც კი აიკლო<ref>Кишмишев С.Р. Походы Надир-шаха в Герат, Кандагар, Индию и события в Персии после его смерти, 1889, გვ. 89</ref>. თავისი სიმდიდრით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ეჩმიაძინის საკათალიკოზო ტაძარი, რომელიც ფლობდა აურაცხელ სახნავ-სათეს მიწებსა თუ ბაღ-ვენახებს, სომხური ეკლესიების კუთვნილი იყო ასევე ქარვასლები, საცხოვრებელი სახლები, დუქან-სახელოსნოები, არხები, წისქვილები და სხვა სამეურნეო ობიექტები არამხოლოდარა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე, არამედ საქართველოსა და ამიერკავკასიის სხვა ადგილებში. სიმეონ ერევანცის ცნობით, სომხური ეკლესია, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საერთაშორისო ვაჭრობასთან, გათავისუფლებული იყო ბაჟისა და სხვა ყოველგვარი გადასახადებისაგან<ref>კუცია, კ. აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქალაქების სოციალური სტრუქტურა XVI-XVIII საუკუნეებში. კრებულში ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან , 1970, გვ. 133</ref>. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობეს სომხური ეკლესიის დაწინაურება. ეჩმიაძინი დიდძალი კაპიტალის მქონე საფეოდალო იყო, ირანისა და თურქეთის ომისა და სხვა საჭიროების შემთხვევაში, სხვა დიდვაჭრებთან ერთად ფულადი სახსრების მიმწოდებელ ერთ-ერთ ცენტრად ითვლებოდა, ფულის გარკვეულ ნაწილს ეჩმიაძინი ხარჯავდა დატყვევებულ სომეხთა გამოსასყიდად, მაგალითად ცნობილია, როცა ნადირ შაჰმა ქართლი სრულიად მოაოხრა და ხალხი ირანში გასარეკად დააგროვა, მის წინაშე გამოცხადდნენ სომხური ეკლესიის წარმომადგენლები და 300 სომხური ოჯახი გამოისყიდეს<ref>ლომსაძე, შ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 40</ref>. სომხური ეკლესია, როგორც გარკვეული ფეოდალური სახელმწიფოებრივი ერთეული, თავისი სტრუქტურითა და დანიშნულებით სახელმწიფოებრივ დონეზე იყო ორგანიზებული და ხშირად სომხური სახელმწიფოს არარსებობის პირობებში მის ფუნქციასაც ასრულებდა<ref>Меликсет-Бек . л, დასახელებული ნაშრომი , გვ. 38</ref>, მისი ავტორიტეტი მუდმივად იზრდებოდა.
 
აღმოსავლეთ ამიერკავკასიის საქალაქო ცხოვრების ერთ-ერთ დამახასიათებელ მოვლენად უნდა ჩაითვალოს მსხვილი საერო ფეოდალების და სასულიერო პირების მჭიდრო ეკონომიური კავშირი დიდვაჭრებთან, ეს ფეოდალები დიდვაჭრების მეშვეობით აქტიურად მონაწილეობდნენ მსოფლიო სატრანზიტო ვაჭრობაში ე.ი. დიდვაჭრები ქალაქში მოსახლე ფეოდალების სავაჭრო კონტრაგენტების როლს ასრულებდნენ<ref>კუცია, კ. დასახელებული ნაშრომი, გვ.136</ref>. დიდვაჭრები ქმნიდნენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ქალაქების მოსახლეობის ეკონომიკურად ძალზე ძლიერ ფენას, საქალაქო არისტოკრატიას, ქალაქში მოსახლე მსხვილი საერო და სასულიერო ფეოდალების მონაწილეობა კი იწვევდა მათ დაახლოებას ვაჭართა ზედაფენასთან. ეს კი თავის მხრივ იყო მიზეზი მსხვილი ფეოდალებისა და დიდვაჭართა ინტერესების თანადამთხვევისა<ref>კუცია, კ. დასახელებული ნაშრომი, გვ. 138</ref>.