მონღოლური კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 150:
 
==== მონღოლეთის ეკონომიკა XXI საუკუნეში ====
2000 წლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. უმუშევრობის დონე კი 90-იან წლებთან შედარებით მცირედით შემცირდა. სწორედ 2000 წლიდან იწყება მკვეთრი ზრდა ეკონომიკაში, 2004 წელს მონღოლეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 920 $ იყო და ქვეყანა დაბალშემოსავლიან ქვეყანათა რიგში იმყოფებოდა. 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 4100 $-ს მიაღწია და მონღოლეთი საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს მიუახლოვდა. 2004 წლიდან მოყოლებული მონღოლეთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა სიაში მოხვდა. 2004 წლიდან 2014 წლამდე საშუალოდ 9,9 %-ით იზრდებოდა ეკონომიკა. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მონღოლეთს ფისკალური პრობლემები აქვს: მაღალია ინფლაცია, მაღალია ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, თუ მონღოლეთი ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს, ეკონომიკური ბუმი კრიზისით დასრულდება. მიუხედავად უარყოფითი მოლოდინებისა არსებობს დადებითი შედეგების მიღწევის გზაც. მონღოლეთის მოსახლეობა ქვეყნის მომავალს ხედავს ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც მრავლად არიან. განათლების სისტემის გაუმჯობესება მისცემს საშუალებას მონღოლეთს, რომ უფრო გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. საბჭოთა პერიოდში მონღოლეთში დიდი ყურადღება ექცეოდა მომთაბარე მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლებას, თუმცა კომუნისტური რეჟიმის გაუქმების შემდეგ დაფინანსება შეუწყდათ სკოლებს, ამიტომაც მრავალი ადამიანი არამხოლოდარა მხოლოდ განათლების, არამედ წერა-კითხვის ცოდნის გარეშე რჩებოდა. დღეს, მოსახლეობის 99 % წერა-კითხვის მცოდნეა, აგრეთვე ვითარდება სასწავლო დაწესებულებები. ახალგაზრდები სწავლობენ ისეთ უცხოურ ენებს, როგორებიცაა: ინგლისური, იაპონური, რუსული, კორეული და გერმანული. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია [[ინტერნეტი]]თ უზრუნველყოფა, რამაც ცოდნის დონე და ინფორმირებულობა გაზარდა. მონღოლებს მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდების ინტერესები უცხოური კულტურების მიმართ და საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების ერთობლიობა ქვეყანას დიდ წარმატებას მოუტანს. უნდა ითქვას, რომ მონღოლეთი თავისი მმართველობითა და იდეებით უფრო დასავლური ქვეყანაა ვიდრე აზიური. მონღოლეთში ერთმანეთს ერწყმის ტრადიციული მომთაბარე და ურბანული ცხოვრება.
 
==სქოლიო==