რუალა ბედუინები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
რუალა ყველაზე დიდი ტომია ანეზეს კონფედერაციაში. ასევე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩრდილო-არაბულ უდაბნოში. რუალა წარმოადგენს ერთადერთ ტომს, რომელიც ერთ ამირას ემორჩილება მთლიან არაბეთის ნახევარკუნძულზე. 1960-იან წლებში არ-რიშას ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-გერმანულმა ტელევიზიამ დააფიქსირა ტომის კარვები და საჰაერო გადაღებების დროს ფოტოზე აღბეჭდა. ფოტოზე 12 000-მდე კარავი ჩანდა. თითოეულ კარავში 5 ადამიანის განთავსების შემთხვევაში, საერთო ჯამში 60 000-მდე ბედუინის დათვლა იყო შესაძლებელი. თავად რუალას ტომელების გამოთვლებით, ნახევარ მილიონამდეა მათი რიცხვი.<ref name=":1">Young, W. (2009). Culture Summary: Rwala Bedouin. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-000</nowiki></ref>
 
რუალა ხუთ ძირითად ტომურ გაერთიანებად იყოფა. ესენი არიან: მურათი, დოგმანი, გააძა, ფრეი და კუატზბე. 1958 წლამდე ყველა მათგანი ფლობდა აქლემთა ჯოგს, გარდა ფრეისა, რომელიც 1920-იანი წლებიდან ცხვრის ფარებსაც ინახავს. ფრეის ტომი ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში სახლობს. მურათი პირიქით, სამხრეთით. გვიან ზამთარში რუალას ტომი ძირითადად სამხრეთით, ნაფუდის უდაბნოსკენ სახლობს, ადრე გაზაფხულზე კი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებენ, ვადი სირჰანისკენ. შუა ზაფხულში კი გოლანს აღწევდნენ. შემოდგომაზე და ადრე ზამთარში ისინი აღმოსავლეთისკენ მიემართებოდნენ, თანდათან ისევ ნაფუდის მიმართულებით. წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს ჩრდილო-დასავლეთი ზაფხულში და სამხრეთ-აღმოსავლეთი ზამთარში. როგორც თავად რუალას ტომელები ამბობენ “დასავლეთით ზაფხულში და აღმოსავლეთით ზამთარში”. ტომის სხვადასხვა გაერთიანება შესაძლოა სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებულიყო. მაგალითად, ფრეიები, რომლებთაც ძირითადად ცხვრის ფარები ჰყავდათ, რჩებოდნენ ჩრდილოეთით. მურათები კი ძირითადად სამხრეთში იყვნენ განსახლებულნი. მათი მიგრაციის [[იდიოსინკრეტული]] ბუნება გამოწვეულია არამხოლოდარა მხოლოდ არაზომიერი და მოულოდნელი წვიმებით, არამედ პირადი ისტორიული გამოცდილებებითა და პირადი პრიორიტეტებით. მათი საემიგრაციო ტერიტორია ოთხი ძირითადი საზღვრისგან შედგება. ტომის ძირითადი ნაწილი ამ საზღვრებში რჩება მიგრაციის დროს. თუმცა, ტომის ინდივიდუალური წევრების პოვნა [[თურქეთი]]დან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდეა შესაძლებელი.<ref name=":2">Young, W. (2009). Culture Summary: Rwala Bedouin. New Haven, Conn.: Human Relations Area Files. Retrieved from <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=md04-000</nowiki></ref>
 
=== მიგრაცია ===
ბოლო 250 წლის განმავლობაში რუალა ბედუინები მუდმივად [[მიგრაცია]]ში იმყოფებიან. ისინი გადაადგილდებიან საძოვრების დიდ ტერიტორიებზე რომლებიც, დასავლეთიდან შემოსაზღვრულია “[[ვადი სირჰანი]]თ”, არიდული, 300 კილომეტრის სიგრძის დადაბლებით. ის მიუყვება [[საუდის არაბეთი]]სა და [[იორდანია|იორდანიის]] საზღვარს. ბედუინების ტერიტორია სამხრეთიდან ნაფუდის უდაბნოთია შემოსაზღვრული, რაც პასტორალური ანუ მესაქონლეური მიგრაციისთვის ბარიერს წარმოადგენს, წყლის ნაკლებობის გამო. ჩრდილოეთ საზღვრის არსებობა უფრო სოცალურ-პოლიტიკური მიზეზებით იყო განპირობებული, ვიდრე ეკოლოგიური. ჩრდილოეთისკენ, [[დამასკო]]ს მიმართულებით, ქალაქ ჰომსამდე, ბედუინები ზაფხულში გადადიოდნენ. იმ პერიოდში რუალა ბედუინებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ ჩრდილო-სირიელ მოსახლეობასთან და მათ მმართველებთან. აღმოსავლეთ საზღვარი თითქმის [[ერაყი]]ს საზღვარს მიუყვება პარალელურად, საუდის არაბეთის ქალაქ საკაკამდე (Sakaka). გარკვეულ წლებში რუალას ტომების ზოგიერთი ნაწილი უფრო შორი აღმოსავლეთისკენაც გადაადგილდებოდა, ერაყის ქალაქ [[კარბალა]]მდე (Karbala). მათი “საძოვრების ტერიტორიას”, რომელსაც “დირას” უწოდებენ, არასდროს ჰქონია მკვეთრი საზღვრები, შესაბამისად რუალა ბედუინებსაც არასდროს დაუმტკიცებიათ და მოუთხოვიათ ამ ვრცელ ტერიტორიაზე საქონლის საძოვრისთვის განსაკუთრებული უფლებები. ისინი ყოველთვის რთავდნენ სხვა ტომებს საძოვრებით სარგებლობის უფლებას, იმ პირობით, თუ მათ მიერ საძოვრად გამოყენებული რაოდენობა მნიშვნელოვან დანაკლისს არ წარმოადგენდა თავად რუალას ტომის საძოვრებისთვის. საერთო ჯამში რუალა ბედუინების მიგრაციის ტერიტორია 500 000 კვადრატულ კილომეტრზე ვრცელდება.
 
XX საუკუნეში რუალა ბედუინების დამოკიდებულება მათივე ტერიტორიისადმი შეიცვალა. მათ დაიწყეს გარკვეული საზღვრების შექმნა და ერი-სახელმწიფოს მსგავს ერთეულად ჩამოყალიბება. ამ საზღვრების არსებობამ მათ, გადაადგილების შეზღუდვის ნაცვლად, შეუცვალა ეკონომიკური მოტივაცია. ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მიგრაციას, თუმცა ამჯერად არამხოლოდარა მხოლოდ საქონლის საძოვრებისთვის. 1970 წლიდან მათ ბევრად მეტი შემოსავალი ჰქონდათ კომერციითა და ანაზღაურებადი სამუშაოებით, ვიდრე მესაქონლეობით.<ref name=":0" />
 
== გენეალოგია ==