მცენარეების დაცვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 50:
თევზის ზოგიერთი ჯიში ისე არის ქლორორგანული ნაერთების მიმართ მგრძნობიარე, რომ ისეთ მდინარეებში, როგორიცაა მაგალითად მისისიპი, ხანდახან აღინიშნებოდა თევზების მასობრივი დაღუპვა. ამასთან, ყველაზე მეტად ზარალდებიან მტაცებელი ფრინველები, რომლებიც თევზით იკვებებიან: შევარდენი, არწივი და შაკი; იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენენ კვების ჯაჭვის საბოლოო რგოლს, მათ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ხვდება დდტ. ფრინველებში დდტ-ს ერთ-ერთ გვერდით ეფექტის წარმოადგენს კალციუმის ცვლის დარღვევა, რის შედეგადაც კვერცხის ნაჭუჭი არის შედარებით თხელი. კვერცხებზე ჯდომის დროს ასეთი კვერცხები იჭყლიტება, შედეგად ვერ იჩეკებიან ბარტყები. თითქმის სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ში 50-60 წლებში მტაცებელი ფრინველების პოპულაციის უეცარი კლება გამოწვეული იყო დდტ-სა და სხვა ანალოგიური ნაერთების გამოყენებით. საბედნიეროდ, დდტ-ს აკრძალვიდან ასეთი პოპულაციების წარმომადგენლების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. ამით ზარალდება ასევე მცენარეებიც, რადგან მცენარეებსა და ფრინველებს შორის არსებობს მრავალგვარი ეკოლოგიური კავშირი. გაირკვა ისიც, რომ დდტ მცენარეში არღვევს ზოგიერთ მნიშვნელოვან პროცესს; ასე, მაგალითად, ის თრგუნავს ფოტოსინთეზს წყალმცენარეებში.
 
ამით დდტ-ს პრობლემების სირთულე არ მთავრდება. საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ რეგიონებით, სადაც ხდება ამ ინსექტიციდის გამოყენება. დდტ აბინძურებს მთელ დედამიწას, რადგან ეს ნაერთი არამხოლოდარა მხოლოდ მდგრადია, არამედ აქროლადიც. გამტვერავი დდტ-ს მნიშვნელოვანი ნაწილი ხვდება ატმოსფეროში და საჰაერო დინებებით ვრცელდება ყველგან, ასე რომ მისი აღმოჩენა ახლა ყველგანაა შესაძლებელი, ანტარქტიდის პინგვინების ცხიმოვან ქსოვილებშიც კი, ანუ დდტ-ს გამოყენების უახლოესი ადგილიდან ათასობით მილის დაშორებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მღელვარებას. ამას გარდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დდტ-ს გამოყენება უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს არის ძალიან იაფი და მძლავრი ინსექტიციდი. ამ აზრის მოწინააღმდეგები თვლიან, რომ ადამიანი არის ბუნების საზოგადოების ერთ-ერთი წევრი, და რომ ჩვენი პლანეტის ფაქიზი ეკოლოგიური ბალანსის უეცარი დარღვევა საბოლოო შედეგად მოგვიტანს უფრო მეტ ზიანს ვიდრე სარგებლობას. ყველაზე მეტ საშიშროებებს იწვევენ ის ფიქრები, რომ შესაძლოა დდტ სულაც არ იყოს საშიში ადამიანებისთვის, რადგან ჩვენ ხომ არ ვიცნობთ ჯერ მისი გამოყენების მოშორებულ შედეგებს. როგორი იქნება, მაგალითად, დდტ-ს გამოყენების შედეგები 50 წლის მერე? ეს დრო ჯერ არ გასულა. ვის შეუძლია წინასწარმეტყველება, ზუსტად რა დევს პანდორას ამ ყუთში, რომელიც შეიძლება გაიღოს ამ ქიმიკატის ფართო გამოყენების შედეგად? მართლა აღმოჩნდება დდტ ადამიანისთვის უსაფრთხო? თუ მოგვევლინება როგორც ძლიერი კანცეროგენი, მუტაგენი ან ტერატოგენი? ასეთ საქმეებში საერთო წესი გვაუწყებს, რომ ჯობია თავი დავიზღვიოთ, ვიდრე ველოდოთ მისი კეთილსასურველი შედეგის იმედს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გაგვაჩნია მხოლოდ ერთი გლობალური ეკოსისტემა, და ჩვენ არ შეგვიძლია მისი რისკის ქვეშ დაყენება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები იმისთვის, რომ მთლიანად ამოვიღოთ ხმარებიდან ეს ინსექტიციდი, რომელიც თავიდან სიკეთისმომტანი გვეგონა და რომელიც საპირისპირო მხრით შემოგვიბრუნდა. სასურველია დდტ ყველგან აიკრძალოს. მაგრამ დღესდღეობით „მესამე სამყაროს“ ზოგიერთ ქვეყანას უფრო აწუხებს ცეცე ბუზის ან მალარიული კოღოს განადგურება, ვიდრე ამ ინსექტიციდის გამოყენების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობა ან გარემოზე მისი საზიანო მოქმედება.
 
==== ბუნებრივი რეპლიენტები და ტოქსინები ====