პორტალი:ახალი ამბები/2009 იანვარი 28: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
*ამერიკელი სამხედროები პაკისტანზე სარაკეტო დარტყმებს გააგრძელებენ-იუწყება როიტერი. ეს განცხადება სენატის სხდოამზე შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა გააკეთა. მისი თქმით, ამერიკას აუცილებლად მიაჩნია პაკისტან-ავღანეთის საზღვრებთან ბაზირებული მებრძოლების განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანოს. კითხვაზე, იცის თუ არა პაკისტანმა ამერიკული სარდლობის გადაწყვეტილება, გეითსმა დამაკმაყოფილებლად უპასუხა. უკანასკნელი მონაცემებით, 23 იანვარს ამერიკის მიერ პაკისტანზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დარტყმა პირველი მასშტაბური შეტევაა პაკისტანელ მებრძოლებზე აშშ-ის პრეზიდენტად ბარაქ ობამას არჩევის შემდეგ. „ყოფილი პრეზიდენტი ბუში და ახლანდელი პრეზიდენტი ობამაც ერთი აზრისანი არიან ალ-ყაიდას ტერორისტებთან ბრძოლის საკითში“-ციტირებს სააგენტო როიტერი გეითსის სიტყვებს. [http://www.reuters.com/article/asiaCrisis/idUSN27443363 Reuters]
* [[შვედეთი]]ს ხელისუფლება არმიის მესამედით შემცირებას აპირებს, ხოლო ტანკების რაოდენობას, სავარაუდოდ, გაანახევრებენ-იუწყება საიტი დეფენს აეროსფეისი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. გარდა ამისა, [[შვედები]] [[2014]] წლის სამხედრო ბიუჯეტსაც შეამცირებენ, რომლის ზომაც 5 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს. შემცირება, ძირითადად, სახმელეთო ჯარებს შეეხება. ფეხოსანთა შემადგენლობაში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რაოდენობა 20 ათასიდან 12,5 ათასამდე დაიკლებს. სახმელეთო ჯარებისა და საზღვაო ფეხოსანთა საერთო რაოდენობა 9 ათასამდე იქნება დაყვანილი. ამჟამად [[შვედეთის შეიარაღებული ძალები]] 30 ათასამდე პროფესიონალ სამხედრო მოსამსახურეს მოითვლის. შვედეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ოპტიმიზირებული არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას აპირებს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დანაყოფმა უფრო ოპერატიულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.
* [[იაპონია]]მ [[სომალი]]ში სამხედრო ოპერაციისთვის დაიწყო მზადება-აფპ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა [[ტარო ასო]]მ განაცხადა, რომ [[იაპონიის სამხედრო-საზღვაო ხომალდები]] სომალელ მეკობრეებთან საბრძოლველად ზუსტად ერთ თვეში გაიზავნებიან. ამგვარად, იაპონიის მხარე მეკობრეებთან ბრძოლის საერთაშორისო მისიას შეუერთდება. „სომალის წყლებში მეკობრეების თავდასხმები ხომალდებზე არამხოლოდარა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის, არამედ იაპონიისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. საჭირო ღონისძიებებს ადენის ყურეში ჩვენ დაუყოვნებლივ გავატარებთ“. საქმე ისაა, რომ იაპონური კანონმდებლობით, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებებში ჩარევის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი უშუალოდ იმ გემებს იცავენ, რომელთა ბორტზე იაპონიის მოქალაქეებია, ანდაც ხომალდები დაცურავენ იაპონიის დროშის ქვეშ. [http://www.lenta.ru/news/2009/01/28/japassault/ lenta.ru]
<!-- ხომ გითხარი: ყველანარი ტექსტი ახალი ამბებისა, ამ ხაზს ზემოთ! -->|}<noinclude></noinclude>