პრიმატების ქცევა: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== აკუსტიკური ===
არ არის საიდუმლო,რომ ძუძუმწოვრებს შეუძლიათ გამოსცენ სხვადასხვა ხმები, რომლებიც გამოხატავენ, როგორც სიამოვნებას, ისევე სიძულვილს რაიმეს მიმართ. არ არიან გამონაკლისები პრიმატებიც. დაკვირვების შედეგად აკუსტიკური და ხმოვანი კომუნიკაცია აქვთ საკმაოდ კარგად განვითარებული. ეს ბოლოს თქმული ეხება ყველა პრიმატების ქვეჯქუფს. ბგერებით ისინი არამხოლოდარა მხოლოდ გამოხატავენ სიამოვნებას ან სიძულვილს, არამედ ამ ქმედებით ისინი გადასცემენ ერთმანეთს ინფორმაციას კვების, საბრთხის და სოციალური სტატუსის შესახებ. პრიმატის ნებისმიერ ემოციურ მდგომარეობას მოსდევს ბგერების გამოცემა სხვადასხვა ტემბრით და ხმის სიძლიერით. უკვე დამტკიცებულია, რომ ადამიანის და პრიმატის ტვინებს აქვთ ერთნაირი განლაგება და სტრუქტურა, მაგრამ უფრო განვითარებულ პრიმატებს თავის ტვინის ქერქის ზონა, რომელიც პასუხობს აკუსტიკურ რეგულაციას, არის ჩანასახის მდგომარეობაში. აკუსტიკური კომუნიკაცია „მოთამაშე“ მაიმუნებისა შორეულად გავს ადამიანის მეტყველებას. არა ბგერათა მსგავსებით, არამედ მგერების ინტონაციით. ბგერათა ინტონაციით და ტებრის ტონით პრიმატებს შეუძლიათ იცნონ თავიანთი ჯგუფის წევრები და დაარეგულირონ პირადული ურთიერთობები. აკუსიტიკურ ფონს, რომელსაც ქმნიან „წვრილ ცხვირა“ მაიმუნები გამოიმუშავებენ 20-მდე  ბგერით სიგნალს. ამ ოჯახის წარმომადგენლები არიან „მაკაკები“. ძალიან საინტერესოა აკუსტიკური ურთიერთობა „გიბონებს“ შორის. ამ მაიმუნების ხმებს  ხშირად არქმევენ „გიბონების სიმღერას“, რადგან ეს ხმები შეიცავს ჰარმონიულ ბგერებს. გიბონებს შეუძლიათ „სიმღერა“. გიბონებს ეხერხებათ „სიმღერა“, როგორც სოლო-მაგ. როდესაც მამრი იკავებს ტერიტორიას, ასევე დუეტით, როდესაც აცნობებს სხვებს მეწყვილის შერთვას. „სიმღერის“ ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მამრი, ისევე მდედრიც. უფრო მეტად შესწავლილი კომუნიკაცია მაიმუნებს შორის არის შიმპანზესი. დამტკიცებულია, რომ შიმპანზეებს შეუძლია იცნონ ერთმანეთი ხმით და გონიერად გამოიყენონ ბგერები. ხაზი არის გასმული, რომ უფრო დაბალი დონის პრიმატები იყენებენ ხმას აგრესიული თვალსაზრისით, ხოლო მაღალი დონის პრიმატები კი პირიქით- კეთილმოსურნედ. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კეთილმოსურნე ხმის გამოყენებით წარმოიშვა ადამიანური ენა. არსებობს კომუნიკაციის გავითარების რამდენიმე ეტაპი:
* კომუნიკაციის გავითარების ძირითადი ფუნქცია პირველ და მეორე ეტაპზე არის აგრესიის შეჩერება. (პირველი ეტაპი ეხება დაბალი დონის პრიმატებს, ხოლო მეორე კი-მაღალი) კომუნიკაციის კომპლექში ხმები დაკავშირებულია მიმიკასთან და პოზებთან. ნაკლები ყურადღება ექცევა ჟესტებს, ხოლო ოლფაკტორული კომუნიკაცია არ იხმარება. კომუნიკაციის ეს ეტაპი არის სოციალური ურთიერთობების მექანიზმის მაღალ დონეზე აწევა. სწორედ ამიტომ აკუსტიკური და ვიზუალური კომუნიკაციის ხერხები იხმარება მეგობრული თვალსაზრისით.
* მესამე ეტაპზე გონიერ ადამიანის კომუნიკაციის გავითარება მოხდა. ამ შემდგომმა გავითარებამ წარმოქმნა მეტყველების უნარი. სულ უფრო და უფრო მეტს იყენებდნენ ჟესტებს, რომლებსაც შეეძლოთ მნიშვნელოვანი დატვირთვა მიეღოთ. შესაძლოა ამ პერიოდში ადამიანმა დაიწყო ისეთი მაღალფარდოვანი ჟესტები გამოყენება, როგორიცაა: საჩვენებელი და წარმოსახვითი. შემდეგ ჰომინიდებს განუვითარდათ ურთიერთობა ახალი, განსხვავებული ბგერების კომბინაციით.მეცნიერების აზრით, აკუსტიკური სიგნალები გონიერ ადამიანს განუვითარდა ვიზუალური სისტემით.