ელისაბედ ალექსანდრეს ასული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
1792 წელს პრინცესა ლუიზა რუსეთში ჩავიდა, სადაც შეხვდა იმპერატრიცა [[ეკატერინე II]]-ს, რომელმაც იგი თავის უფროს შვილიშვილ ალექსანდრე პავლოვიჩზე დააქორწინა. ქორწინების წინ იგი მართლმადიდებლობაზე მოექცა და ელისაბედ ალექსანდროვნას სახელი მიიღო. მათი ქორწინება 1793 წლის 28 სექტემბერს შედგა, როცა სასიძო 15-ის, ხოლო საპატარძლო 14-ის იყო. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწინება ბედნიერი იყო. ელისაბედ ალექსანდროვნა ლამაზი, თუმცა მორცხვი და ჩაკეტილი იყო. წყვილს მხოლოდ ორი გოგონა შეეძინა, რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ. მისი მამამთილის, [[პავლე I]]-ის მმართველობისას იგი ქმარს მეტი პოლიტიკური აქტიურობისაკენ მოუწოდებდა, ხოლო როცა იმპერატორი მოკლეს მისი დამსახურებით შეძლო ალექსანდრე I-მა ტახტზე ასვლა, რადგანაც ტახტის მიტაცება მის დედამთილს სურდა.
 
როგორც იმპერატორის მეუღლეს, ელისაბედს დიდი როლი ეკავა სამეფო კარისა და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა რუსეთის პირველი ქალბატონი კვლავ მისი დედამთილი [[მარია თეოდორეს ასული|მარია ფეოდოროვნა]] იყო, რომელიც მის დაჩრდილვას ყველანაირად ცდილობდა. მიუხედავად ამისა და ალექსანდრეს პერიოდული რომანებისა, საიმპერატორო წყვილი ჰარმონიულად ცხოვრობდა. ელისაბედი რუსებში არც ისე დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რადგან მასაც დიდად გულზე არ ეხატებოდა რომანოვები. [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონის]] შემოჭრების დროსაც კი, მას არანაირი პოლიტიკური გავლენა არ ჰქონდა და ყველაფერს მისი დედამთილი აკონტროლებდა. იგი მხოლოდ 1814 წელს გამოჩნდა, რომლის მოწოდებითაც მიიღო მონაწილეობა იმპერატორმა ვენის კონგრესში. რამდენიმე წლიანირამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ, 1820 წელს ელისაბედი და ალექსანდრე შერიგდნენ. 1824 წელს ისინი კვლავ ბედნიერი და ახალგაზრდა წყვილი იყო, თუმცა 1825 წელს ალექსანდრე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძმა, [[ნიკოლოზ I]] ავიდა. ქმრის გარდაცვალებიდან ხუთ თვეში, 1826 წელს ელისაბედ ალექსანდროვნა გარდაიცვალა.
 
== ბადენის პრინცესა ==