მარია ტერეზა სავოიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
მარია ტერეზა აღწერილია როგორც დაბალი, ცუდი ფორმების, მოუხერხებელი და გრძელი ცხვირის მქონე ქალი. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ იყო სილამაზით სახელგანთქმული, მას ჰქონდა საოცარი შინაგანი ქარიზმა, რითაც ყველას მოხიბვლას ახერხებდა. საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ელჩი, გრაფი ფლორიმონდ კლოდი, რომელსაც მარია ტერეზიას ქალიშვილის, დოფინ მარია ანტუანეტასთვის თვალ-ყურის დევნება ევალებოდა, მადამ დე არტუაზე განაცხადა, რომ იგი ძალიან ჩუმი იყო და თითქმის არაფრით არ ინტერესდებოდა. 1777 წელს, როდესაც მარია ანტუანეტს მისი ძმა, იმპერატორი [[იოზეფ II (სრი)|იოზეფ II]] ეწვია, მან მარია ტერეზაზე განაცხადა:
{{ციტატა|მართალია მას ბავშვების გაჩენა შეუძლია, მაგრამ სხვა ყველა ასპექტში ნამდვილი იდიოტია}}
საფრანგეთში ცხოვრების პირველი წლების მანძილზე, არტუას გრაფმა და გრაფინიამ, პროვანსის გრაფმა და გრაფინიამ, საფრანგეთის დოფინმა და მადამ დოფინმა და ასევე პრინცმა და პრინცესა ლამბელებმა ერთმანეთთან ძალიან ახლო, მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. ეს დიდი მეგობრულ-ნათესავურინათესაური წრე დიდი სიამოვნებით დადიოდა წვეულებებზე, თეატრებზე, ოპერასა და ბალეტზე, ასევე ხშირად ერთად ვაშმობდნენ, ნადირობდნენ და სეირნობდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც 1774 წელს ლუი XVI და მარია ანტუანეტა საფრანგეთის მეფე-დედოფალი გახდნენ, ეს წრე თანდათან დაიშალა და საბოლოოდ ერთმანეთის მტერ, მემკვიდრეობისთვის მოცილე ადამიანებად იქცნენ.
 
ვერსალში ჩასვლიდან მალევე მარია ტერეზამ 1775 წლის 6 აგვისტოს თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, სახელად ლუი ანტუანი. ამით მან სამეფო ოჯახის სხვა ქალებზე დიდი უპირატესობა მოიპოვა, რადგან ვერც დედოფალი მარია ანტუანეტა და ვერც პროვანსის გრაფინია მარია ჯუზეპინა ბავშვებს ვერ აჩენდნენ. ამრიგად ლუი ანტუანი ბურბონთა ახალი თაობის პირველი პრინცი, ანჟულემის ახალი გრაფი და შესაბამისად ტახტის მემკვიდრეც იყო. პროვანსის გრაფინიაც ორჯერ დაფეხმძიმდა, თუმცა ორივეჯერ მოეშალა მუცელი, მაგრამ ეს მაინც ამტკიცებდა იმას, რომ მას შეეძლო ბავშვის გაჩენა, დედოფალი კი რომელიც ჯერ ისევ ქალწული იყო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მის რძალს ხომ უკვე ჰყავდა მემკვიდრე და თუ თავადაც არ გააჩენდა ტახტი მათ დარჩებოდათ. ამის შემდეგ მარია ანტუანეტას ყველა უკიდურესად ავიწროვებდა და უშვილოდ მოიხსენიებდა მაგრამ მისი უშვილობის რეალური მიზეზი ის იყო, რომ მეფე მას არც კი ეკარებოდა. 1776 წელს მარია ტერეზამ ქალიშვილი გააჩინა, სახელად სოფი, რომელიც მამამისის, გრაფი დე არტუას გაუთხოვარი მამიდის, პრინცესა სოფი ფრანგის პატივსაცემად დაარქვეს. 1778 წელს მან კიდევ ერთი ვაჟი გააჩინა, სახელად შარლ ფერდინანდი, რომელიც მალევე გამოაცხადეს ბერის ჰერცოგად. 1783 წლის იანვარში მან მეოთხე და უკანასკნელი შვილი, პრინცესაა მარი ტერეზი გააჩინა, რომელიც ამავე წლის ივნისში დაიღუპა. ასევე 1783 წლის დეკემბერში დაიღუპა მისი უფროსი ქალიშვილი სოფიც, შვიდი წლის ასაკში.