ელეონორ ტოლედოელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
ამ პერიოდისათვის ფლორენციის ჰერცოგი, [[კოზიმო I მედიჩი]] საცოლეს ეძებდა. თავდაპირველად მან თავისი ბიძაშვილის, [[ალესანდრო მედიჩი|ალესანდრო I-]]<nowiki/>ის ქვრივის, [[მარგარეტ ავსტრიელი (1522-1586)|მარგარეტ ავსტრიელის]] ხელი ითხოვა, რომელმაც დიდი თავშაკავებულობა გამოიჩინა და კოზიმოს უარი უთხრა. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს უარი არა მარგარეტის, არამედ მამამისის, იმპერატორ [[კარლ V]]-ის იდეა იყო, ვინაიდან მას ქალიშვილისათვის სულ სხვა გეგმები ჰქონდა.<ref>Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 71.</ref> ამის შემდგომ კოზიმომ თავისი არჩევანი ნეაპოლის მდიდარი გუბერნატორის ასულ ელეონორ ტოლედოელზე შეაჩერა. ელეონორის მამა სიხარულით დათანხმდა კოზიმოს წინადადებას, ვინაიდან მას ყოველთვის სურდა მონარქებთან დანათესავება. ეს ქორწინება სასარგებლო იყო ორივე მხარისათვის, ვინაიდან ელეონორის მზითვები და სილამაზე მედიჩებს ძალიან წაადგებოდათ, ელეონორის ოჯახი კი სტატუსს აიმაღლებდა. გარდა ამისა ელეონორს ნათესაური კავშირი ჰქონდა [[კასტილიის სამეფო|კასტილიის]] მეფეებთან და იმ პერიოდისათვის გაბატონებულ [[ჰაბსბურგები|ჰაბსბჰურგებთან]], რაც მედიჩებს უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა, ვინაიდან ჰაბსბურგები და ესპანელები ფლორენციის დაპყრობაზე ოცნებობდნენ.<ref>Cesati, p. 75.</ref> თუმცა კოზიმო ქორწინებას მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როცა მისი მოთხოვნით ელეონორის მამამ ტოსკანიდან ესპანური ჯარები გაიყვანა.
 
1538 წლის 11 ივნისს კოზიმო პიზაში ჩავიდა თავის ძმასთან და შვიდ გალერასთან ერთად.<ref>Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. pp. 64, 81. </ref> ელეონორი კი ამავე წლის 22 ივნისის დილას ჩავიდა [[პიზა|პიზაში]], კოზიმოსთან შესახვედრად. შეთანხმების თანახმად ელეონორი და კოზიმო პიზის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. პიზაში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ წყვილი ფლორენციაში გაემგზავრა.<ref>Brown, Judith C. & Benadusi, Giovanna eds.; Chojnacka, Monica trans. (2015). ''Medici Women: the making of a dynasty in grand ducal Tuscany''. Toronto: Centre for Reformation and Renaissance Studies. p. 73. </ref> 29 ივლისს წყვილი საზეიმოდ შევიდა ქალაქში., სადაც კოზიმო და ელეონორი სან ლორენცოს ტაძარში დაქორწინდნენ. საქორწინო ცერემონიალი გრანდიოზული იყო.
 
ელეონორსა და კოზიმოს ხანგრძლივი და მშვიდი ქორწინება ჰქონდათ. ბევრის გასაკვირად, კოზიმო ყოველთვის მეუღლის ერთგული იყო, რაც დიდი იშვიათობა იყო იმ ხანის მონარქებში. ორივე ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და შესაბამისად რელიგიურად ცხოვრობდნენ.<ref>Eisenbichler, Konrad (2004). ''The Cultural World of Eleonora di Toledo: Duchess of Florence and Sienna''. Aldershot: Ashgate Publishing. p. 9.</ref>