კამილა მარტელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
კამილა კოზიმოსა და მის შვილებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ისინი გამუდმებით მწარე რეპლიკებს ისროდნენ ახალი დედინაცვლის მიმართულებით. ამასთან, არა მხოლოდ კამილას გერები, არამედ სრულიად [[არისტოკრატია]] იყო აღშფოთებული მისი უცნაური ფუფუნებით, რომელიც ელეონორ ტოლედოელის დროინდელი დახვეწილი და ელეგანტური გემოვნების შემდეგ, ცოტა ვულგარული ჩანდა. დიდი ჰერცოგი ამ ყველაფერს ყურადღებას არც კი აქცევდა და ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას.
 
1574 წელს კოზიმო I-ს [[ინსულტი|ინსულტმა]] დაარტყა, რის შემდეგაც დროებით ყველაფრის მგრძნობელობა დაკარგა, საბოლოოდ კი სისხლის მიმოქცევა შეუჩერდა და 30 აპრილს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებისთანავე, ახალმა ჰერცოგმა, [[ფრანჩესკო I მედიჩი|ფრანჩესკო I]]-მა კამილა გააძევა სამეფო კარიდან. იგი იძულებული გახდა [[ფლორენცია|ფლორენციის]] [[გარეუბანი|გარეუბანში]] მდებარე სანტა-მონიკას მონასტერში დასახლებულიყო. მას სამეფო კარზე შესვლის ნება მხოლოდ 1586 წლის 6 თებერვალს, ვირჯინიასა და მოდენას ჰერცოგის ქორწილში დართეს. 1587 წელს, ფრანჩესკოს გარდაცვალების შემდეგ კამილა უფრო მეტი თავისუფლებით სარგებლობდა. ახალმა ჰერცოგმა [[ფერდინანდო I მედიჩი|ფერდინანდო I]]-მა მას სამეფო კარზე დროებით დაბრუნების ნება დართო, რასაც არისტოკრატების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა, ამიტომაც კამილა მალევე ისევ უკან, მონასტერში დააბრუნა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1590 წლის 30 მაისს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კამილა_მარტელი“-დან