დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
 
[[1522]] წელს დავით X-მ უარი თქვა [[ისლამი]]ს მიღებაზე, რის გამოც ქართლს ისევ სპარსელები შეესივნენ. დავით მეფეს ისმაილ I-ის წინააღმდეგ [[თელეთის ბრძოლა 1522|თელეთის ბრძოლაში]] დამარცხება მოუწია, რის შემდეგაც თბილისის ციხეში [[ყიზილბაშები]] ჩადგნენ. [[1524]] წელს ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ [[თბილისი]] აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. [[1525]] წელს ტახტი თავის ძმას — [[გიორგი IX|გიორგის]] გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით. მოგვიანებით მისმა ვაჟმა, [[ლუარსაბ I]]-მა შეძლო თავზე [[ქართლის სამეფო|ქართლის]] გვირგვინის დადგმა.
 
 
დავით X ის ტახტზე ასვლის თარიღად 3 თარიღს მოიაზრებენ: 1503; 1504; 1505 წლებს.  ქართლის ცხოვრების გადაკეთებულ-შევსებულ გამოცემაში კონსტანტინეს სიკვდილის თარიღად 1503 წელია დასახელებული, ვახუშტი ბატონიშვილს კი 1505 წელი. დავით მეფის სიგელებს რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია მეფობის ინდიქტიონი არ აქვს ამიტომაც, იმის თქმა თუ რომელი თარიღია მართებული რთული სათქმელია, მოიაზრებენ 1505 წელს.
 
მეფეს ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო. დავითს ექვსი ძმა, ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ყავდა ( ეტეოდნენ სასახლეში ნეტა თუ ქირით გავიდა რომელიმე?) მისი მეუღლის სახელი თამარი იყო. ეს სახელი დავითის შვილის, მეფე ლუარსაბის სიგელიდან გახდა ცნობილი.
 
მაშინდელი საქართველო მართალია დაშლილი იყო თუმცა მიუხედავად ამისა, სამივე სამეფოს მეფე საკუთარ თავს "მეფეთა მეფეს" უწოდებდა, მათ შორის დავითიც და მისი შვილი ლუარსაბიც.
 
დავითის წინააღმდეგ იბრძოდა იმერეთის მეფე ალექსანდრე II (1484-1510), რომელსაც ქართლის დაპყრობა სურდა. ვახუშტი ბატონიშვილის და ქართლის ცხოვრების წყაროებში მოიპოვება ალექსანდრეს მიერ გორის აღების თარიღი, ორივე 1509 წელს ასახელებენ (6 აგვისტო). ვახუშტის თქმით მეფე იმერეთის ალექსანდრემ ისარგებლა ქართლის მეფე კონსტანტინე II ის სიკვდილით, სუსტი დავით X ის გამეფებით და შურისძიების მიზნით გაილაშქრა ქართლზე. მაშინ როდესაც მეფე დავითს გაუგია ეს ამბავი საბრძოლველად არ წასულა, მას მხოლოდ შეშფოთება გამოუხატავს “არა ინება მეტყველმა მათმან, რამეთუ “მიეგების შეშფოთეთა შფოთი”-ო. (სად იყო ევროპა და ამერიკა როცა ქართველები ჯერ კიდევ XVI საუკუნეში გამოხატავდნენ შეშფოთებას!) ამის შემდეგ ალექსანდრემ მარტივად აიღო გორი და ქართლს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი წაართვა, ლიახვის ხეობამდე მაინც.
 
იმერეთის ბატონობა გორში დიდხანს არ გაგრძელებულა… იმავე წლის ნოემბერში ქუთაისს მოულოდნელად შეესია ოსმალთა ჯარი რომელმაც ქალაქი ააოხრა და გელათი გადაწვა. მეფე ალექსანდრემ მიიღო თუ არა ცნობა მტრის შემოსევის შესახებ მაშინვე უკან წავიდა, მაგრამ მტერი ზამთრის მოახლოების და დიდთოვლობის შიშით დაჩმორებული ქვეყნიდან გავიდა. მტრის შემოსევით შეწუხებული მეფე ალექსანდრე ჯავრით აღსავსე მომავალ, 1510 წელს გარდაიცვალა და იმერეთის ტახტზე მეფე ბაგრატ III (1510-1565) ავიდა.
 
ქართლის სამეფოს ხანგრძლივი სიმშვიდე არც კახეთის სამეფოსთან გაგრძელებულა. მართლია დავით X-ს და კახეთის მეფე ალექსანდრე I-ს (1476-1511) შორის მშვიდობა სუფევდა, მაგრამ ალექსანდრეს ძემ გიორგიმ დაიწყო ქართლის სამეფოს საზღვრების რბევა (არ მოასვენა გამჩენმა), 1511 წელს კი ღალატით მოკლა მამამისი, ძმა ლევანს თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა, რის შემდეგაც თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. მას ხალხმა ავგიორგი უწოდა.
 
როგორც აღინიშნა ქართლის მეფე დავითი სუსტი მმართველი იყო, იგი ვერ იბრძოდა ავგიორგის წინააღმდეგ მიუხედავად ძმების მოწოდებისა. მაშინ მისმა ძმამ ბაგრატმა მისგან საუფლისწულოდ მოითხოვა მუხრანი, გამოითხოვა „ერისთავი ქსნისა და ხეობა არაგვისა“. ბაგრატი მეფეს დაპირდა რომ იგი აქ ციხეს ააშენებდა და ავგიორგის ქართლზე ლაშქრობებს შეაჩერებდა. მეფე დავითს ეს წინადადება დიდად არ მოეწონა, თუმცა მაინც იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ბაგრატმა მუხრანს ააშენა „მტვერის ციხე“ და იქ გადავიდა საცხოვრელად. ასე საქართველში შეიქმნა სამუხრანბატონო, სამეფო მამულებისაგან უშუალო გამოყოფით. ავგიორგიმ ცადა ახალაგებული მტვერის ციხის აღება, თუმცა ჩემი ფეხები, 3 თვიანი ალყა უშედეგო აღმოჩნდა და იგი კახეთს გაბრუნდა.
 
ავგიორგის მეფობა დიდხანს არ გაგრძელდა, მამისმკვლელი ღმერთმა დასაჯა. ერთ-ერთი ლაშქრობის შემდეგ მან ნადავლით დატვირთული ჯარი წინ გაუშვა თვითონ კი ნადირობით და მცირე ამალით ნელა განაგრძო სვლა. ამ დროს მას ჩაუსაფრდა ბაგრატი და ავგიორგი შეიპყრო, იგი მუხრანის ციხეში გამოკეტეს 1513 წელს კი მოაკლევინეს.
 
ავგიორგის მოკვლის შემდეგ დავით მეფემ კახეთის სამეფოზე გაილაშქრა და დაიპყრო იგი. იმისათვის რომ კახეთის სამეფოს ტახტის პრეტენდენტი მოეცილებინა გადაწყვიტა ავგიორგის მეუღლე ელენე და უფლისწული ლევანი შეეპყრო, თუმცა დედოფალ ელენეს ნათესავმა აფერისტმა გარსევან ჩოლოყაშვილმა საიმედოდ დამალა ლევანი, იგი მსახურად გაასაღა როცა მას ბაგრატი და ამილახვარი ესტუმრნენ. ასე გადაურჩა ლევანი მეფე დავითს და ქართლის სამეფოს.
 
ქართლ-კახეთი ერთიანი სამეფო იყო 1513-18 წლებში, თუმცა ვინ აცადა? მას შემდეგ რაც ორ ძლევამოსილ სახელმწიფოს, ოსმალეთსა და ირანს შორის 1514 წელს ომი დაიწყო, ქართლ-კახეთის სამეფოს ერთიანობასაც მალე მოეღო ბოლო...
 
1518 წელს ისმაილმა ყვარყვარესთან ერთად ერევნის მმართველი დივ-სულთან რომლუსი გაგზავნა ქართლში. მტერმა სურამი და გორი აიღო, რის შემდეგაც დავით მეფემ გადაწყვიტა დამორჩილებოდა შაჰს. მან ისმაილთან მისი შვილი რამაზი გაგზავნა დიდი ძღვენით.
 
ქართლის მძიმე საგარეო ურთიერთობით ისარგებლა მოუსვენარ კახელ თავადთა ნაწილმა, რომლებმაც ბატონიშვილი ლევანი ოჩანის ციხიდან ჩამოიყვანეს და კახეთში გაამეფეს. დავითს იმ დროისათვის არ შეეძლო კახეთის დასამორჩილებლად ებრძოლა, სად ქონდა მაგის თავი.... შაჰთან შეთანხმება მოხდა. ქართლმა ხარკი იკისრა 300 საპილნე აბრეშუმის ოდენობით. ასევე ირანს დაემორჩილნენ ყვარყვარე ათაბაგი და ლევანიც.
 
ისმაილთან დაზავების შემდეგ, 1520 წელს, ქართლის მეფემ კახეთში გაილაშქრა. ლევანი იძულებული გახდა მაღრანის ციხეში ჩაკეტილიყო. ქართლის ლაშქარმა ციხეს ალყა შემოარტყა. ხანგრძლივმა ალყამ მეციხოვნეები უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა: მათ სურსათი გამოელიათ და ის იყო დანებებას აპირებდნენ, რომ დავით მეფეს ცნობა მოუვიდა ქართლში ოსმალების შემოჭრის შესახებ. დავით მეფე ცნობას, ქართლში ოსმალთა შემოსევის შესახებ, საიდუმლოდ ინახავდა. მაღრანის ციხის მცველებიც დამორჩილებას აპირებდნენ. მეფემ ციხეში მოციქულებად გაგზავნა ამილახორი და მთავარეპისკოპოსი დამორჩილების მოთხოვნით, მაგრამ მთავარეპისკოპოსი მოღალატე აღმოჩნდა, ენამ უყივლა უპატრონოს. მან დედოფალს (ლევანის დედას) საიდუმლოდ გაუმჟღავნა ქართლის მეფის მძიმე მდგომარეობა და უთხრა, რომ ამაღამ ჯარი ქართლში მიდისო. ამის გამო ციხის მცველებმა დანებებაზე უარი შეუთვალეს. დავით მეფე იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში წამოსულიყო.
 
ქართლში გადმოსული დავითი შეებრძოლა ოსმალებს და ყოფა უტირა, ისინი ქართლის საზღვრებიდან გადარეკა. ამის შემდეგ, იმავე 1520 წ. მან ისევ გაილაშქრა კახეთზე. ბრძოლა მოხდა მაღაროსთან (ახლ. სიღნაღის რაიონი). ლევანმა გაიმარჯვა და ქართლის მეფე აიძულა თბილისში დაბრუნებულიყო. დამარცხების მიუხედავად დავით მეფეს უარი არ უთქვამს კახეთის შემოერთებისათვის ბრძოლაზე, მაგრამ შინაგანმა და საგარეო მდგომარეობამ საბოლოოდ აიძულა იგი ხელი აეღო ამ საქმეზე. კახეთიდან მობრუნებულ დავითს, იმავე 1520 წ., ქართლში დახვდა გურიის მთავარი მამია I (1512-1534) თავისი ლაშქრით.
 
გურიელის მიზანი იყო ქართლის და კახეთის სამეფოებს შორის მშვიდობის დამყარება, ძლიერი ქართლის სამეფო არც მას, არც იმერეთის მეფე ბაგრატს და არც სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს აძლევდა ხელს, ამიტომაც ისინიც გურიელს უჭერდნენ მხარს. დავით მეფე მცირე რაზმით მოხისთან ახლოს გურიელს შეებრძოლა და დამარცხდა, რის შემდეგაც ნიჩბისში დაიხია. მას და ბაგრატ მუხრანბატონს ბაზალეთიდან ერთდროულად უნდა დაეწყოთ შეტევა თუმცა ასე არ მოხდა. გურიელმა მეფეს მოციქულები მიუგზავნა და უთხრა რას დამიწყე ბრძოლა რა ჭია შეგიჩნდა მე მშვიდობით მოვედი და ჩემი მიზანი ქართლისა და კახეთის დაზავებააო… გურიელის თქმით არ იცოდა თუ მეფე ებრძოდა მას, საჭიროდ მიიჩნევდა ზავს რომ მტერი არ გაძლიერებულიყო. დავითი და ლევანი ამაზე დათანხმდნენ, გურიელთან საზღვრები დაადგინეს და იგი უკან გაბრუნდა.
 
ქართლის ბრძოლა პოლიტიკური ერთობისათვის მარცხით დამთავრდა, ამის მიზეზი არამარტო გარეშე მტერი არამედ ქართველი ფეოდალებიც იყვნენ (მაგათი უმადური და ქვეყნის მოღალატეე…). ქართლ-კახეთის გაძლიერება სხვა სამეფო-სამთავროებს არ აწყობდათ, ეს მათ დამოუკიდებლობას დიდ საფრთხეს უქმნიდა. ლევანსა და დავითს შორის დადებული ზავი საქართველოს დაყოფას სამ თანასწორ სამეფოდ ადასტურებდა. ცალკეული სამეფოების შექმნა და ერთიანობის არ არსებობა კი რა თქმა უნდა ისევ მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, რითაც დაქუცმაცებული საქართველოს დამორჩილება უფრო იოლი ხდებოდა...
 
რაც შეეხება მეფე დავით X ის მმართველობის ბოლო წლებს. როგორც ვიცით 1518 წლიდან ქართლიც და სამცხეც ირანის ვასალები გახდნენ. კახეთს დამოუკიდებლობა სურდა თუმცა ის 1521 წელს ირანმა დაიმორჩილა. ეს 1578 წლამდე გაგრძელდა.
 
ქართლიც იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. 1522 წელს ირნის შაჰი ისმაილი დავითის დასამორჩილებლად გამოემართა. დავითმა ზავი შესთავაზა ისმაილს, თუმცა შაჰმა დავითს თავისთან გამოცხადება და გამაჰმადიანება მოსთხოვა, ქართლის მეფემ რჯული შევიცვალო არა ბუსკვერცხებიო, შაჰის წინადადებაზე უარი განაცხადა. შაჰს აღჯაყალაში ციხის მშენებლობა ქონდა დაწყებული, ეს პუნქტი ქართლის დასამორჩილებლად უნდა გამოეყენებინა. მოლაპარაკებასთან ერთად დავითიც ემზადებოდა ქართლის დასაცავად. მას მაშველი რაზმები მოუვიდა კახეთიდან და საათაბაგოდან, ასევე დაიქირავა ჩრდილო კავკასიის მეომრებიც და გაამაგრა თბილისის ციხეც.
 
დავითის წინააღმდეგ გამოგზავნილ ჯარს ისმაილი უკან გამოყვა. დავითი მტერს თელეთთან დაუხვდა და ბრძოლა გაიმართა. თავდაპირველად ქართველებმა ირანელები უკუაქციეს, თუმცა შემდეგ ისინი სარდლობამ მოაბრუნა. ბრძოლაში თავი ისახელა დავით მეფის ძემ ლუარსაბმა რომლემაც მტრის ერთი ფრთა გაანადგურა. გაქცეულებს ლუარსაბი უკან მიყვა, თუმცა ამ დროს დაღლილ ქართველებს უკნიდან შაჰის ჯარი დაეხა თავს რომელიც ღელეში იყო ჩასაფრებული. დაღლილი ქართველები მამაცურად იბრძოდნენ თუმცა მაინც დამარცხდნენ. დავით მეფემ შიდა ქართლში დაიხია ძალების აღსადგენად. შაჰი თბილისის მიადგა რომელიც კარგად იყო გამაგრებული თუმცა მოღალატე ციხისთავის წყალობით (შავად მოხმარდეს მაგ ქრთამი შენ შვილებს) ქალაქი მტერმა აიღო და ააოხრა, ეკლესიები გაძარცვეს, ავლაბრის ხიდთან მეჩეთი ააგეს და თბილისის ციხეში ირანული გარნიზონი ჩააყენეს…
 
1524 წელს შაჰ ისმაილ I ჩაძაღლდა, მისი მემკვიდრე შაჰ თამაზი 10 წლის იყო რითაც ისარგებლა დავით X-მ და იმავე თბილისი დაიბრუნა, ასევე მან აიღო და დაანგრია აღჯალაყას ციხე, ამით ქართლი ირანის ვასალობისაგან განთავისუფლდა.
 
1525 წელს მეფე დავით X ტახტიდან გადადგა. მართალია მეფე მისი ძე ლუარსაბი უნდა გამხდარიყო თუმცა მეფობა ხელთ დავითის ძმამ გიორგი IX-მ იგდო. ვახუშტის თქმით დავითმა "მისცა მეფობა ძმასა, თავად კი თბილისის ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა, დამიანეს სახელით."
 
1524-1527 წლებში ქართლს გიორგი IX მართავდა, ხოლო 1527 წელს იმერეთის მეფესთან დამოყვრებულმა ლუარსაბმა დაიბრუნა კანონიერი ტახტი. რაც შეეხება ბერად აღკვეცილ დავით X-ს მის შესახებ წყაროებიდან ვიგებთ, რომ იგი 1526 წელს გარდაიცვალა...
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_X“-დან