ინგებორგ შვედი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
1288 წელს იგი დანიშნეს დანიის მეფე [[ერიკ V (დანია)|ერიკ V]]-ის უფროს ვაჟზე, პრინც ერიკ დანიელზე, რომელთა ქორწილიც 1296 წელს შედგა ჰელსინგბორგში. ვინაიდან [[ერიკ VI (დანია)|ერიკ VI]] უკვე მეფე იყო, ქორწინებისთანავე, ინგებორგი დანიის დედოფალი გახდა. ეს წმინდა წყლის დინასტიური ქორწინება იყო, რომელსაც უნდა მოეგვარებინა შვედ ბიელბოებსა და დანიელ ესტრიდსენებს შორის არსებული შუღლი. ამ ალიანსის კიდევ უფრო გასამყარებლად, 1298 წელს, ინგებორგის ძმა, მეფე ბირგერი დაქორწინდა ერიკის დაზე, [[მართა დანიელი|მართა დანიელზე]].
 
დედოფალი ინგებორგი აღწერილია, როგორც ძალიან ლამაზი და კეთილშობილი ქალი. როგორც ცნობილია, იგი გამუდმებით სთხოვდა თავის ქმარს პატიმრების შეწყალებასა და ამნისტიას. მისი თანაგრძნობის შესახებ სიმღერები არამხოლოდარა მხოლოდ დანიაში, არამედ შვედეთშიც კი იწერებოდა. იგი დანიაში პოპულარული დედოფალი იყო, რომელსაც ხალხი „სასიამოვნოსა“ და „კარგ ქალბატონს“ უწოდებდნენ.
 
ცნობილია, რომ თავის სიცოცხლეში იგი ერთხელაც კი არ ჩარეულა პოლიტიკაში. აღსანიშნავია, რომ მის ქმარს პრეტენზია გააჩნდა შვედეთის ტახტი, რომელზეც 1306 წელს ღიად განაცხადა პრეტენზია. ინგებორგი ამ დროსაც არ ჩარეულა სახელმწიფო საქმეებში და მთელი ეს სირთულე მისმა მულმა, შვედეთის დედოფალმა მართა დანიელმა გადაიტანა საკუთარ თავზე, რომელმაც 1318 წელს ბირგერი და ერიკი კვლავ შეარიგა.