მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წარჩინებული|სახელი=მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიც...
(განსხვავება არ არის)

11:08, 26 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი (იტალ. Maria Annunziata di Borbone-Due Sicilie, გერმ. Maria Annunziata von Neapel-Sizilien; დ. 24 მარტი, 1843, კაზერტა, იტალია — გ. 22 მაისი, 1871, ვენა, ავსტრია) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგის მეორე ცოლი. ერჰცერცოგ ფრანც ფერდინანდის დედა და იმპერატორ კარლ I-ის ბებია.

მარია ანუნსიატა დე ბურბონ-სიცილიელი
სრული სახელი
მარია ანუნსიატა იზაბელა ფილომენა საბასია
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 24 მარტი, 1843
კაზერტა, იტალია
გარდაიცვალა 22 მაისი, 1871, (28 წლის)
ვენა, ავსტრია
საგვარეულო ბურბონები
მეუღლე(ები) კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
შვილ(ებ)ი ფრანც ფერდინანდი
ოტო ფრანცი
ფერდინანდ კარლი
მარგარეტ სოფია
მამა ფერდინანდ II, ორი სიცილიის მეფე
დედა მარია ტერეზია ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

 
მარია ანუნსიატა 1864 წელს ქმართან ერთად

მარია ანუნსიატა დაიბადა 1843 წლის 24 მარტს კაზერტის სამეფო სასახლეში. იგი იყო ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზია ავსტრიელის მეოთხე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას მამის მხრიდან პაპა-ბებიად მეფე ფრანჩესკო I და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელი, ხოლო დედის მხრიდან ტეშენის ჰერცოგი კარლ ლუდვიგი და ჰერცოგინია ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი ერგებოდნენ.

1859 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტი ანუნსიატას ნახევარ-ძმამ, მეფე ფრანჩესკო II-მ დაიკავა, რომელმაც რისორჯიმენტოს პირობებში 1861 წელს ტახტი დაკარგა, რის გამოც მათ ოჯახს რომში მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ამ ამბიდან მალევე, 1862 წლის 21 ოქტომბერს ვენეციაში მარია ანუნსიატა დააქორწინეს ერცჰერცოგ კარლ ლუდვიგ ავსტრიელზე, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის უმცროს ძმაზე. იგი მისთვის მეორე ცოლი იყო, რამეთუ მისი პირველი მეუღლე, პრინცესა მარგარეტ საქსონიელი 1858 წელს დაიღუპა ტიფოიდური ცხელებით, ერცჰერცოგს კი მემკვიდრე სჭირდებოდა, რომლებიც მარია ანუნსიატამ გაუჩინა.

მარია ანუნსიატა გარდაიცვალა 1871 წლის 22 მაისს ვენაში, ტუბერკულოზით, 28 წლის ასაკში. ამის შემდეგ მისი ქმარი მესამედ და საბოლოოდ დაქორწინდა ინფანტა მარია ტერეზა პორტუგალიელზე, რომელთანაც კიდევ ორი გოგონა შეეძინა.1916 წელს მარია ანუნსიატას შვილიშვილი, კარლ I ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორი ხდება.

შვილები

  1. ფრანც ფერდინანდი (1863-1914), ავსტრიის ერცჰერცოგი, ცოლად შეირთო სოფია ხოტეკი, რომელთანაც შეეძინა შვილები. ის და მისი ცოლი გავრილო პრინციპმა დახოცა სარაევოში, რასაც მოჰყვა პირველი მსოფლიო ომის დაწყება;
  2. ოტო ფრანცი (1865-1906), ცოლად შეირთო მარია იოზეფა საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, მათ შორის მომავალი იმპერატორი კარლ I;
  3. ფერდინანდ კარლი (1868-1915), ცოლად შეირთო ბერთა ჩუბერი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. მარგარეტ სოფია (1870-1902), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის ჰერცოგ ალბრეხტს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;

წინაპრები

ლიტერატურა