თმოგვის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB
ხაზი 28:
წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ.
XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ [[914]] წელს არაბთა სარდალმა [[აბულ-კასიმი|აბულ-კასიმმა]] აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. {{ციტატა|მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით...}}
X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნასეს შთამომავალთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს კი ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერისთავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის ხელქვეითია. [[1011]]-[[1012]] წლებში, საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი გვხვდება, როდესაც ბაგრატ მეფემ კლარჯეთის მეფენი სუმბატ და გურგენი {{ციტატა|პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს.}}
 
პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044-1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთ-ერისთავის ლიპარიტის განდგომისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთ-ერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თმოგვის_ციხე“-დან