კრისტიან X: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
=== 1920 წლის აღდგომის კრიზისი ===
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 102-00617A, Kaiser Wilhelm II. und Christian X..jpg|მარცხნივ|მინი|317x317პქ|კრისტიან X და გერმანიის იმპერატორი [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]] ბერლინში, 1913 წელი]]
XX საუკუნის დანიური მონარქიის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა 1920 წლის აღდგომის კრიზისი იყო. კრიზისის მიზეზი მეფესა და მის კაბინეტს შორის განხეთქილება გახდა, რაც დანიის მიერ პრუსიასთან შლეზვიგის დაკარგვას უკავშირდებოდა. პირველ მსოფლიო ომში დანია სწორედ მისი დაბრუნების იმედით ჩაება, მაგრამ ამაოდ. ვერსალის ხელშეკრულების თანახმად, შლეზვიგის ძალიან პატარა, მხოლოდ ჩრდილოეთი ნაწილი დარჩა დანიას, დანარჩენი კი მთლიანად გერმანიას მიუერთდა. ვინაიდან ომის შემდეგ გერმანია ძალიან დაკნინდა, კაბინეტმა მისთვის ომის გამოცხადება და შლეზვიგის დაბრუნება გადაწყვიტესგადაწყვიტა, მაგრამ მეფემ უარი თქვა ამაზე, რადგანაც შლეზვიგში გერმანული მოსახლეობა დომინირებდა და რომც მოეხდინათ მისი შემოერთება, მაინც მალე დაკარგავდნენ.
 
დავის გადასაჭრელად ჩრდილოეთ შლეზვიგში რეფერენდუმი ჩაატარეს, სადაც მოსახლეობის 75%-მა დანიასთან მიერთებას დაუჭირა მხარი, 25%-მა კი გერმანიასთან. ისტორიულად შლეზვიგი დანიის განუყოფელი ნაწილი იყო, რის გამოც დაიწყო სახალხო გამოსვლები მთლიანი შლეზვიგის დანიასთან მიერთების მოთხოვნებით. თუმცა, ჩრდილოეთისაგან განსხვავებული შედეგები იყო ცენტრალურ შლეზვიგში, სადაც მოსახლეობის 80% გერმანიის შემადგენლობაში დარჩენას უჭერდა მხარს. იგივე მოხდა სამხრეთ შლეზვიგშიც. ამ შედეგების მიხედვით, დანიის პრემიერ-მინისტრმა კარლ თეოდორ ზალემ დაადგინა, რომ ჩრდილოეთ შლეზვიგი დანიის შემადგენლობაში დარჩებოდა, დანარჩენი კი გერმანიაში.
 
მიუხედავად პრემიერ-მინისტრის განცხადებისა, დანიელი ნაციონალისტები ცენტრალურ შლეზვიგში მდებარე ქალაქ ფლენსბურგის მიერთებას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნის საფუძველზე, კრისტიან X და კარლ თეოდორი ფლენსბურგის რეორგანიზაციის განხილვას შეუდგნენ. 1901 წლიდან, დანიაში ოფიციალურად დამყარდა კონსტიტუციური მონარქია, თუმცა პრემიერ-მინისტრი თვლიდა, რომ მეფე ზედმეტად ერეოდა ქვეყნის მართვაში. მისი დამოკიდებულება კრისტიანმა დიდად გააპროტესტა და თანამდებობიდან გადადგომა უბრძანა, თუმცა მან უარი განაცხადა. მეფესთან რამდენიმე დღიანირამდენიმედღიანი მკაცრი კამათის შემდეგ, ზალე თანამდებობიდან გადადგა.
 
კრისტიან X-მ მასთან ერთად მთელი დანარჩენი კაბინეტიც გაათავისუფლა და იგი დე-ფაქტო კონსერვატიული მთავრობით შეცვალა. კაბინეტის განთავისუფლებამ მასობრივი დემონსტრაციები და დანიაში თითქმის რევოლუციური ატმოსფეროს შექმნა გამოიწვია. ამ ფონზე, მეფესა და სოციალ-დემოკრატებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ვინაიდან უკვე აშკარა საუბრები მიდიოდა დანიაში მონარქიის დამხობასთან დაკავშირებით, კრისტიან X-მ თანამდებობიდან მთელი თავისი მთავრობა გაათავისუფლა, არჩევნებამდე კი კომპრომისზე წავიდა და კაბინეტი აღადგინა.
 
ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც დანიის მონარქმა სცადა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში აღება პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე. ამ კრიზისის გადავლის შემდეგ, კრისტიან X-მ მკვეთრად შემცირებული უფლებები მიიღო და სახელმწიფო მეთაურის სიმბოლოდ იქცა.
 
=== მეორე მსოფლიო ომი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრისტიან_X“-დან