ისაბელ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
=== ადრეული ცხოვრება ===
[[ფაილი:Isabella Richard2 karel6.jpg|მარცხნივ|მინი|ფრანგული და ინგლისური დელეგაციების შეხვედრა. ცენტრში მდგარი გოგონა პრინცესა ისაბელია ხოლო მამაკაცი რომელიც მას ხელს ჰხვევს რიჩარდ II. ისაბელის უკან იმყოფება მეფე შარლ VI და ფრანგული დელეგაცია.]]
ისაბელი დაბადებიდან ცხოვრობდა საშინელ დროში. ეს ის პერიოდია, როდესაც ინგლისსა და საფრანგეთს შორის საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლა მიმდინარეობს, ანუ ასწლიანი ომი. ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი საფრანგეთის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ისაბელის მამა შარლ VI ჭკუიდან შეირყა.
 
ინგლისელთა დროებით შესაჩერებლად ისაბელის მშობლელბმა დინასტიურ ქორწინებას მიმართეს და ისაბელი, როგორც უფროსი ქალიშვილი ინგლისის მეფეზე დანიშნეს. ამ დროს ისაბელი მხოლოდ 7 წლის იყო, ხოლო მისი საქმრო, ინგლისის მეფე რიჩარდ II 29 წლის. ის ფაქტი, რომ ისაბელი ჯერ ბავშვი იყო, მოლაპარაკებისას პრობლემად იქცა, თუმცა რიჩარდმა განაცხადა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა და საფრანგეთთან მშვიდობის შესანარჩუნებლად იქორწინებდა მასზე. თავიდან ისაბელი მამის ტოლ კაცთან ქორწინებაზე უარს აცხადებდა, თუმცა მის დასათანხმებლად რიჩარდმა ინგლისური დელეგაცია გააგზავნა. მათ უამბეს თუ როგორი იქნებოდა ინგლისის დედოფლობა და ზოგადად მეფის ცოლობა, აღუწერეს ის ბედნიერება და ძალაუფლება რასაც თვითონ, მისი ოჯახი და საფრანგეთი მიიღებდა თუკი რიჩარდზე იქორწინებდა. საბოლოოდ ისაბელი ქორწინებაზე დათანხმდა. მეფე რიჩარდმა საუცხოო საჩუქრები დაამზადებინა და საფრანგეთში სამოგზაუროდ და დასაოჯახებლად გაემგზავრა. მან მოგზაურობა პარიზიდან დაიწყო, შემდეგ კი კალეში გადავიდა, სადაც 1396 წლის 31 ოქტომბერს რიჩარდ II და ისაბელ დე ვალუა დაქორწინდნენ.