ისაბელ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
ქორწინების შემდეგ დედოფალი ისაბელი მეუღლეს ინგლისში გაჰყვა, სადაც იგი უინძორის სასახლეში (იმ დროისთვის ინგლისის მეფეთა სამეფო რეზიდენცია) დააბინავეს. ისაბელს აუყვანეს ინგლისელი ფრეილინები და ზედამხედველი ქალი, რომელთაც მისთვის უნდა ესწავლებინათ დედოფლის უფლება-მოვალეობები, ინგლისური ადათ-წესები და ინგლისში ქცევის წესები. 1397 წლის 8 იანვარს კი შედგა ისაბელ დე ვალუას ინგლისის დედოფლად კორონაცია.
 
მიუხედავად იმისა, რომ მათი კავშირი მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი, რიჩარდსა და ისაბელს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ცნობილია, რომ მეფე ხშირად დადიოდა დედოფლის საძინებელში, მას კარგად ეპყრობოდა და ერმანეთსერთმანეთს პატივს სცემდნენ. ასევე ცნობილია, რომ რიჩარდსა და ისაბელს ხშირად ჰქონდათ იუმორისტული საუბრებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ისაბელი დიდი პატივით სარგებლობდა ინგლისში და ერთი სული ჰქონდა სანამ თავის მეუღლეს იხილავდა ხოლმე.
 
1399 წელს რიჩარდი ირლანდიის დასაპყრობად წავიდა, ხოლო დედოფლის უსაფრთხოებისათვის ისაბელი პორტჩესტერის ციხესიმაგრეში გადავიდა საცხოვრებლად. რიჩარდის არყოფნით ისარგებლა იორკის ჰერცოგმა და აჯანყება წამოიწყო, ამის გამო ისაბელი ჯერ უოლინგფორდის, შემდეგ კი ლიდზის ციხესიმაგრეში გაიქცა. 1399 წლის 30 სექტემბერს აჯანყებულმა დიდგვაროვნებმა რიჩარდი და ისაბელი ტახტიდან ჩამოაგდეს და დააპატიმრეს. ტახტზე კი ჰენრი IV ლანკასტერი ავიდა, რომელმაც დედოფალი ისაბელი ტყვეობიდან გაათავისუფლა, მეფე კი კვლავ საპატიო ტყვეობაში დატოვა. თუმცა დედოფალი მაინც ფორმალურ პატიმრობაში იმყოფებოდა უინძორის სასახლეში. 1400 წლის 14 თებერვალს რიჩარდი საპყრობილეში გარდაიცვალა. ისაბელი კი კვლავ პატიმრობაში დარჩა.