თვლის სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

მომხმარებლის 188.129.194.43 ცვლილებების გაუქმება (№3999937)
(მომხმარებლის 188.129.194.43 ცვლილებების გაუქმება (№3999937))
იარლიყი: გაუქმება
 
{{ვიკიფიცირება}}
'''თვლის სისტემა''', ნუმერაცია — რიცხვების სახელწოდებისა და აღნიშვნის ხერხების ერთობლიობა. კონკრეტულ თვლის სისტემაში რიცხვის ჩასაწერად გამოიყენება სასრული ალფავიტი, რომელიც ციფრებისგან ან რაიმე სიმბოლოებისგან შედგება, ამასთან ყოველ ციფრს ან სიმბოლოს გარკვეული რაოდენობრივი ეკვივალენტი შეესაბამება. არსებობს თვლის პოზიციური და არაპოზიციური სისტემები.
 
== პოზიციური სისტემა ==
პოზიციურ სისტემაში ყოველი ციფრის წონა დამოკიდებულია მის პოზიციაზე იმ ციფრთა მიმდევრობაში, რომლებითაც კონკრეტული რიცხვი ჩაიწერება. ყოველ პოზიციურ სისტემას ახასიათებს მისი ბაზისი ანუ ფუძე. ესაა სიმბოლოების ის რაოდენობა რომელიც გამოიყენება რიცხვების ჩასაწერად. ფუძე შეიძლება იყოს ნებისმიერი ნატურალური რიცხვი ერთის ზემოთ.
 
პირველი პოზიციური სისტემა შეიქმნა ბაბილონში დაახლოებით 2500-2000 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამ სისტემის ფუძე იყო 60, ანუ მასში 60 ციფრი იყო, სამოცობითი სისტემა ასევე გამოიყენება საათის მექანიზმში. ჩვენში გავრცელებული ათობითი სისტემა ევროპაში ინდოეთიდან შემოვიდა, სადაც ის VI საუკუნემდე შეიქმნა. მასში 10 ციფრი გამოიყენება 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ამასთან რიცხვი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ. ამ სისტემაში ინფორმაციას შეიცავს არა მხოლოდ ციფრი არამედ მისი პოზიციაც რიცხვის ჩანაწერში. უკიდურესი მარჯვენა ციფრი აღნიშნავს ერთეულების რაოდენობას, შემდეგი - ათეულების და ა.შ. ციფრის პოზიციას მისი თანრიგი ეწოდება და ყოველ მომდევნო თანრიგის წონა წინაზე 10-ჯერ მეტია.
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|678}}
 
😀
[[კატეგორია:თვლის სისტემები]]
[[კატეგორია:გრაფემები]]
[[კატეგორია:მათემატიკური ნოტაციები]]
[[კატეგორია:დამწერლობები]]
49

რედაქტირება