ლუი XIII: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 49:
მარია მედიჩიმ გენერალური შტატების მოწვევა მოისურვა, თუმცა ლუის დაბრუნებამდე ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ 1614 წელს ლუი უკვე სრულწლოვანი იყო და მარიაც აღარ იყო რეგენტი, სწორედ რომ მარია მედიჩი რჩებოდა საფრანგეთის დე ფაქტო მმართველად. გენერალური შტატების გადაწყვეტილებით საფრანგეთმა დროებით შეწყვიტა [[პაპის ოლქი|პაპის ოლქთან]] ურთიერთობა.
 
1615 წლიდან მარია მედიჩმა სამეფო საბჭოში ადგილი დაუმკვიდრა თავის იტალიელ ფავორიტ კონჩიკო კონსინის. კონჩინო ხალხში არაპოპულარული იყო, რადგან იგი უცხოელი იყო. ამან საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1616 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა. ამჯერად კონდეს მხარი [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებმაც]] დაუჭირეს, რომლებიც არასოდეს ყოფილან მეფის ერთგულები და თვლიდნენ, რომ ლუის მმართველობა უნდა დამხობილიყო. საბოლოოდ კონდემ დედოფალ მარია მედიჩისგან ლუენის ხელშეკრულება მიიღო, რითაც კონდეს დიდი ძალაუფლება მიენიჭა, თუმცა კონჩინო კვლავ საბჭოში დარჩა. კონჩინოსა და დედოფლის პოზიცია დიდგვაროვნებს არ მოსწონდათ, ისინი მოითხოვდნენ, რომ კონდე დაეპატიმრებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ არა ერთხელარაერთხელ აჯანყდებოდა.
 
იმავდროულად, მძლავრმა ჰუგენოტმა შარლ დ'ალბრემ დაარწმუნა ლუი XIII, რომ დედას განდგომოდა და ამბოხებულებს მიმხრობოდა. ლუი შეთქმულებაში გაერია. 1617 წლის 24 აპრილს კონჩინო შეთქმულებმა მოკლეს. მისი ქვრივი, ლეონორა დორი გალიგა, ჯადოქრობაში დაადანაშაულეს და 1617 წლის 8 ივლისს კოცონზე ცოცხლად დაწვეს. მოგვიანებით ლუიმ შარლ დ'ალბრეს ლუენის ჰერცოგის წოდება უბოძა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_XIII“-დან