ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქართლური კილო''' — ქართული ენის ქართლური კილო (დიალექტი).
 
ქართლური დიალექტი ძირითადი დიალექტია [[ქართული ენა|ქართული ენისა]]. სწორედ იგი დაედო საფუძვლად ქართულ სალიტერატურო ენას. ისტორიულად ცნობილია, რომ [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული სალიტერატურო ენის]] ჩამოყალიბება [[ქართლი]]ს ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ და ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV-III საუკუნეებში ჩვენს ერამდე ისტორიულ ქართლში ჩამოყალიბდა სამეფო, რომლის დედაქალაქი იყო ჯერ [[მცხეთა]] და შემდეგ [[თბილისი]]. აქ განვითარდა ქართული მწერლობა და აქვეა დაცული ადრინდელი ქართული წარწერებიც [[ბოლნისის სიონი|ბოლნისის სიონსა]] და [[ჯვარი (მცხეთა)|მცხეთის ჯვრის საყდარზე]] (V-VI-VII სს.) ქართულის ზეგავლენა არ წყდებოდა მაშინაც, როდესაც [[თბილისი]] მტრის ხელში იყო და იგი სახელმწიფოსა და კულტურის ცენტრს არ წარმოადგენდა. პოლიტიკურსა და კულტურულ ცენტრებს არა ერთხელარაერთხელ გადაუნაცვლებია, მაგრამ [[ქართლი]]ს მიწა-წყლის ფარგლებს ეს საყრდენი არ გასცილებია.
 
ამგვარად, ქართლურის საფუძველზე იშვება, თანდათანობით ვითარდება და ყალიბდება [[ძველი ქართული ენა|ძველი ქართული სალიტერატურო ენა]]. ეს პერიოდი V-XII საუკუნეებს უნდა მოიცავდეს დაახლოებით. [[ქართული ენა|ახალი ქართული ენის]] სათავეები გვაქვს XII საუკუნიდან ([[იოანე შავთელი]], [[ჩახრუხაძე]], [[შოთა რუსთაველი]]), თუმცა მისი ჩანასახები შეინიშნება X-XI საუკუნიდანაც ([[გიორგი მთაწმიდელი|გიორგი მთაწმიდლისა]] და სხვათა ნაწერებში). ამ ენის ჩამოყალიბების პერიოდი გრძელდება დაახლოებით XVIII საუკუნემდე. XVIII საუკუნისათვის ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია, რის საუკეთესო ნიმუშსაც წარმოადგენს [[სულხან-საბა ორბელიანი]]სა და [[დავით გურამიშვილი]]ს ნაწერები.