ინდუსტრიული რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოდ [[ინგლისი]], ხოლო მისი დაწყების თარიღად [[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნის 60–იანი წლებია მიჩნეული.
 
პირველად ინგლისში მოხდა ინდუსტრიული რევოლუციის წინამორბედი ე.წ. „აგრარული რევოლუცია“, რომელმაც შეცვალა არამხოლოდარა მხოლოდ წარმოების წესი, არამედ საზოგადეობის სტრუქტურაც, წარმოშვა ახალი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის შესაფერისი სოციალური ჯგუფები მეწარმეთა და დაქირევებული მუშახელის ფართო მასის სახით. ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში განსაკუთრებით ინტენსიურად განვითარებულმა ე.წ. „შემოღობვათა“ (მემამულეების მიერ გლეხობის სათემო მიწების მისაკუთრებამ), რომელიც XVIII საუკუნეში უკვე პარლმანეტის სათანადო აქტებით, ანუ კანონით იყო დამტკიცებული, გლოხების პაუპერიზაიცია გამოიწვია. უმიწაწყლოდ და შესაბამისად, საარესბო წყაროს გარეშე დარჩენილი გლეხობის ეს მასა იძულებული გახდა მრეწველობაშ ეძება დასაქმება.
 
ფეოდალური სოციალურ–ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში ინგლისის დაწინაურებას ხელს უწყობდა ისიც, რომ კონტინენტური ევროპისაგან განსხვავებით, ინგლისელ თავადაზნაურებს კომერციული და სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალებოდა (მაგ., აბსოლუტისტურ საფრანგეთში, ამგვარი საქმიანობისათვის თავადაზნაურობას ღირსების აყრა და ტიტულის ჩამორთმევა ემუქრებოდა).