აგნეს ბრანდენბურგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დედა დედოფლები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 21:
აგნესი დაიბადა 1257 წელს. იგი იყო ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან I-ისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ საქსონიელის ასული, რომელიც თავის მხრივ საქსონიის ჰერცოგ ალბრეხტ I-ის ქალიშვილი იყო.
 
1273 წლის 11 ნოემბერს, შლეზვიგში, იგი დაქორწინდა დანიის მეფე [[ერიკ V (დანია)|ერიკ V]]-ზე. ქორწინება შედგა ერიკის ბრანდებურგში ტყვეობიდან (1261-64) გამოსახსნელად, რითაც შედგა ბრანდენბურგ-დანიის ალიანსი. ტრადიციულად, დანიის მეფეთა და არამხოლოდარა მხოლოდ დანიის მეფის ცოლებს მზითვში აურაცხელი სიმდიდრე და ზოგჯერ დიდი მამულებიც მიჰქონდათ, თუმცა აგნესს მზითვში არაფერი წაუღია, რადგანაც იოჰან I-მა განაცხადა, რომ მისი მზითვი ერიკის განთავისუფლება იყო.
 
1286 წელს ერიკი დიდებულებმა ნადირობისას მოკლეს. ამის შემდეგ ტახტზე მათი თორმეტი წლის ვაჟი, [[ერიკ VI (დანია)|ერიკ VI]] ავიდა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად აგნესი დაენიშნა. რეალურად აგნესი დიდებულთა მარიონეტად იქცა და თავად კი არ მართავდა ქვეყანას, არამედ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე. 1290 წელს აგნესმა დააფინანსა ქალაქ რინგსტედის წმ. ბენედიქტეს ტაძრის რესტავრაცია, რის გამოც დედოფალი აგნესი ამ ტაძრის შიდა გუმბათზეა გამოსახული. ეს ერთადერთი რამაა, სადაც აგნესია გამოსახული. 1293 წელს მისი ვაჟი სრულწლოვანი გახდა და დასრულდა მისი რეგენტობაც.