ჯონ დეივისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 67:
1585-1587 წლებში ჩრდილო-დასავლეთ არქტიკულ გასასვლელებს ეძებდა. 1585 წლის ზღვაოსნობის დროს მიაღწია გრენლანდიის ფიორდს, სადაც ამჟამად [[გოტჰობი]] მდებარეობს და გადაკვეთა (დეივისის) სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილი და აღმოაჩინა ([[ეირიკ რაუდი]]ს შემდეგ) [[კამბერლენდის ყურე]] მეორედ. თუმცა მან ყურე სრუტედ მიიჩნია. 1586 წლის ექსპედიციის დროს ოთხ გემზე (რომელთაგან ორი შინ დააბრუნეს) გაიარა [[ბაფინის მიწა|ბაფინის მიწის]] სანაპიროები, ვერ შეამჩნია [[ჰუდსონის ყურე]]ში შესასვლელი, აღმოაჩინა [[ჰამილტონის ყურე]], რომლის შესწავლა ვერ მოახერხა ძლიერი [[შტორმი]]ს გამო.
 
მესამე, 1587 წელს განხორციელებული ზღვაოსნობის დროს დეივისმა გაიარა გრენლანდიის სანაპირო სიახლოვე მისი სამხრეთი დაბოლოებიდან გოტჰობთან არსებულ ფიორდამდე და იქ სანადირო რეწვისათვის დატოვა ორი დიდი გემი, თავად კი 20 ტონიანი გემით გაემგზავრა ჩრდილოეთისაკენ და გზად გახსნა გრენლანდიის დასავლეთ სანაპიროს დაახლოებით 1700 კმ-იანი მონაკვეთი. აქედან გაემგზავრა ჩრდილო-დასავლეთისაკენ ღია ზღვაში ([[ბაფინის ზღვა]]) და გაიარა არა უმეტესარაუმეტეს 200 კმ-ისა. მისი გადაადგილება ყინულებმა შეაფერხა. შემდეგ, დეივისმა გეზი აიღო [[ბაფინის მიწა|ბაფინის მიწისკენ]] და შედეგად აღმოაჩინა [[კამბერლენდის ნახევარკუნძული|კამბერლენდისა]] და [[ჰოლის ნახევარკუნძული|ჰოლის ნახევარკუნძულები]] და მათი გამყოფი [[კამბერლენდის ყურე]]; აღმოაჩინა აგრეთვე [[ფრობიშერის ყურე]].
 
სამხრეთით გაიარა [[ჰუდსონის ყურე|ჰუდსონის ყურის]] შესასვლელი და აღნიშნა იგი როგორც „გამალებული მორევი“. აღწერა ლაბრადორის თითქმის მთელი 800 კმ-იანი ატლანტის ზღვისპირი და დაბრუნდა სამშობლოში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_დეივისი“-დან