ლატინუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
=== საუნივერსიტეტო ლატინუმი ===
 
მრავალი ჰუმანიტარული დარგის შესწავლისას გერმანულ უნივერსიტეტებში მოითხოვენ ლათინური ენის ცოდნას, ან ამ ცოდნის დამადასტურებელ ოფიციალურ საბუთს, რომელსაც ლატინუმი ეწოდება. ეს მოთხოვნა ვრცელდება არამარტოარა მარტო [[თეოლოგია|თეოლოგიასა]] და [[არქეოლოგია|არქეოლოგიაზე]], არამედ მრავალი [[ინდოევროპული ენები|ინდოევროპული ენის]] ფილოლოგიაზე, როგორიცაა [[ანგლისტიკა]], [[გერმანისტიკა]], [[სკანდინავისტიკა]], [[სლავისტიკა]], [[რომანისტიკა]], ასევე [[ფილოსოფია|ფილოსოფიასა]] და [[ისტორია|ისტორიაზე]]. <br>
ეს რამდენიმე წელია ლათინუმის ქონა სავალდებულო აღარაა ჰუმანური და ვეტერინარული მედიცინის, ანდა სამართალმცოდნოების უნივერსიტეტში შემსწავლელთათვის, თუმცა უკვე ამ სპეციალობებშიაც არსებობს არგუმენტირებული მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც (კელნის უნივერსიტეტი, ჰალეს უნივერსიტეტი) ლათინურის ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბება. პროფესორ-მასწავლებლები არგუმენტაციისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მომავალი სპეციალისტები ხშირად მცდარად (არასწორი ფორმით, მნიშვნელობით, ან მართლწერით) გამოიყენებენ დარგობრივ ტერმინოლოგიას. <br>
საზოგადოდ, ვისაც ლათინური ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა ჯერ კიდევ სკოლაში არ აუღია, შეუძლია მოსწავლეთა, ან მშობელთა შეკრებაზე მოითხოვოს იგი, რის შედეგადაც სკოლა მოიწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებელს და ე.წ. ლატინუმის მოპოვება [[აბიტურიუმი|აბიტურიუმის]] ფარგლებში გახდება შესაძლებელი. უნივერსიტეტში [[ლათინური ენა|ლათინური ენის]] კურსები, რომლებიც მიზნად ისახავენ ამ [[ენა (მრავალმნიშვნელოვანი)|ენის]] შემსწავლელთათვის ლათინუმის მოსაპოვებელი ცოდნის მიცემას, ორი სავალდებულო სემესტრისაგან შედგება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლატინუმი“-დან