მანი (წინასწარმეტყველი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3:
 
== ცხოვრების წლები ==
დაიბადა [[216]] წელს პართიელი [[არშაკიდები]]სა და სამეფო ტახტზე მათი შემცვლელი [[სასანიდები]]ს სატახტო ქალაქ [[ქტეზიფონში]]. ამ ქალაქის რელიგიურ თემთა შორის ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი და გავლენიანი იყო [[პალესტინა|პალესტინიდან]] გადმოხვეწილ იუდეველთა სექტა, რომელსაც სხვა სარწმუნოებათა აღმსარებელნიც უერთდებოდნენ ხოლმე. ამ უკანასკნელთა შორის იყო მანის მამაც პატიციუსი, რომელიც სექტის უმკაცრესი მოთხოვნით იძულებული შეიქნა ხელი აეღო ოჯახზე და ცალკე დასახლებულიყო სექტის დანარჩენ წევრთან ერთად. მოგვიანებით, მამამ იქვე მიიყვანა ოთხი წლის მანიც, რათა ახალი სარწმუნოების საწყისები გაეცნო და მის გულმხურვალე მიმდევრად ექცია იგი. მაგრამ 12 წლის მანი ხანდახან უჩეულო აღტკინება იპყრობდა და ის არამარტოარა მარტო ნათლად ხედავდა, კიდევ ესაუბრებოდა მის მიერ ორეულად თუ ტყუპისცალად წოდებულ ღვთაებრივ მაცნეს, რომელიც იდუმალი ხმით ჩასჩურჩულებდა ყმაწვილს: მოვა დრო და შენ მიატოვებ იუდეველთა სექტას, რადგანაც სულ სხვა მისიისთვის ხარ მოხმობილი. შენ უნდა იხსნა ადამიანთა ტანჯული მოდგმა. ჯერჯერობით კი აქ უნდა დარჩე ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.
 
ლეგენდის თანახმად, 24 წლის მანის კვლავ მოევლინა ღვთის მოციქული და ხმამაღლა ამცნო: ახლა კი დროა ხალხში გახვიდე შენი ჭეშმარიტების საქადაგებლადო. მანი დაემორჩილა ღვთაებრივი ხმის კარნახს და შეუდგა თავისი საღმრთო ვალის აღსრულებას.მანი თავმდაბლობით არ გამოირჩეოდა. ის ამტკიცებდა, რომ რელიგიების ყველა დამაარსებელი, ვინც მასზე ადრე მოევლინა ქვეყანას, მხოლოდ თავის ხალხს უქადაგებდა ჭეშმარიტებას: [[ბუდა]] ინდოელების მოძღვარი იყო, [[ზარათუშტრა]]–ირანელების, ქრისტე–იუდეველების, თვითონ კი მთელი კაცობრიობისთვის აპირებდა ცოდვისგან განწმენდის და სულის ხსნის გზას.