ინდიგო: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდის შექმნა
(განსხვავება არ არის)

20:47, 22 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

ინდიგო - ქართული მედიაორგანიზაცია, რომელიც გამოსცემს ჟურნალებს, წიგნებს და ამზადებს ვიდეო და ტექსტურ მასალებს ვებსაიტისთვის indigo.com.ge.

ინდიგო
ინდიგოს ლოგო

ინდიგოს ლოგო
მფლობელი ნინო ლომაძე, თამარ ბაბუაძე, ნინო ჯაფიაშვილი, თინათინ ოსეფაშვილი, თორნიკე ლორთქიფანიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სტატუსი მოქმედი
დაარსდა 2015
ქვეყანა საქართველო
სათაო ოფისი თბილისი
დისტრიბუცია თბილისის მასშტაბით
გამოცემების ტიპები ჟურნალები, წიგნები, ფოტოალბომები
ჟანრი დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა
ოფიციალური საიტი http://indigo.com.ge/

ინდიგო ქართულ მედიაბაზარზე ამავე სახელწოდების მქონე ყოველთვიური, 120 გვერდიანი ჟურნალით გამოჩნდა. მოგვიანებით შექმნა ვებსატი, სადაც მხოლოდ ჟურნალის  მასალები იტვირთებოდა. 2018 წლიდან კი დაიწყო ვიდეო კონტენტის და სხვადასხვა ტრანსმედია პროექტების განხორციელება, რასაც მოჰყვა ჟურნალისტური პრიზები. ინდიგო ფოკუსირებულია საზოგადოებრივ, სოციალურ თემებზე, კონფლიქტებზე; ხელოვნება, ლიტერატურა და მოგზაურობა ასევე ხვდება რედაქციის ინტერესის სფეროში. ორიენტირებულია მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და ფართო კონტექსტის ჩვენებაზე.

მედია პროდუქტების შექმნის პარალელურად ინდიგო გამოსცემს წიგნებს -  დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, ფოტოალბომები,  - ინდიგოს წიგნების მთავარი მიმართულებაა. არის საბას და ლიტერას პრემიის მფლობელი.

ისტორია

დაფუძნება

გამომცემლობა ინდიგო 2015 წელს დააფუძნეს ნინო ჯაფიაშვილმა, ნინო ლომაძემ, თამარ ბაბუაძემ, თინა ოსეფაშვილმა, თორნიკე ლორთქიფანიძემ და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. დაფუძნების დღიდან მესაკუთრეთა ვინაობა არ შეცვლილა. რედაქცია ბაზირებულია თბილისში. ინდიგოს რედაქტორები და ჟურნალისტების მცირე რაოდენობა მუდმივი თანამშრომლები არიან, კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე კი იწვევს სხვა ავტოებს.

ინდიგოს შემოსავლები სარეკლამო გაყიდვებისა და დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებისგან შედგება.

ჟურნალი ინდიგო

ორგანიზაციამ ჟურნალ ინდიგოს  პირველი ნომერი ოქტომბრის თვეში გამოუშვა. საზოგადოებრივ - კულტურული გამოცემა 120 გვერდიანი იყო და ყოველ თვე გამოდიოდა. რედაქცია თითოეული ნომრისთვის ავტორებად იწვევდა  სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და შექმნა კონტრიბუტორების ქსელი. სტატიებზე მუშაობის ეს სტრატეგია ინდიგომ შემდეგაც შეინარჩუნა, როდესაც 2018 წლიდან გამოცემის პერიოდულობა შემცირდა და მკითხველებს ყოველ მეორე თვეს შესთავაზა ჟურნალი. შეიცვალა გამოცემის შინაარსიც - ამ დროიდან თითოეული ნომერი ერთ თემას ეხება, რომელიც სხვადასხვა კუთხით და ფორმატით არის ნაჩვენები.

ჟურნალი ძირითადად ხელმომწერებს შორის ვრცელდება. თუმცა, მისი დისტრიბუცია წიგნის მაღაზიებშიც ხორციელდება.

ონლაინ გამოცემა indigo.com.ge

თავდაპირველად ვებსაიტზე ინდიგო მხოლოდ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ელექტრონულ ვერსიებს აქვეყნებდა. თანდათან გაამრავალფეროვნა ონალინ კონტენტიც 2019 წლიდან ინდიგომ ვიდეო კონტენტის აქტიური წარმოება დაიწყო და ტექსტურ ნამუშევრებთან ერთად ყოველდღიურად ამ ფორმატშიც აქვეყნებს მასალებს.  ვიდეო ესეებთან ერთად ამზადებს პროფაილებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე და ინტერვიუებს მოვლენების შესაფასებლად

დაფუძნებიდან მალევე ინდიგომ დაიწყო მულტიმედია პროექტებზე მუშაობა, ამბების სხვადასხვა ციფრულ ფორმატში მოყოლა.

საპატრიარქოს კაპიტალი - 2017 წელს ინდიგომ 5000-ზე მეტი საჯარო დოკუმენტი მოიპოვა  და  საქართველოს საპატრიარქოს, პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების ბიზნესები და მათი ქონება შეისწავლა. ყველა დოკუმენტი ერთ პორტალზეა თავმოყრილი და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის.

080808.Ge - აგვისტოს ომის 10 წლის თავზე შეიქმნა. ეს პორტალი, რომელიც ომგამოვლილი ადამიანის ათეულობით ისტორიებს მოიცავს. ამ მასალების გამოქვეყნებას მოჰყვა ინდიგოს აუდიტორიის და ისტორიების გმირების შეხვედრები გამყოფ ხაზთან. ამ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული ისტორიები მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებთა  მონაყოლს მოიცავდა და არ ჩანდა გამყოფ ხაზს იქით მცხოვრებთა პერსპექტივა. ცხინვალში მცხოვრებთა ამბების გამოქვეყნება რედაქციამ 2020 წელს დაიწყო. ზეპირი ისტორიების დამუშავების ტექნიკა რედაქციამ კიდევ არაერთ პროექტში გამოიყენა.

ჟურნალი Adventurer

2018 წელს ინდიგომ პროფილი გააფართოვა -  დაიწყო ინგლისურენოვანი ჟურნალის,  გამოცემა. პუბლიკაცია სეზონურად გამოდიოდა და მიზნად ისახავდა ტურისტებისთვის საქართველოში არსებული კვების, გართობის თუ სამოგზაურო ადგილების გაცნობას. ჟურნალი უფასოდ რიგდება ტურისტულ ადგილებში - კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიასთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვების გამო 2020 წელს ჟურნალის გამოცემა შეჩერდა.

წიგნები

წიგნების გამოცემა 2018 წელს დაიწყო - ომგამოვლილი ადამიანების ისტორიები ერთად შეკრიბა და “ვაშლის ბაღების” სახელწოდებით გამოსცა. მალევე ინდიგომ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მას შემდეგ წიგნის ფესტივლების მონაწილეა.

ინდიგომ ასევე გამოსცა  დევიდ ლინჩის “როგორ დავიჭიროთ დიდი თევზი”, ესეების კრებული გიორგი მაისურაძის “სხვა ენა”.  ინდიგოს წიგნები დოკუმენტური პროზისა და ესეისტიკის ჟანრს მიეკუთვნება.

ინდიგო გამოსცემს ფოტოალბომებსაც:  

  • გურამ წიბახაშვილის “ზამთარი გადატანილია” - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დროში იატაკქვეშა არტისტული მოძრაობების შესახებ ჰყვება.  
  • ნინო ძანძავას და ლაშა ბაქრაძის “100 წელი 100 ფოტო” საქართველოს დამოუკიდებლობის, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ასწლიან ისტორიას აღწერს.
  • ანა კორძაია სამადაშვილის, სალომე ცისკარიშვილია და მალი (ლიუ) გუანვენ-ყანდარელის მიერ შექმნილი ფოტოალბომი “ლიუს ოჯახის კოლექცია” კი საქართველოში მცხოვრები წარმოშობით ჩინელი ლიუ ყანდარელის ჩინური ხელოვნების ნიმუშების კოლექციას აცნობს მკითხველს.

2020 წელს ინდიგო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის წევრად აირჩიეს.

პრიზები

ჟურნალისტური პრიზები

წელი პრიზი კატეგორია მასალა ავტორი წყარო
2016 EU Prize for Journalism საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში “მთის გოგოები ნინო ლომაძე
2017 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო სტატია "მელაპარაკე" ნინო ლომაძე
საუკეთესო მულტიმედია "აფრიკა თბილისში" თამარ მშვენიერაძე, მარიამ ჯაჭვაძე
2018 EU Prize for Journalism   საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ გამოცემაში "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე
საუკეთესო ინოვაციური და ორიგინალური ნამუშევარი ბეჭდურ ონლაინ ან სამაუწყებლო მედიაში "როგორ გაქრა ცა ქალაქის თავზე" ნინო ბაქრაძე, ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი 080808 ნინო ლომაძე
ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქება "ანა, ირინა, ელენა და სხვები" მარიამ აბესაძე, ნინო ლომაძე
Adami Media Prize საუკეთესო მოკლე დოკუმენტური ვიდეო ჩასარბენი კიბე სალომე ჯაში
2019 EU Prize for Journalism საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე
საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი საუკეთესო მულტიმედია პროექტი "გესმის კედელი" ლაშა ცერცვაძე
საუკეთესო ვიდეო რეპორტაჟი „თბილისის ტრანსპორტის არასრული ანთოლოგია“ ბესო გვენეტაძე

ლიტერატურული პრიზები

წელი პრიზი კატეგორია წიგნი ავტორი წყარო
2019 საბა საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე
ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "ვაშლის ბაღები" ნინო ლომაძე
წიგნის საუკეთესო დიზაინი "100 წელი 100 ფოტო" თორნიკე ლორთქიფანიძე
2020 ლიტერა საუკეთესო დოკუმენტური პროზა "სხვა ენა" გიორგი მაისურაძე