სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== სპორტული ტანვარჯიში ==
'''საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ [[1889]] წელი,''' როცა თბილისის გიმნაზიების დირექციამ პრაღის სატანვარჯიშო საზოგადოება "სოკოლის" მესვეურებს თხოვნით მიმართა ტანვარჯიშის კვალიფიციური მასწავლებლის მოვლინების თაობაზე. იმავე წელს თბილისში ჩამოვიდა [[ჩეხი]] პედაგოგი [[იულეს გრუმლეკი]]. დაარსდა "თბილისის ტანვარჯიშის საზოგადოება" (აერთიანებდა 33 წევრს), რომელსაც "სოკოლი" მხოლოდ [[1907]] წელს ეწოდა. სწორედ სოკოლელთა მოღვაწეობას უკავშირდება XIX საუკუნის მიწურულსა და XX-ის დასაწყისში ტანვარჯიშის მასობრივი განვითარება საქართველოში. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩეხ [[ანტონ ლუკეში|ანტონ ლუკეშს]], რომელსაც ცნობილი ქართველი ტანმოვარჯიშე და პედაგოგი [[გიორგი ეგნატაშვილი]] საქართველოში ტანვარჯიშის ფუძემდებლად მიიჩნევდა. ლუკეში [[1896]] წელს ჩამოვიდა [[პრაღა|პრაღიდან]], თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ტანვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა და შემდგომი 23 წლის განმავლობაში მეთაურობდა ტანვარჯიშულ მოძრაობას. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, ტანვარჯიშის მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები, [[1907]] წელს კი მოეწყო პირველი საერთაშორისო გასვლა პრაღაში, სრულიად "სოკოლის" V შეკრებაზე (მოფრენი). აქ თბილისის ტანმოვარჯიშეებმა მეორე ჯგუფის გუნდებს შორის I ადგილი დაიკავეს, პირად შეჯიბრებაში კი [[გიორგი ეგნატაშვილი]] 1800 მონაწილეს შორის მე-11 იყო. პრაღის მორიგ, VI შეკრებაზე ([[1912]]) დაბალი თანრიგის გუნდების შეჯიბრებაში კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. პირად შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის XV ადგილზე გავიდა პეტერბურგის სახელით მოასპარეზე [[გიორგი ნიკოლაძე]], რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1918) აქტიურად ჩაება ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. პრაღაში მოპოვებულმა წარმატებამ ახალი სტიმული მისცა ტანვარჯიშის გავრცელებას არა მარტო თბილისში, არამედ - [[ქუთაისი|ქუთაისში]], [[ბათუმი|ბათუმში]], [[ფოთი|ფოთში]], [[სოხუმი|სოხუმში]], [[ახალციხე|ახალციხეში]], [[თელავი|თელავში]], [[ხონი|ხონში]], [[ზესტაფონი|ზესტაფონსა]] და საქართველოს სხვა რეგიონებში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში [[1912]]-14[[1914]] წლებში მასწავლებლობდა ჩეხი ბლაჟეკი, ბათუმში - [[ვაცლავ კოუბა]] ([[1910]]-14[[1914]]), რომელმაც ქართველ ენთუზიასტებთან ერთად [[1913]] წელს "სოკოლის" 100-წევრიანი საზოგადოება ჩამოაყალიბა.
 
[[1917]] წელს [[გაიოზ ბერელაშვილი|გაიოზ ბერელაშვილმა]] და [[დათა ჯავრიშვილი|დათა ჯავრიშვილმა]] თბილისში დააფუძნეს ტანვარჯიშული საზოგადოება "ამირანი". მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, "სოკოლისა" და "ამირანის" ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გიორგი ნიკოლაძის წინადადებას გაერთიანების საფუძველზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ტანვარჯიშული საზოგადოების - "შევარდენის" დაარსების თაობაზე. "შევარდენი" შეიქმნა [[1918]] წლის [[25 აგვისტო|25 აგვისტოს]] და [[1922]] წლის 3 ნოემბრამდე იარსება. იმ დროისთვის მისი 15 ორგანიზაცია 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ [[არჩილ ბაქრაძე]], ვანო და გიორგი ბერიძეები, [[გიორგი ეგნატაშვილი]], [[ირაკლი ლორთქიფანიძე]], [[გიორგი ლაფერაშვილი]], [[გიორგი მერკვილაძე (მრავალმნიშვნელოვანი)|გიორგი მერკვილაძე]], [[გიორგი ლაზარაშვილი]] და სხვები. გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით "შევარდენმა" ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. საზოგადოების წევრებმა შეადგინეს ტანვარჯიშის ქართული ტერმინოლოგია, გამოსცეს სპეციალური ლიტერატურა. მოგვიანებით ტანვარჯიშული ჯგუფი გაიხსნა "პიშჩევიკის", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 31-ე საავიაციო ქარხნისა და სხვა დარბაზებში. ამ დარგის სპეციალისტები მოგზაურობდნენ რეგიონებში, არჩევდნენ ნიჭიერ ბავშვებს და დასაოსტატებლად თბილისში ჩამოჰყავდათ. საბჭოთა პერიოდში პირველებმა გაითქვეს სახელი [[გულო რცხილაძე|გულო რცხილაძემ]], [[გიორგი ბაბილოძე|გიორგი ბაბილოძემ]], [[ალექსანდრე ჯორჯაძე|ალექსანდრე ჯორჯაძემ]], [[პავლე როინიშვილმა]], [[ნიკოლოზ თაყაიშვილმა]] და სხვებმა. ამ თაობის ტანმოვარჯიშეებს [[1930-იანები|1930-იან]] წლებში არაერთხელ გაუმარჯვიათ საკავშირო შეჯიბრებებში, [[1932]]-34[[1934]] წლებში სსრ კავშირის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი იყო [[გულო რცხილაძე]]. საერთაშორისო სარბიელზე მათი გზა ღირსეულად გააგრძელეს მომდევნო თაობების წარმომადგენლებმა. პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა [[მედეა (მზია)ჯუღელი|მედეა ჯუღელმა]], რომელმაც [[1952]] წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში სსრკ ნაკრებთან ერთად ოქროსა (გუნდური პირველობა) და ვერცხლის (საგნით ჯგუფური ვარჯიში) მედლები დაისაკუთრა. მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ [[გალინა შარაბიძე]], [[სერგო ჯაიანი]], [[რუსუდან სიხარულიძე]] და [[ნინა დრონოვა]]. მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ [[რაისა ზაალიშვილი]], [[დონარა ჯანუყაშვილი]], მიხეილ ბოგუსი, [[ნოდარ მაკალათია]], [[მზია ნინოშვილი]], [[როზა ბერიკაშვილი]] და სხვები. [[1970-იანები|1970-იან]] წლებში სსრკ რვაგზის ჩემპიონი იყო [[პაატა შამუგია (სპორტსმენი)|პაატა შამუგია]], რომელმაც [[1975]] წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატში კი ვერცხლის მედალი მოიგო. ქართველ ტანმოვარჯიშე კაცთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია [[ვლადიმერ გოგოლაძე|ვლადიმერ გოგოლაძემ]] - სსრკ ნაკრებთან ერთად [[1988]] წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.
 
'''საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[1 ივნისი|1 ივნისს]]. [[1992]] წლის [[18 ივლისი|18 ივლისიდან]] ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: [[ანზორ ღონღაძე]] ([[1991]]-04[[2004]]), რუსუდან სიხარულიძე ([[2004]]-?), [[კონსტანდინე ლაშხი]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=48</ref>
 
== ჭადრაკი ==
1 179

რედაქტირება