მარია კაროლინა ავსტრიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]].|21|10|2020}}
{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = მარია კაროლინა ავსტრიელი
Line 30 ⟶ 31:
== ადრეული ცხოვრება ==
[[ფაილი:Meister der Erzherzoginnenportraits 002.jpg|მარცხნივ|მინი|304x304პქ|ერცჰერცოგინია მარია კაროლინა ავსტრიელი ]]
მარია კაროლინა დაიბადა 1752 წლის 13 აგვისტოს შენბრუნის სასახლეში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა [[მარია ტერეზია|მარია ტერეზია ჰაბსბურგისა]] და საღვთო რომის იმპერატორ [[ფრანც I შტეფანი|ფრანც I ლოთარინგიელის]] ქალიშვილი. მარია კაროლინა მათი თექვსმეტი შვილიდან მეცამეტე იყო და ჰყავდა ცხრა უფროსი და და ოთხი უფროსი ძმა. მისი უფროსი დებიდან ერთ-ერთს ასევე მარია კაროლინა ერქვა, თუმცა იგი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. დაბადებიდან ერთ კვირაში მარია კაროლინა მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ საფრანგეთის მეფე [[ლუი XV]] და მისი მეუღლე, დედოფალი [[მარია ლეშჩინსკა]]. მარია კაროლინა ქალიშვილებიდან დედას ყველაზე მეტად ჰგავდა. მას ასევე ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის უფროს დასთან, ერცჰერცოგინია [[მარი ანტუანეტი|მარია ანტუანეტთან]]. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მარია კაროლინა და მარია ანტუანეტი აღსაზრდელად ლერშენფელდის გრაფინიას მიაბარეს. აქედან გამომდინარე გოგონები გრაფინიაზე უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ, ვიდრე დედაზე, რომელსაც ძალიან იშვიათად ხედავდნენ. 1767 წლის აგვისტოდან მარია ტერეზიამ ქალიშვილების აღზრდა თავად დაიწყო, ვინაიდან იგი თვლიდა, რომ გრაფინია ამას თავს ვერ ართმევდა. იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა მარია კაროლინას უფროსი და, ერცჰერცოგინია მარია იოზეფა, რომელიც ავსტრია-ესპანეთის ალიანსის გასაძლიერებლად ესპანეთის მეფე [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]]-ის ვაჟისთვის უნდა მიეთხოვებინათ. ამ ალიანსის გადარჩენის მიზნით მეფე კარლ III-მ და მისმა ვაჟმა, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე [[ფერდინანდ IVI (ნეაპოლიორი სიცილია)|ფერდინანდ IV]]-მ დაჟინებით მოითხოვეს მარია იოზეფას ჩანაცვლება მისი რომელიმე დით. მალევე ახალი საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც ავსტრიის ელჩმა ნეაპოლის მეფემ ორი პრინცესა შესთავაზა, იგი ან მარია ამალიაზე, ან მარია კაროლინაზე უნდა დაქორწინებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მარია ამალია ფერდინანდზე ხუთი წლით უფროსი იყო, იგი საცოლედ დაიწუნეს და არჩევანი მარია კაროლინაზე შეაჩერეს. როდესაც მას აცნობეს, რომ იგი ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი უნდა გამხდარიყო, ცხარე ცრემლით ატირდა და განაცხადა, რომ მას ფერდინანდი არ უყვარდა და ეს ქორწინებაც უიღბლო იქნებოდა. თუმცა მის პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან მისთვის აზრი კი არ უკითხავთ, არამედ უბრალოდ საქმის კურსში ჩააყენეს. მალევე გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, რის შემდეგაც 1768 წლის 7 აპრილს შედგა მარია კაროლინასა და ფერდინანდის მარიონეტული ქორწინება.
 
== დედოფალი ==
Line 38 ⟶ 39:
15 წლის ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალმა მარიონეტული ქორწინებიდან მალევე, დატოვა მშობლიური ვენა და ნეაპოლისკენ დაიძრა. ვენიდან ნეაპოლისაკენ მიმავალი მარია კაროლინა გზად მანტუაში, ბოლონიაში, ფლორენციასა და რომში შეჩერდა. ახალგაზრდა დედოფალი ნეაპოლში 1768 წლის 12 მაისს დიდი ზარ-ზეიმით შევიდა. მას თავის უზარმაზარ გერმანულ ამალაში ახლდნენ მისი ძმა, ტოსკანის დიდი ჰერცოგი ლეოპოლდი და ასევე მისი ცოლი, ჰერცოგინია მარია ლუისა ესპანელი. მარია კაროლინასა და ფერდინანდის ქორწინება კატასტროფულად დაიწყო. როდესაც დედოფალი მეფეს პირველად შეხვდა, მან განაცხადა, რომ ფერდინანდი "საშინლად მახინჯი" იყო. იგი ასევე დედამისთან გაგზავნილ წერილებში ამბობდა: "მე მიყვარს ის, მხოლოდ ვალდებულების გამო...". თუმცა ცოლით კმაყოფილი დიდად არც ფერდინანდი დარჩენილა. პირველი ღამის შემდეგ განაცხადა: "მას ეძინა როგორც მკვდარს და ისევე აღმაგზნებს როგორც ღორი".
 
მარია კაროლინასა და ფერდინანდს შორის კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ თავიდან დედოფალი შვილებს ვერ აჩენდა, მათი უმთავრესი ვალდებულება კი სწორედ დინასტიის გაგრძელება იყო. თუმცაღა, საბოლოოდ მარია კაროლინამ ფერდინანდს სულ თვრამეტი შვილი გაუჩინა, რომელთაგანაც მხოლოდ შვიდმა შესძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა. მათი უამრავი შვილიდან გამოსარჩევია ნეაპოლისა და სიცილიის მეფე [[ფრანჩესკო I ბურბონი(ორი სიცილია)|ფრანჩესკო I]], საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატრიცა [[მარია ტერეზა სიცილიელი|მარია ტერეზა ნეაპოლელი]], ტოსკანის დიდი ჰერცოგინია [[ლუიზა მარია ნეაპოლელი|ლუიზა ნეაპოლელი]], საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი [[მარია ამალია ნეაპოლელი]] და ასტურიის პრინცესა [[მარია ანტონია ნეაპოლელი]].
 
ფერდინანდი მაინც და მაინც დიდად განათლებული და ქვეყანაზე მოფიქრალი კაცი არ ყოფილა, ამიტომაც ნეაპოლსა და სიცილიას 1759-1776 წლებში მეფე [[კარლ III (ესპანეთი)|კარლ III]]-ის მიერ გამოგზავნილი დე ფაქტო მმართველი, ბერნარდო ტანუჩი მართავდა. იმპერატრიცა მარია ტერეზიას მითითებების მიხედვით, იმისათვის, რომ მარია კაროლინას ხელში ძალაუფლება ჩაეგდო, საჭირო იყო ფერდინანდის კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება, რაც დედოფალმა მეფის საყვარელ საქმეში, ნადირობაში ჩაბმით მოახერხა. მარია კაროლინამ მალევე მოხიბლა სამეფო კარი და გავლენა მოიპოვა მეფეზე, მას შემდეგ კი რაც 1775 წელს მარია კაროლინამ ვაჟი გააჩინა, მან უდიდესი ძალაუფლება მიიღო და სამეფო საბჭოშიც კი დაიმკვიდრა ადგილი. მანამდე სანამ დედოფალი ასეთ დიდ გავლენას მოიპოვებდა, იგი ზრუნავდა სამეფო კარის განვითარებასა და დახვეწაზე, სადაც მთელი ევროპის ხელოვანები და სწავლულები შემოიკრიბა.
Line 49 ⟶ 50:
 
=== ხელოვნების პატრონაჟი და კარლ III-ის გარდაცვალება ===
[[ფაილი:Painting of the family of Ferdinando IV (Angelica Kauffmann, 1782).jpg|მინი|291x291პქ335x335px|მარია კაროლინა ოჯახთან ერთად 1783 წელს]]
მარია კაროლინას ყოველთვის ძალიან უყვარდა ხელოვნება, თუმცა განსაკუთრებით გერმანულ-შვეიცარიულ ხელოვნებას მფარველობდა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო მისი ფავორიტი მხატვარი ანგელიკა კაუფმანი, რომელმაც 1783 წელს მარია კაროლინასა და მისი ქმარ-შვილის პორტრეტი შექმნა. მარია კაროლინა კაუფმანს თავისი ნიჭიერების გამო ხშირად ასაჩუქრებდა კიდეც. გარდა ამისა მან დაიქირავა რომაელი და ნეაპოლელი მხატვრები და თავისი ოჯახის წევრებისა და სასახლის ნახატები დაუკვეთა. გარდა კუფმანისა, მისი საყვარელი მხატვარი იყო იაკობ ფილიბ ჰასკერტი, რომელსაც თავისი შვილების არაერთი პორტრეტი დაუკვეთა. 1784 წელს დედოფალმა მარია კაროლინამ შექმნა სპეციალური სოფელი, სადაც მხოლოდ ხელოვანი და არტისტი ხალხი იყო დასახლებული. მას სან ლუციო დაარქვა. ასევე დედოფალს ძალიან უყვარდა აბრეშუმი, ფაიფური, ორნამენტებით შემკული ნივთები და ძვირფასეულობა, რის გამოც იგი დიდად სწყალობდა ოქრომჭედლებს, მკერავებსა და მეთუნეებს.
 
Line 55 ⟶ 56:
 
=== აბსოლუტიზმის დასასრული ===
[[ფაილი:Mengs - Maria Carolina of Austria, Royal Palace of Madrid.jpg|მარცხნივ|მინი|302x302პქ|დედოფალი მარია კაროლინა 1772-73 წლებში]]
დედოფალი მარია კაროლინა მთელი ძალებით ცდილობდა ნეაპოლის სამეფოსა და რომის პაპის დაახლოვებას. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბოლო დროს გამოცემულმა ლიბერალურმა კანონებმა, რომელთაც შეუზღუდეს ძალაუფლება კათოლიკე ეპისკოპოსებს, ურთიერთობა დაძაბა პაპ პიუს VI-თან. ვინაიდან ახალი კანონის მიხედვით ნეაპოლისა და სიცილიის სამეფო პაპისათვის ყოველწლიური ხარკის ხდას, რომელიც 7,000 დუკატს შეადგენდა, წყვეტდა, დედოფალმა მარია კაროლინამ გადაწყვიტა [[პიუს VI]]-ს თავად შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა. ამრიგად, მარია კაროლინა და მეფე ფერდინანდი ჩავიდნენ რომში, სადაც ისინი პაპმა პიუსმა დიდი პატივით მიიღო. რომის პაპი თანახმა იყო დაეთმო მეფისათვის ეპისკოპოსების დანიშვნის პრივილეგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მისთვის ხარკის ხდას გააგრძელებდა. შეთანხმება შედგა, რის აღსანიშნავადაც პაპმა მარია კაროლინას ოქროს ვარდიც აჩუქა, რაც ზოგადად, პაპის კეთილგანწყობის ნიშანი იყო.
 
უკან დაბრუნებულ მეფე-დედოფალს ახალი პრობლემები დახვდათ. 1789 წლის 14 ივლისს [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთში დიდი რევოლუცია]] დაიწყო, რომლის მთავარ სამიზნესაც მარია კაროლინას საყვარელი და, დედოფალი [[მარი ანტუანეტი]] წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით მან შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად იყო შესაბამისი რეაგირებისათვისაც. მარია კაროლინამ დაგმო ფრანგული რევოლუცია და ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ იდეოლოგიის ნეაპოლში გავრცელება აღეკვეთა. მან დედაქალაქში პოლიციის თორმეტი დანაყოფი განალაგა, რომლებმაც დაიწყეს საზოგადოების კონტროლი ცხოვრების ყველა ასპექტში. ამას ემატებოდა საიდუმლო პოლიციის ჯაშუშებიც, რომლებიც მხოლოდ არისტოკრატებზე მუშაობდნენ. სწორედ მათგან შეიტყო მარია კაროლინამ, რომ ნეაპოლურ საზოგადოებაში არც თავად სარგებლობდა დიდი პოპულარობით.
=== პირველი კოალიცია ===
 
საფრანგეთში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად მარია კაროლინამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო კოალიცია ჩამოეყალიბებინა. ამ წინადადებით მან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ [[შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი|შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელს]] მიმართა, რომელიც შეშლილი ქმრის, მეფე [[ჯორჯ III]]-ის მაგივრად მართავდა ქვეყანას. ამ კავშირის განსამტკიცებლად დედოფალმა შარლოტამ ნეაპოლში ელჩი გააგზავნა, რომლის ცოლთან, ლედი ემა ჰამილტონთან მეფე ფერდინანდმა მალევე რომანი გააბა, რასაც დიპლომატიური სკანდალი და მოლაპარაკებების ჩაშლა მოჰყვა.
 
=== სემონვილის შეთქმულება და პირველი კოალიცია ===
[[ფაილი:Angelika Kauffmann Portrait Maria Karoline von Österreich VLM off.jpg|მინი|322x322პქ|მარია კაროლინა 1780-იან წლებში]]
1792 წლის 10 აგვისტოს მეფე [[ლუი XVI]] და დედოფალი [[მარი ანტუანეტი]] რევოლუციონერებმა დააპატიმრეს. ამის საპასუხოდ ნეაპოლის მთავრობამ მარია კაროლინას გავლენით უარი თქვა ფრანგი დიპლომატის, ბარონ არმან დე მაკაუს მიღებაზე. როდესაც [[ტიუილრის სასახლე|ტიუილრის სასახლეში]] მომხდარი მოვლენების შესახებ შეიტყო, დედოფალი მარია კაროლინა იმდენად შეშინდა, რომ საფრანგეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. მისი გავლენით მეფე აჭიანურებდა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის აღიარების დოკუმენტზე ხელის მოწერასა და მაკაუს ელჩად აღიარების საქმეს, რამაც ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა წარმოშვა. ნეაპოლის პრემიერ-მინისტრმა აქტონმა კი გააუქმა მარია კაროლინას მოწოდება საფრანგეთთან ომის გამოცხადების შესახებ და მაკაუს დამშვიდებას ცდილობდა, მანამდე მაინც, სანამ დიდ ბრიტანეთთან კვლავ დაახლოვებასა და მათგან სამხედრო მხარდაჭერის მიღებას მოახერხებდნენ. მის ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვა. საფრანგეთის დროებით მთავრობას ხელში ჩაუვარდა აქტონის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ნეაპოლელები აპირებდნენ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთში]] მიმავალი სემონვილის დიპლომატიური მისიისათვის საბოტაჟის მოწყობას. იმავე წლის ნოემბერში საფრანგეთმა ომისათვის მზადება დაიწყო, რის საპასუხოდაც მარია კაროლინამ ბარონი მაკაუ დააპატიმრა და საპასუხო დარტყმისათვის მომზადებას შეუდგა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ აქტონი საბოტაჟის მცდელობისათვის ბოდიშს არ მოიხდიდა, ფრანგები ნეაპოლს ერთ საათში გაასწორებდნენ მიწასთან. შეშინებულმა მარია კაროლინამ გადაწყვიტა შეესრულებინა ფრანგების მოთხოვნა, რასაც ნეაპოლში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თუმცაღა, დედოფალი მართალი აღმოჩნდა, რადგან ნეაპოლის სამეფო არ იყო მზად თავდასხმის მოსაგერიებლად და არც მათი ფლოტი ყოფილა მობილიზებული.
 
ამის დათმობის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა ნეაპოლის მეფე-დედოფალი, რომ ფრანგი ვაჭრებისათვის თავიანთ სამეფოში საქმიანობის ნება დაერთოთ, რომელთაც მარია კაროლინა „რესპუბლიკელთა აგენტებს“ უწოდებდა და ცდილობდა, რომ მათთვის გამუდმებით ეთვალთვალათ. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს რევოლუციონერებმა გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. იმავე წლის 29 იანვარს დედოფალმა ნეაპოლელი რადიკალების წინააღმდეგ არაეფექტური შეტევა წამოიწყო. მას სურდა, რომ რადიკალების ამოხოცვის შემდეგ სხვა მოწინააღმდეგეებზე გადასულიყო, თუმცა მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ჩავარდა მისი გეგმა ის იყო, რომ სამეფო პოლიციის უფროსი, ლუიჯი დე მედიჩი, თავად იყო ფარული რადიკალი. ამავდროულად, მარია კაროლინამ [[შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი|დედოფალ შარლოტასთან]] ხელშეკრულების გაფორმება მოახერხა და საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ხელშეკრულების თანახმად ნეაპოლის სამეფოს ეძლეოდა ომში ოთხი ათასი ჯარისკაცის, ოთხი ფრეგატის, ოთხი საბრძოლო ხომალდის გამოყვანა ომის დროს და დამატებით ექვსი ათასი ჯარისკაცისა და ოთხი გემისა, რათა ხმელთაშუა ზღვაზე ფრანგების მიმოსვლა აღეკვეთათ. 1793 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის ქალაქ ტულონზე დაიწყო შეტევა, რის შემდეგაც ომში ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოც ჩაერთო მარია კაროლინს თაოსნობით, რითაც შეიქმნა პირველი ანტიფრანგული კოალიცია, რომელშიც მალევე გაწევრიანდა რუსეთი, ესპანეთი, ავსტრია, პრუსია, პორტუგალია და სარდინია.
 
=== იტალიური კამპანია ===
Line 66 ⟶ 77:
== შვილები ==
 
# [[მარია ტერეზა სიცილიელი|მარია ტერეზა]] (დ. 6 ივნისი, 1772 — გ. 13 აპრილი, 1807), ცოლად შერთეს საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ [[ფრანც II]]-ს, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
# [[ლუიზა მარია ნეაპოლელი|მარია ლუიზა]] (დ. 27 ივნისი, 1773 — გ. 19 სექტემბერი, 1802), ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ ჰერცოგ [[ფერდინანდო III (ტოსკანა)|ფერდინანდო III]]-ს და შეეძინათ ექვსი შვილი;
# კარლო ტიტო (დ. 6 იანვარი, 1775 — გ. 17 დეკემბერი, 1778), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
# მარია ანა (დ. 23 ნოემბერი, 1775 — გ. 22 თებერვალი, 1780), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
# [[ფრანჩესკო I (ორი სიცილია)|ფრანჩესკო I]] (დ. 14 აგვისტო, 1777 — გ. 8 ნოემბერი, 1830), სიცილიისა და ნეაპოლის მეფე, პირველად 1797 წელს ცოლად შერთეს [[მარია კლემენტინა ავსტრიელი]], რომელიც მალევე მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომაც 1802 წელს მეორედ იქორწინა [[მარია ისაბელ ესპანელი|მარია ისაბელა ესპანელზე]], რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
# [[მარია კრისტინა ნეაპოლელი|მარია კრისტინა ტერეზა]] (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 11 მარტი, 1849), მარია კრისტინა ამალიას ტყუპისცალი. ცოლად შერთეს სავოიისა და სარდინიის მეფე [[კარლო ფელიჩე I (სარდინია)|კარლო ფელიჩეს]], თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
# მარია კრისტინა ამალია (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 26 თებერვალი, 1783), მარია კრისტინა ტერეზას ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# ჯენარო კარლო (დ. 12 აპრილი, 1780 — გ. 2 იანვარი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# ჯუზეპე კარლო (დ. 18 ივნისი, 1781 — გ. 19 თებერვალი, 1783), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# [[მარია ამალია ნეაპოლელი|მარია ამალია]] (დ. 26 აპრილი, 1782 — გ. 24 მარტი, 1866), ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე [[ლუი-ფილიპ ორლეანელი|ლუი-ფილიპე I]]-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი, თუმცა რევოლუციონერებმა მათი მმართველობაც დაამხეს და გარდაიცვალა ბრიტანეთში, დევნილობაში;
# მარია კრისტინა (19 ივნისი, 1783), მკვდარშობილი;
# [[მარია ანტონია ნეაპოლელი|მარია ანტუანეტა]] (დ. 14 დეკემბერი, 1784 — გ. 21 მაისი, 1806), ცოლად შერთეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს, ასტურიის პრინც [[ფერდინანდ VII|ფერდინანდს]], თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
# მარია კლოტილდა (დ. 18 თებერვალი, 1786 — გ. 10 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# მარია ენრიკეტა (დ. 31 ივლისი, 1787 — გ. 20 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# კარლო ჯენარო (დ. 26 აგვისტო, 1788 — 1 თებერვალი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
# ლეოპოლდო ჯოვანი (დ. 2 ივლისი, 1790 — გ. 10 მარტი, 1851), სალერნოს პრინცი, ცოლად შეირთო კლემენტინა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
# ალბერტო ლუდოვიკო (დ. 2 მაისი, 1792 — გ. 25 დეკემბერი, 1798), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ნეაპოლიდან გაქცევისას გემი, რომელზეც ის იმყოფებოდა, ჩაძირეს;
# მარია იზაბელა (დ. 2 დეკემბერი, 1793 — გ. 23 აპრილი, 1801), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
 
Line 148 ⟶ 159:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1814]]
[[კატეგორია:ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები]]
[[კატეგორია:ჰაბსბურგები]]
[[კატეგორია:ნეაპოლის დედოფლები]]
[[კატეგორია:სიცილიის დედოფლები]]