სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 376:
 
 
'''საქართველოში სასტენდო სროლას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის 30-იან წლებში ახალჩამოყალიბებული მონადირეთა კავშირის ინიციატივით.''' ამ კავშირის წევრები – [[ვლადიმერ ჯავახაძე|ვლადიმერ ჯაბახაძე]], [[გურგენ ავალოვი]], [[პეტრე სარქისოვი]], [[დავით ცაგარეიშვილი]] და სხვები პირველ საკავშირო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. დიდუბეში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, მოეწყო პირველი თვითნაკეთი სასროლო სტენდი, რომელიც მალე დაიშალა, თუმცა რამდენიმე შეჯიბრება გაიმართა და სოლიდური პრიზებიც გათამაშდა.
 
[[1940-იანები|1940-იან]] წლებში საქართველოს მონადირეთა კავშირის ხელმძღვანელების [[კონდრატ ციმაკურიძე|კონდრატ ციმაკურიძისა]] და [[ვლადიმერ ბურჯანაძე|ვლადიმერ ბურჯანაძის]] თაოსნობით ჩამოყალიბდა სასტენდო სროლის ფედერაცია (თავმჯდომარე – [[ბორის ოსიპოვი]]) და სპორტული სექცია. [[1947]] წელს [[თბილისი|თბილისში]], [[მუშთაიდის ბაღი|მუშთაიდის ბაღში]], მოეწყო სტანდარტული სტენდი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იარსება. მოგვიანებით სასროლო სტენდები და სპორტული სექციები გაჩნდა [[აფხაზეთი|აფხაზეთში]], [[აჭარა|აჭარაში]], [[ოზურგეთი|ოზურგეთში]], [[ზუგდიდი|ზუგდიდსა]] და [[ქუთაისი|ქუთაისში]]. რეგულარულად იმართებოდა საქალაქო და რესპუბლიკური ტურნირები. სასტენდო სროლა დაინერგა სპორტსაზოგადოებებშისპორტულ საზოგადოებებში “დინამოსა” და “ლოკომოტივში”, არმიის სპორტულ კლუბში.
 
საქართველოს სპორტსმენებს იმ დროისთვის უკვე მოპოვებული ჰქონდათ მნიშვნელოვანი გამარჯვებები. [[1938]] წელს სასტენდო სროლის სხვადასხვა დისციპლინაში სსრკ ჩემპიონატი მოიგეს ჯაბახაძემ და ავალოვმა, [[1947]]-ში – სარქისოვმა, [[1950]]-ში – ბორის გობარევმა, მომდევნო წლებში – [[ბორის ანტონოვი|ბორის ანტონოვმა]], [[დავით ცაგარეიშვილი|დავით ცაგარეიშვილმა]], კარლო დარასელიამ, [[იური საგანელიძე|იური საგანელიძემ]], [[ზურაბ მაჩხანელი|ზურაბ მაჩხანელმა]] და [[ვილი ალავერდოვი|ვილი ალავერდოვმა]]. მაჩხანელი არაერთხელ გამოსულა სსრკ ნაკრების შემადგენლობაში.
 
[[1954]] წელს მან ვარშავაში გამართულ ევროპის არაოფიციალურ პირველობაში გაიმარჯვა, მერე კი მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და მრავალი სახელოვანი მესტენდურე აღზარდა. მათ შორის პირველ დიდ წარმატებას მიაღწია [[ტარიელ ჟღენტი|ტარიელ ჟღენტმა]], რომელიც ოთხჯერ იყო ევროპის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში, სამჯერ – მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, [[1973]] წელს კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ასევე დიდი წარმატებები მოიპოვა [[თამაზ იმნაიშვილი|თამაზ იმნაიშვილმა]] – ევროპის 7-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად ჩათვლაში, სამი ოლიმპიური თამაშების მონაწილემ. [[1970-იანები|1970-იან]] წლებში საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა [[თემურ მატოიანი|თემურ მატოიანმა]] – ევროპის თასის მფლობელმა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა.
 
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლებმა ბოლო მნიშვნელოვან წარმატებებს [[1995]] წელს მიაღწიეს: [[თამაზ იმნაიშვილი|თამაზ იმნაიშვილმა]], [[დავით ქვათაძე|დავით ქვათაძემ]] და [[გივი შენგელია|გივი შენგელიამ]] მსოფლიოს თასის გუნდურ გათამაშებაში ვერცხლის მედლები მოიპოვეს, მსოფლიოს ჩემპიონატში კი – ბრინჯაოსი.
 
 
'''ტყვიის''' '''სროლა'''
 
საქართველოში ტყვიის სროლა, როგორც სპორტის სახეობა, XX საუკუნის [[30-იანები|30-იანი]] წლებიდან განვითარდა. სამხედრო ნაწილების სასროლეთებზე გახსნილ სასწავლო ჯგუფებში ერთიანდებოდნენ მეტწილად სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეჯიბრებებში არმიის სპორტკლუბის სახელით გამოდიოდნენ. ასეთი ჯგუფები გაიხსნა სპორტსაზოგადოება "დინამოსა" და დოსააფის ორგანიზაციებშიც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დოსააფის ტირები მოეწყო თბილისში - რუსთაველის მოედანზე, ყოფილ ენგელსის (ახლანდ. ლადო ასათიანის) ქუჩაზე და ვაშლიჯვარში, ბესიკის ქუჩაზე კი განახლდა "დინამოს" ტირი. [[1959]] წელს ავჭალაში მწყობრში ჩადგა არმიელთა კეთილმოწყობილი სასროლეთი. მარტივი ტიპის სასროლო ნაგებობები აშენდა გორში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში, ეშერის სასროლეთი კი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.
 
რაც უფრო ფართოვდებოდა სპორტული ბაზების ქსელი, იზრდებოდა ტყვიის სროლაში მომეცადინეთა რიცხვიც. გამოჩნდნენ ოსტატი მსროლელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ჯერსაკავშიროჯერ საკავშირო, შემდეგ კი საერთაშორისო შეჯიბრებებში. პირველი თაობის მსროლელთა შორის გამოირჩეოდნენ [[გიორგი ბექთაშევი]], [[არტემ ბარათაშვილი]], ვაზგენ გაბრიელიანი, [[ლევ ვაინშტეინი]], ოთარ მელია და სხვები. [[60-იანები|60-იან]] წლებში დაწინაურდნენ [[შოთა ქველიაშვილი]], [[ვახტანგ სალუქვაძე]], [[ალექსანდრე სტროევი]] და ლილიანა ჟურული-გრუზდევა. განსაკუთრებით აღსანიშნავია [[შოთა ქველიაშვილი|შოთა ქველიაშვილის]] მიღწევები.
 
მან სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. [[1976]] წელს საბჭოთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა სოხუმელი [[მარლენ პაპავა]]. საქართველოს ტყვიის მსროლელთა შორის ყველაზე ტიტულიანია [[ნინო სალუქვაძე]] - ოლიმპიური ოქროს და ვერცხლის მედლების მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, ხუთი ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საქართველოში ტყვიის სროლას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს დამსახურებულმა მწვრთნელებმა - [[ლევ ტერტერიანი|ლევ ტერტერიანმა]] და [[გიორგი ლომიძე|გიორგი ლომიძემ]] (არმიის სპორტკლუბი), [[მიხეილ პეროვი|მიხეილ პეროვმა]], მიხეილ კალინინმა, [[ვენიამინ ევგრაფოვი|ვენიამინ ევგრაფოვმა]], [[მიხეილ ჟამურაშვილი|მიხეილ ჟამურაშვილმა]], [[ალექსანდრე ოგანეზოვი|ალექსანდრე ოგანეზოვმა]] და [[ვერა ტიმოფეევა|ვერა ტიმოფეევამ]] ("დინამო"), [[პარმენ ლეკიშვილი|პარმენ ლეკიშვილმა]], [[ანდრო ჯაბაშვილი|ანდრო ჯაბაშვილმა]], [[თენგიზ ხერხეულიძე|თენგიზ ხერხეულიძემ]] (დოსააფი) და სხვებმა.
 
[[2005]] წელს საქართველოს ტყვიის მსროლელ ქალთა ნაკრებმა ([[ნინო სალუქვაძე]], [[ნინო უჩაძე]], [[თამილა ასათიანი]]) ევროპის ჩემპიონატში გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
 
'''საქართველოს''' '''სროლის''' '''სახეობათა''' '''ეროვნული''' '''ფედერაცია.''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[1 ივნისი|1 ივნისს]]. [[2003]] წლამდე აერთიანებდა ტყვიის სროლას, სასტენდო სროლას და მშვილდოსნობას. [[1992]] წლის 23 სექტემბრიდან ტყვიის სროლის საერთაშორისო კავშირისა (UIT, [[1998]] წლიდან - ISSF) და მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (FITA) წევრია. პრეზიდენტები: [[თენგიზ კიტოვანი]] ([[1991]]-95[[1995]]), [[თემურ ჭყონია]] ([[1995]]-96[[1996]]), [[ვახტანგ ქუთათელაძე]] ([[1996]]-[[2006]]), [[ლევან მხეიძე]] ([[2006]]-?),  <nowiki/>[[კახაბერ სიხარულიძე]]  (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=35</ref>
 
== სპორტული ტანვარჯიში ==