ლაოკოონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
37.232.67.156-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Arkaitz1974-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
სიტყვა სწორად დავწერე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 3:
'''ლაოკოონი''' ({{lang-grc|Λᾱοκόων}}) — ბერძნულ მითოლოგიაში, აპოლონის ქურუმი ტროაში.
 
იგი იყო ანკეტის შვილი (ჰიგინის მიხედვით), ანჰისის ძმა და აპოლონის ქურუმი. მან აპოლონის ნების საწინააღმდეგოდ იქორწინა და ქვეყანას საკუთარი შვილები მუვლინამოუვლინა. ემფორიონის თანახმად, აპოლონი სასტიად განრისხდა მასზე, ვინაიდან ლაოკონი და მისი მეუღლე აპლონის ქანდაკების ქვეშ შეწყვილდნენ. ერთ-ერთი ტროელის, ანთენორის გადმოცემით, მისი ორი შვილი ტყუპები იყვნენ.
 
ერთი ვერსიით, აპოლონმა ლაოკონის მოსაკლავად გააგზავნა ორი გველი, რომლებმაც ზღვა გადაცურეს და შეჭამეს ლაოკონტის შვილები ანტიფანტი და თიმბროსი, ხოლო შემდეგ თვით ლაოკონიც მოგუდეს. მეორე ვერსიით, ყველაფერი ათენას განრისხებას მოჰყვა და გველებმა თავი ათენას ქანდაკების ფარს შეაფარეს (ან ისინი კუნძულ კალიდნიდან მოცურდნენ და ადამიანებად გადაიქცნენ). არქტინის ვერსიით, გველებმა მხოლოდ ლაოკოონი და მისი ერთი შვილი მოკლეს. ერთ-ერთი მითის მიხედვით კი გველების მიერ მხოლოდ მისი შვილები იქნენ გაგუდულნი, ხოლო თვით ლაოკოონი ცოცხალი გადარჩა, რათა სამუდამოდ ეტირა საკუთარი ბედი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლაოკოონი“-დან