ოსმალეთის იმპერია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.31.141-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 151:
XVI—XVII საუკუნეებში ოსმალეთის იმპერია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ერთეული გახდა, და მისი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის ნახევარკუნძულზე]], [[უნგრეთის სამეფო]]სა და პოლონეთ-ლიტვის გაერთიანების სამხრეთში ევროპას დიდ საფრთხეს უქმნიდა. იმპერიის საზღვაო ფლოტიც საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა [[ხმელთაშუა ზღვა]]ზე. რამდენიმეჯერ ოსმალეთის არმია ცენტრალურ ევროპაშიც შეიჭრა, ვენის ალყით 1529 წელს და ხელმეორედ 1683 წელს [[ჰაბსბურგი]]ს სამფლობელოების დაპყრობის მცდელობაში. მათი განდევნა მხოლოდ ევროპის კოალიციის ძალებით მოხერხდა. ეს ერთადერთი არა-ევროპული ძალა იყო, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა დასავლეთის აღმავლობას XV—XX საუკუნეებში, რის გამოც იგი საბოლოოდ ევროპის ძალთა დაბალანსების პოლიტიკის ინტეგრირებული ნაწილი გახდა.
 
იმპერიის დაშლა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს პირდაპირი შედეგი იყო, როდესაც მოკავშირეთა ძალებმა დაამარცხეს აქსისის ძალები ევროპაში, ხოლო ოსმალეთის ძალები ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე. ომის დასასრულს ოსმალეთის მთავრობა დაიშალა და იმპერია გამარჯვებულმა ძალებმა გაიყვეს. მომდევნო წლებში ოსმალეთის იმპერიის ნაწილებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ერთ-ერთი მათგანი [[თურქეთის რესპუბლიკა]] იყო. ამ ახალმა რესპუბლიკამ [[ოსმანთა დინასტია]] თურქეთის 150 [[პერსონა ნონ გრატა]]ს სიაში შეიყვანა. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, 1974 წელს, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დართო ნება ოჯახის შთამომავლებს თურქეთის მოქალაქეობა დაებრუნებიათ, რომელიც ოჯახის მეთაურმა, [[ერთუგრულ ოსმან V|ერთუგრულ ოსმან V-მ]] 2004 წელს დაასრულა. g
 
== სახელი ==