სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== სამბო ==
'''[[1930-იანები|1930 - იანი]]  წლების მიწურულს იმდროინდელი ფიზკიულტურის ტექნიკუმის  ჯიუ-ჯიცუს ჯგუფის ბაზაზე'''  [[ილია თომაშვილსთომაშვილის]] (სვანელი) თაოსნობით ჩამოყალიბდა [[სამბო|სამბოს]] პირველი სექცია საქართველოში. შემდგომში, სამბოს დანერგვა და განვითარება, მისი თავდაცვით-გამოყენებითი მიზნებიდან გამომდინარე, სპორსაზოგადოება „დინამომ“ ითავა.
 
გამოცდილი მწვრთნელები და ძლიერი ფალავნები უმთავრესად „დინამოში“ გაერთიანდნენ. ახალმა სახეობამ სწრაფად მოიკიდა ფეხი, რადგან ქართველებისთვის ჩოხით ჭიდაობა ბუნებრივი და ჩვეულებრივი რამ იყო. სამბოს არსენალში ქართული ჭიდაობის არაერთი ფანდი შევიდა. სოფლის ნახერხმოყრილ საჭიდაოზე დაოსტატებულ ფალავნებს საკავშირო სარბიელზე გასვლის პერსპექტივა გაუჩნდათ და ბევრმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა.
 
სამბოს ქართული სკოლის ფუძემდებელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ   [[ილია ტლაშაძე|ილია ტლაშაძეს]]  და ძმებს - ქრისტეფორე  და აკაკი ნინიაშვილებს. მათ წარმატებით გააგრძელეს თომაშვილის წამოწყებული საქმე. საქრთველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი თანამოაზრე გაიჩინეს და სამბო ყველა მსურველისთვის ხელმისაწდომი გახადეს.
 
[[ქრისტეფორე ნინიაშვილი]] 23 წლის განმავლობაში ([[1950]]-[[1973]]) სათავეში ედგა საქართველოს ნაკრებს.  მან გაზარდა არაერთი სახელოვანი სპორტსმენი და მწვრთნელი, რომლებმაც მოგვიანებით ძიუდოში გამოიიჩინეს თავი<nowiki/>[[40-იანები|. 40-იან]] წლებში სამბოს ჯგუფები შეიქმნა [[კასპი|კასპში]], [[გორი|გორში]], [[საგარეჯო|საგარეჯოში]], [[ქუთაისი|ქუთაისში]].  აფხაზეთში  სამბოს მწვრთნელად ოთხი წლით მიავლინეს  [[აკაკი ნინიაშვილი]], აჭარაში ეს საქმე ითავეს [[ვასილ გაროზაშვილი|ვასილ გაროზაშვილმა]] და გიორგი გოგიჩაიშვილმა. სამბოს ახალჩამოყალიბებულ რესპუბლიკურ ფედერციას თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გამოცდილი ორგანიზატორი [[გიორგი ურუშაძე]]. ქართველ სპორტსმენთაგან [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] ჩემპიონატში პირველ წარმატებას [[კონსტანტინე კობერიძე|კონსტანტინე კობერიძემ]] მიაღწია ([[1939]]). მეორე ჩემპიონატი მოიგეს [[შალვა ნოზაძე|შალვა ნოზაძემ]] და [[არსენ მეკოკიშვილმა]] ([[1940]]) ომის შემდგომი ტურნირებით იწყება ახალი ეტაპი, როცა ჩვენი მოჭიდავეები ნებისმიერ შეჯიბრებაში 5-7 მედალს იღებდნენ, გუნდურ ჩათვლაში კი საპრიზო ადგილს იკავებდენ. უკვე ნახსენებ ფალავნებთან ერთად თავი გამოიჩინეს [[შოთა დაუშვილი|შოთა დაუშვილმა]], [[გიორგი როსტაშვილი|გიორგი როსტაშვილმა]], [[ესტატე ქარქუსაშვილი|ესტატე ქარქუსაშვილმა]], [[ლავრენტი კაციაშვილი|ლავრენტი კაციაშვილმა]], [[ზაქრო მუხიაშვილი|ზაქრო მუხიაშვილმა]], [[ვახტანგ ბალავაძე|ვახტანგ ბალავაძემ]], [[ოთარ შინჯიკაშვილი|ოთარ შინჯიკაშვილმა]], [[თენგიზ ელერდაშვილი|თენგიზ ელერდაშვილმა]], [[იოსებ გრატიაშვილი|იოსებ გრატიაშვილმა]] და სხვებმა.
 
[[60-იანები|60-იან]] წლებში გამოჩნდენ [[ანზორ კიკნაძე]], [[დურმიშხან ბერუაშვილი]], [[ანზორ ქიბროწაშვილი]], [[გივი კახაბრიშვილი]], [[ანზორ მარტყოფლიშვილი]], [[როინ მაღალთაძე]] და სხვები (ბევრმა მათგანმა არანაკლებ წარმატებას მიაღწია ძიუდოში).
 
[[70-იანები|70-იანი]] წლებიდან სამბო საერთაშორისო არენაზე გავიდა. მსოფლიოს პირველ ჩემპიონატში ([[თეირანი]] ,[[1973]]) გაიმარჯვეს [[გენადი გიორგაძე|გენადი გიორგაძემ]] და [[ლევან თედიაშვილი|ლევან თედიაშვილმა]] (რამდენიმე დღით ადრე თედიაშვილმა თეირანში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა თავისუფალ ჭიდაობაში) და სათავე დაუდეს ქართველ ფალავანთა შემდგომ წარმატებას.
 
[[1991]] წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი სამბისტები დამოუკიდებლად ჩაებნენ საერთაშორისო შეჯიბრებებში. საქართველოს ნაკრებმა (უფროსი მწვრთნელი - [[ოლეგ იაძე]]) ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში არაერთი თვალსაჩინო გამარჯვება მოიპოვა.
 
სხვადასხვა წლებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებძე განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს [[ჯემალ მჭედლიშვილი|ჯემალ მჭედლიშვილმა]], [[ჯონდო მუზაშვილი|ჯონდო მუზაშვილმა]], [[ვანო გამხიტაშვილი|ვანო გამხიტაშვილმა]], [[მამუკა კურდღელაშვილი|მამუკა კურდღელაშვილმა]], [[უშანგი კუზანაშვილი|უშანგი კუზანაშვილმა]].
 
[[1997]] წელს [[თბილისი|თბილისში]] პირველად გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი სამბოში.<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=34</ref>
 
== სასტენდო და ტყვიის სროლა ==
1 038

რედაქტირება