განჯის დაბომბვა (2020): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ტერორისტული თავდასხმა | სათაური = 2020 წლის განჯის...
(განსხვავება არ არის)

20:50, 17 ოქტომბერი 2020-ის ვერსია

განჯის დაბომბვები (აზერ. Gəncənin bombalanmaları) — 2020 წლის ოქტომბერში მთიანი ყარაბაღის ბრძოლების დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმათა სერია აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე.

2020 წლის განჯის დაბომბვები
ფაილი:Gəncə hucumu.jpg
განჯაზე განხორციელებული მეორე თავდასხმის შედმეგ დანგრეული შენობები
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღი 4 ოქტომბერი, 2020 (2020-10-04)
იარაღი ბალისტიკური რაკეტები
დაღუპულები 24
არასასიკვდილო დაზიანებები
120+
თავდამსხმელები სომხეთის შეიარაღებული ძალები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს, რომლის შედეგად 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ეს გახდა პირველი იმ სერიათა თავდასხმიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღი რეგიონის ფარგლებს გარეთ მოხდა.[1][2]

მეორე თავდასხმა 8 ოქტომბერს განხორციელდა, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, თავდასმის შედეგად არავინ დაშავებულა.[3]

მესამე თავდასხმა განხორციელდა 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს თავდასხმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედმეგ, რომელიც ერთი დღით ადრე გაფორმდა, გახდა პირველი დიდი დარღვევა.[4]

მეოთხე თავდასხმა განხორციელდა 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე. ოფიციალური შეტყობინენების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 სამოქალაქო პირი და დაშავდა 50-ზე მეტი პირი.

სქოლიო

  1. Nagorno-Karabakh conflict: Major cities hit as heavy fighting continues en. BBC (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  2. Azerbaijan's No. 2 city targeted in fighting with Armenia en. The Independent (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  3. Azerbaijan's Ganja under fire once again by Armenian troops en (8 October 2020). ციტირების თარიღი: 16 October 2020
  4. Nagorno-Karabakh: Armenia, Azerbaijan trade accusations as civilian areas hit despite truce en. France24 (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020