ჟაკ ფრანსუა გამბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
 
ხაზი 4:
დაიბადა ვაჭრის ოჯახში. საშუალო განათლება ჟიუილის სამონასტრო კოლეგიუმში მიიღო, უმაღლესი კი — პარიზსა და ლაიფციგში. მამის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა მის სავაჭრო ფირმას. ფირმა ხე-ტყეს აწვდიდა საფრანგეთის გემთმშენებლობას. გამბას ფირმას განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ვოგეზებში [[შპალერი]]ს წარმოების დაწინაურებაში. [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] წლებში გამბას ფირმა გაუქმდა. ამის შემდეგ გამბამ ჯერ ევროპაში იმოგზაურა, შემდეგ კი პარიზში დასახლდა და მთარგმნელობით საქმიანობას მიჰყო ხელი. ამასთან დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ადგენდა ფინანსურ საბუთებს.
 
[[ბურბონთა რესტავრაცია|ბურბონთა რესტავრაციის]] დროს გამბამ შეადგინა და მთავრობას წარუდგინა [[ინდოეთი|ინდოეთთან]] ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი. პროექტი ითვალისწინებდა [[კავკასია]]ზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას. ამ პროექტმა დააინტერესა მინისტრი რიშელიე, რომელიც მანამდე [[ოდესა|ოდესის]] გუბერნატორი იყო. რიშელიეს წინადადებით 1817-1818 წლებში გამბამ იმოგზაურა სამხრეთ [[რუსეთი|რუსეთში]], მოიარა ქალაქები — ოდესა, ნიკოლაევი, [[ხერსონი]], [[ტაგანროგი]], ნახჭევანი, [[ნოვოცერკასკი]], აჰყვა [[დონი|დონს]] კალაჩამდე და შემდეგ [[ვოლგა|ვოლგით]] [[ასტრახანი|ასტრახანამდე]] ჩავიდა. აქედან [[თერგი]]ს სანაპიროებით მივიდა [[მოზდოკი|მოზდოკს]], შემდეგ კი ყუბანის გავლით ტამანს მიაღწია. ამ მოგზაურობის ბოლო ტაპი იყო [[ქერჩი]], [[ფეოდოსია]], [[სიმფეროპოლი]] და ოდესა. 19181818 წელს გამბა პარიზში დაბრუნდა. მოგზაურობის დროს შესრულებული ჩანაწერების ნაწილი მან გამოაქვეყნა ჟურნალში Nouvelles annales de voyages.
 
რიშელიეს აზრით საფრანგეთის სავაჭრო ფირმებს ეტი ყურადღება უნდა მიექციათ [[საქართველო]]სთვის, რომელიც მისი აზრით შეიძლება გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი.ამ თვალსაზრისის და ამიერკავკასიის სავაჭრო ინტერესებისთვის გამოყენების შესაძლებლობის შესასწავლად რიშელიემ მეორედ გაუშვა გამბა მოგზაურობაში 1819-24 წლებში. 1820 წელს გამბა კვლავ ოდესაში ჩავიდა, აქედან ნოვოჩერკასკაზე გავლით მოზდოკამდე მივიდა და შემდეგ [[საქართველოს სამხედრო გზა|საქართველოს სამხედრო გზით]] თბილისში ჩავიდა.