კაცხის სვეტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) მ →ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB |
No edit summary იარლიყები: გაუქმებულია ვიზუალური რედაქტირება |
||
ხაზი 1:
კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, [[ჭიათურა|ჭიათური]]<nowiki/>ს მუნიციპალიტეტში. ის მიიჩნევა [[ჭიათურა|ჭიათური]]<nowiki/>ს სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტზე არსებულ პაწაწინა [[მონასტერი|მონასტერში]] ერთადერთი განდეგილი ცხოვრობს, 59 წლის მაქსიმე. მან გადაწყვიტა ცხოვრებისეული მეტამორფოზა განეცადა და ციხიდან განთავისუფლების შემდგომ, აქ დაიწყო ცხოვრება, გარე სამყაროსგან მოშო
რებით. სამწუხაროდ, კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. აქ არის 131 საფეხურიანი კიბე, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.
[[ფაილი:კაცხის სვეტი - ეკლესია.jpg|მინი|305x305პქ|კაცხის სვეტი ახლოდან]]
რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას.
მასზე ასვლა შესაძლებელია სპეციალურად დამონტაჟებული რკინის კიბით, თუმცა არც ისე - იოლი, რადგან კიბე სალია და პირდაპირ მიუყვება სვეტის კლდეს, რაც გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.
როგორც მონასტრის წინამძღვარმა ილარიონმა, რომელიც 8 წელია აქ ცხოვრობს, გვითხრა, ეს კიბე რამდენიმე წლის წინ მიაშენეს:
„ადრე როგორ ადიოდნენ, ეს უცნობია. ვარაუდობენ, რომ სვეტს ბუნებრივად ჰქონდა საფეხურები, იყო მაღალი ხეები, რომლებიც ერთჯერად ასვლას ხელს უწყობდა. მესვეტეობა ისეთი ღვაწლია, მხოლოდ ერთჯერ ასვლა იყო შესაძლებელი და გარდაცვალებამდე იქ რჩებოდნენ“- ამბობს ილარიონი.
[[ფაილი:კაცხის სვეტი (G.N. 2010).jpg|მინი|409x409პქ]]
წლების განმავლობაში სვეტზე ასვლა შესაძლებელი იყო დაინტერესებული პირებისთვის, მაგრამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით მასზე ასვლა აიკრძალა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. ამჟამად კიბე დაკეტილია და მხოლოდ აქ მოღვაწე ბერებს შეუძლიათ სვეტზე ასვლა.
# ასევე უცნობია სვეტის წარმოშობის ისტორია, არსებობს ვარაუდები, რომ სვეტი ბუნებრივად გამოეყო კლდეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ან ბუნებრივად ამოიზარდა მიწიდან.კაცხის სვეტი ბუნების იშვიათი ძეგლია. სვეტის ძირში 2. 2.გვხვდება ქვაში გამოკვეთილი ბოლნური ჯვარი (ქრისტიანული ჯვრის ნაირსახეობა, თანაბარი ზომის ჯვარი, რომელიც ბოლოსკენ ფართოვდება), რომელიც მე-6 საუკუნით თარიღდება. ბერების აქ ცხოვრების კვალი მე-18 საუკუნეში იშლება. კომუნისტრი რეჟიმის დასრულების შემდეგ სვეტის სამონასტრო კომპლექსის ფუნქციონირება აღდგა, აქ მოვიდა ერთ-ერთი ბერი მამა მაქსიმე, რომელმაც ხალხის დახმარებით დაიწყო ყველაფრის აღდგენა.
3.სვეტის თავზე განთავსებულია ორი მონასტერი, სვეტის ძირას კი წმინდა სვიმონ მესვეტის სახელობის ტაძარი, ირგვლივ ეზოში არის სტუმრებისთვის განკუთვნილი სენაკები, სადაც ნებისმიერ მსურველს /გარდა ქალებისა/ შეუძლია დარჩეს და იცხოვროს რამდენიმე დღით. ასევე არის მუზეუმი, სადაც დამთვალიერებლებს ფოტოსურათების მეშვეობით შეუძლიათ გაეცნონ, რა ხდება სვეტზე. მონასტრის უკანა მხარეს არის სენაკები, ბერებისთვის განკუთვნილი, სადაც საეროებისთვის გადასვლა შეზღუდულია. სვეტს აქვს გამოქვაბული, რომელიც 35 მეტრია. ამჟამად მონასტერში 8 ბერი ცხოვრობს.
ეზოს ცენტრში დგას თეთრი ქვა. მონასტრის წინამძღვრის თქმით, არსებობს ვერსია, რომ წარმართობის პერიოდში იქ მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა.
=== კაცხი სოფელია საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქ ჭიათურაში. სწორედ, აქედან წარმოდგება სახელწოდება კაცხის სვეტი. ===
<gallery>
ფაილი:Katskhi Pillar2 (edited).jpg
ფაილი:კაცხის სვეტი- ჭიათურის მხარე.jpg
ფაილი:კაცხის სვეტი შორიდან.jpg
ფაილი:Katskhi Pillar2 (edited).jpg
ფაილი:კაცხის სვეტი შორიდან.jpg
ფაილი:Katskhi Church.jpg
ფაილი:Ornament of Katskhi pillar.jpg
ფაილი:ტურისტები და ბუნების სასწაული.jpg
ფაილი:Katskhi Pillar3.jpg
</gallery>
[[ფაილი:კაცხის სვეტი შორ და ახლო კადრში.jpg|მინი]]
[[ფაილი:კაცხის სვეტი შორიდან.jpg|საზღვარი|მარჯვნივ|207x207პქ]]
[[ფაილი:კაცხის სვეტი (Denisi Tsabadze 2010).jpeg|მარცხნივ|მინი]]
== რესურსები ინტერნეტში ==
{{სქოლიო}}[https://georgiantravelguide.com/ka/katskhis-sveti https://georgiantrav]
[https://georgiantravelguide.com/ka/katskhis-sveti elguide.com/ka/katskhis-sveti]
http://www.newpress.ge/kacxis-sveti---klde-sadac-berebi-meeqvse-saukunidan-cxovroben
[[კატეგორია:ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნების ძეგლები]]
|