ახულგოს იერიში: განსხვავება გადახედვებს შორის

 
 
== შესავალი ==
[[1832]] წელს რუსეთის ჯართან ბრძოლაში აულ გიმრისთან დაიღუპა დაღესტნის პირველი იმამი ყაზი-მუჰამადი. მიუხედავად ამისა, მთიელთა წინააღმდეგობა გაგრძელდა ჯერ ჰამზათ-ბეგის, შემდეგ კი — შამილის წინამძღოლობით. რუსეთის სარდლობამ ჩრდილოეთ დაღესტანში შამილის მზარდი გავლენისა და რუსეთის სამხედრო კომუნიკაციებზე ადგილობრივების თავდასხმების აღსაკვეთად დამსჯელი ექსპედიციის მოწყობა გადაწყვიტა. შამილი აულ ახულგოში იყო გამაგრებული, სადაც მას თავისი ოჯახი, თანამებრძოლები და დამორჩილებული ტომებიდან აყვანილი მძევლები ჰყავდა. ახულგო ჩრდილოეთ დაღესტანში იმავე დასახელების მთიან პლატოზე მდებარე სოფელი იყო, რომელიც კლდოვანი ქედებით და მდინარე [[ანდის ყოისუ]]ს ღრმა ხეობით არისიყო გარშემორტყმული. აულის თავზე შულატლულღოს მაღალ კლდეზე აღმართული იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „სურხაის კოშკი“, რომელსაც ახულგოს მიდამოებში გაბატონებული პოზიცია ეჭირა.
 
== ალყის დასაწყისი და „სურხაის კოშკის“ აღება ==