წირქვალის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(removed Category:შიდა ქართლის მხარის ციხესიმაგრეები; added [[Category:ახალგორის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები...)
 
[[ფაილი:Ts'irkoli fortress.jpg|მინი|წირქვალის ციხე]]
'''წირქვალის ციხე''', ''წირქოლის ციხე'' — [[შუა საუკუნეები]]ს ციხესიმაგრე [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]] (ახლანდელი [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]); მდებარეობს [[მდინარე]] [[ქსანი|ქსნის]] მარჯვენა მხარეს, ქარაფოვანი კლდის თავზე, იქ სადაც ხეობა ვიწროვდება. აგებულია ადრე [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]]. კონტროლს უწევდა [[მდინარე]]ების [[ქსანი|ქსნისა]] და [[ალეურა|ალეურის]] გასწვრივ მიმავალ გზებს; კეტავდა [[ქსნის ხეობა|ქსნის ხეობის]] მთაგორიან მხარეს. ვარაუდით, ის ქსნისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. [[X საუკუნე|X საუკუნის]] დასასრულს [[კახეთის სამთავრო]]მ [[შიდა ქართლი|შიდა ქართლზე]] პოლიტიკური ექსპანსიის დროს წირქვალის ციხე თავის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] დასააწყისში მეფე [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III-მ]] აიღო; [[XVIII საუკუნე]]ში მსხვილ ფეოდალ [[გივი ამილახვარი|გივი ამილახვარს]] ეკუთვნოდა. [[1777]] წელს აქ იყო გამაგრებული [[ერეკლე II]]-ის წინააღმდეგ აჯანყებული ქსნის ერისთავი გიორგი, იმავე წელს [[ქსნის საერისთავო]]ს გაუქმებისთანავე სამეფო ხელისუფლებას დაექვემდებარა. ციხის სამშენებლო ფენაში შეიმჩნევა ადრინდელი და გვიუანდელი შუა საუკუნეების შრეები. წირქვალის გორაზე მოკვლეულია გვიანდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანის]] არქეოლოგიური მასალა. წირქვალის ციხის ახლოს მდებარეობს [[წირქოლი]]ს [[წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია|ეკლესია]].