გეორგი (საქსონიის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
 
== ბიოგრაფია ==
გეორგი დაიბადა 1832 წლის 8 აგვისტოს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის მეფე [[იოჰანი (საქსონიის მეფე)|იოჰანისა]] და მისი მეუღლის, დედოფალ [[ამალია ავგუსტა ბავარიელი|ამალია ავგუსტა ბავარიელის]] შუათანა ვაჟი. დედის მხრიდან იგი ბავარიის მეფე [[მაქსიმილიან I (ბავარია)|მაქსიმილიან I]]-ის შვილიშვილი იყო.
 
გეორგი თავის უფროს ძმასთან, კრონპრინც [[ალბერტი (საქსონიის მეფე)|ალბერტთან]] ერთად აქტიურ სამხედრო კარიერას მისდევდა. 1866 წელს ისინი ერთად მონაწილეობდნენ ავსტრია-პრუსიის ომში, 1870 წელს კი [[საფრანგეთ-პრუსიის ომი|საფრანგეთ-პრუსიის ომშიც]] პრუსიელთა მხარეს. იგი იბრძოდა [[სედანის ბრძოლა (1870)|სედანის ბრძოლაში]], მონაწილეობდა პარიზის ალყაში და დაესწრო [[ფრანკფურტის ზავი (1871)|ფრანკფურტის ზავის]] დადებასაც.
 
1873 წელს საქსონიის მეფე მისი ძმა, ალბერტი ხდება, თუმცა მას თავის ცოლთან, [[კაროლა ვაზა|დედოფალ კაროლასთან]] შვილები არ ჰყავდა, რითაც გეორგი ტახტის პირველ მემკვიდრედ გვევლინება. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, 1902 წლის 19 ივნისს გეორგი საქსონიის მეფე ხდება, თუმცა მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
 
გამეფებისას იგი უკვე 70 წლის იყო და მისი ცოლიც აღარ იყო ცოცხალი. იგი გარდაიცვალა 1904 წლის 15 ოქტომბერს დრეზდენში, 72 წლის ასაკში. ამის შემდეგ ტახტი მისმა ვაჟმა, [[ფრიდრიხ ავგუსტ III (საქსონია)|ფრიდრიხ ავგუსტ III]]-მ დაიკავა, რომელიც 1918 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან, რითაც იგი საქსონიის ისტორიაში უკანასკნელი მონარქი გახდა.
 
== ქორწინება და შვილები ==