სპორტი საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 343:
 
== კრივი ==
'''სპორტის ისტორიის მკვლევართა მტკიცებით, კრივს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის საქართველოში მისდევდნენ.''' ამ მოსაზრების ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთია [[ვანი|ვანში]] აღმოჩენილი სკულპტურის ფრაგმენტი – მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმნით და ზემოდან გადაჭიმული ტყავისავე ბრტყელი თასმით, ე.წ. სამუშტე ღვედებით. გვიანდელი ცნობებით ირკვევა, რომ კრივს ტრადიციულ ხალხურ ასპარეზობათა შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ასეთი შეჯიბრებები მეტწილად სახალხო ([[ყეენობა]]) და რელიგიურ ([[კვირაცხოვლობა]], [[თელეთობა]])  დღესასწაულებზე იმართებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის [[ქართლი|ქართლში]], [[მესხეთი|მესხეთში]], [[კახეთი|კახეთში]]. თბილისში მოკრივეთა არაერთი სარბიელი არსებულა: [[ორთაჭალა|ორთაჭალაში]], [[მახათის მთა|მახათას მთის]] უბეში, [[ავლაბარი|ავლაბარში]], [[სოლოლაკი|სოლოლაკის]] მთის კალთებზე. თბილისური კრივი თეატრალიზებულ სანახაობას ჰგავდა და მას ხალისით ეტანებოდა საზოგადოების სხვადასხვა ფენა. კრივის დიდი მოყვარული ყოფილა პოეტი და საზოგადო მოღვაწე [[გრიგოლ ორბელიანი]]. XIX საუკუნის დასაწყისში [[სოლოლაკი|სოლოლაკში]] გამართული გრანდიოზული კრივი დეტალურად აღწერა ცნობილმა სამხედრო მოღვაწემ [[დავით ბებუთაშვილი|დავით ბებუთაშვილმა]] (“კავკაზსკი სბორნიკ”, [[1802]]). [[ალექსანდრე დოდაშვილი]] გაზეთ “შრომაში” ([[1883]], N8) გვიამბობს [[თელავი|თელავში]] XIX საუკუნის [[80-იანები|80-იან]] წლებში გამართულ კრივზე. ეს ორი დოკუმენტური მასალა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოში კრივის გავრცელების მასშტაბსა და ასპარეზობათა გამართვის მაშინდელ წესებზე.
 
[[თბილისი|თბილისში]] გავრცელებული იყო კრივის რამდენიმე ნაირსახეობა: მუშტი-კრივი ზედა კიდურების, იდაყვის, მხრის გამოყენებით; ე.წ. არეული კრივი – თავით, ზედა და ქვედა კიდურებით; სალდასტის კრივი შურდულებითა და ხის ხმლებით (“სალდასტი” საკუთრივ ხის ხმალს ნიშნავს. “სალდასტის კრივი” –კრივი შურდულებით და ხის ხმლებით”. [[იოსებ გრიშაშვილი]], “ქალაქური ლექსიკონი”. [[1997]]). შეჯიბრებას ყმაწვილები იწყებდნენ, შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდნენ ჭაბუკები და 25-30 წლის კაცები, ბოლოს კი – ასაკოვანი და გამოცდილი მოკრივეები.
 
XX საუკუნის დასაწყისში რინგზე შიშველი მუშტით ბრძოლა ხელთათმნებით კრივმა შეცვალა. ცნობილი სპორტსმენისა და მოღვაწის, [[ბორის კვინიხიძე|ბორის კვინიხიძის]] აზრით, საქართველოში თანამედროვე კრივის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ [[1912]] წლის [[20 დეკემბერი]], როცა თბილისის პოლიცმაისტერმა ზასიპკინმა [[პეტრე მარღანიძე|პეტრე მარღანიძეს]] ნება დართო, [[ბელინსკის ქუჩა|ბელინსკის ქუჩაზე]] გაეხსნა “ათლეტური არენა”. მარღანიძე მრავალმხრივი სპორტსმენი იყო: ოდესაში დაამთავრა ძალოსნობის კურსები, ბადალი არ ჰყავდა ფრანგულ ჭიდაობასა და კრივში. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, თანამედროვე კრივში გადადგმულ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა მივიჩნიოთ სწორედ მარღანიძის მიერ [[1923]] წლის [[15 ივლისი|15 ივლისს]] ორგანიზებული ბრძოლა მ. ჭინჭარაძესა და კ. ჟიგაჩოვს შორის. როგორც სამაგალითო ათლეტი და სპორტის ორგანიზატორი, პეტრე მარღანიძე სპორტსაზოგადოება “შევარდენში” მიიწვიეს და ძალოსანთა და მოკრივეთა ხელმძღვანელად დანიშნეს. იმ დროისთვის კრივის სექციები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის [[სოხუმი|სოხუმსა]] და [[ბათუმი|ბათუმში]], მოგვიანებით – [[ფოთი|ფოთსა]] და [[ქუთაისი|ქუთაისში]]. მეორე მსოფლიო ომამდე და ომის შემდგომ წლებში საქართველოს მოკრივეებმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს: სსრ კავშირის ჩემპიონები გახდნენ [[გიორგი ვართანოვი]] (სამჯერ), [[შალვა გორგასლიძე]], [[ანდრო ნავასარდოვი]], [[ლევან ღუდუშაური]] და [[გაბრიელ ხანუკაშვილი]]. მომდევნო თაობის მოკრივეთაგან გამოირჩეოდნენ ძმები ნოდარ და გივი დარბაისელები, [[ფრიდონ ლომიძე]], [[თათეოს მიქაელიანი]], [[რობერტ კალაჯევი]] და სხვები. მათს დაოსტატებაში წვლილი მიუძღვით [[ალექსანდრე გოლშტეინი|ალექსანდრე გოლშტეინს]], [[გურგენ გასპარიანს]], ალექსანდრე ბაქრაძეს და სხვა ცნობილ მწვრთნელებს. [[1936]] და [[1945]] წლებში საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკ]] გუნდური პირველობა.
 
საერთაშორისო სარბიელზე პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა [[დავით კვაჭაძე (მოკრივე)|დავით კვაჭაძემ]], რომელმაც [[1977]] წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. [[1993]] წელს ეს შედეგი გაიმეორა ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა მოკრივემ, [[გიორგი კანდელაკი|გიორგი კანდელაკმა]]. ოთხი წლის შემდეგ იგი მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და პროფესიონალურ რინგზეც წარმატებით გამოდიოდა. ქართველთაგან პირველი ოლიმპიური მედალი [[რამაზ ფალიანი|რამაზ ფალიანმა]] დაისაკუთრა ([[1992]], ბრინჯაო). [[2000]] წელს ეს შედეგი გაიმეორა [[ვლადიმერ ჭანტურია|ვლადიმერ ჭანტურიამ]]. სხვადასხვა დროს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები იყვნენ: [[კობა გოგოლაძე]], [[ზურაბ სარსანია]], [[აკაკი კაკაურიძე]], [[პაატა გვასალია]], [[რამაზ გაზაშვილი]], [[კონსტანტინე კუპატაძე]] და [[ნიკოლოზ იზორია]].
 
'''[[საქართველოს კრივის ფედერაცია]]''' დაფუძნდა [[1991]] წლის [[16 ივნისი|16 ივნისს]]. [[1992]] წლის აპრილიდან საერთაშორისო სამოყვარულო კრივის ასოციაციის (AIBA) და ევროპის სამოყვარულო კრივის ასოციაციის (EABA) წევრია. პრეზიდენტები: [[დავით კვაჭაძე (მოკრივე)|დავით კვაჭაძე]] ([[1991]]-95[[1995]]), [[ზურაბ ფალიანი]] ([[1996]]-02[[2002]]), [[გიორგი კანდელაკი]] ([[2002]]-[[2006]]), [[პეტრე ცისკარიშვილი]] ([[2006]]-?), [[დავით წიკლაური]] (დღემდე).<ref>http://sport.gov.ge/?pg=sporttypes&sportid=20</ref>
 
== სამბო ==