ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
== რუსეთის კონტროლის აღდგენა ==
[[ფაილი:Matovnikov in Chechnya (2018-07-12) 3.jpg|მინი|რამზან კადიროვი 2018 წელს.]]
[[2000]] წლის [[12 ივნისი|12 ივნისს]] რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა ჩეჩნეთის რესპუბლიკის დროებითი ადმინისტრაცია პრორუსულად განწყობილი მუფთის, [[აჰმად კადიროვი|აჰმად კადიროვის]] ხელმძღვანელობით. [[2003]] წელს მიიღეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც ქვეყანა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გამოცხადდა. კონსტიტუციის პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელი ომის პირობებში, 2003 წლის [[23 მარტი|23 მარტს]] რეფერენდუმზე გაიტანეს. ოფიციალური მონაცემებით, მას მოსახლეობის 95,97 %-მა დაუჭირა მხარი. იმავე წელს კადიროვი პრეზიდენტად აირჩიეს. [[9 მაისი|9 მაისს]] ის გროზნოში მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლა. რესპუბლიკის ახალი ხელმძღვანელი ალი ალხანოვი გახდა, [[2007]] წელს მისი გადადგომის შემდეგ კი ახმატაჰმად კადიროვის შვილი – [[რამზან კადიროვი]].
 
რამზან კადიროვი პუტინის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზას დაადგა და რეგიონის მართვის საკითხებში მნიშვნელოვანი ავტონომია მიიღო. ფედერალური რესურსების მიზიდვით აღდგა ქალაქი გროზნო და ჩეჩნეთის სხვა დასახლებები. 2009 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა შეიარაღებული შეტაკებები, გაუმჯობესდა ოფიციალური ეკონომიკური მაჩვენებლები. ამავდროულად, ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, აქტივისტები და ჩეჩენი ემიგრანტები კადიროვს ადანაშაულებენ განსხვავებული აზრის სასტიკ დევნაში, პოლიტიკური ოპონენტების და კრიტიკოსების განადგურებაში, ათასობით ადამიანის გაუჩინარებაში, წამებასა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებაში.