ჩეჩნეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 48:
დუდაევის დაღუპვისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ ჩეჩნეთში ისლამური ექსტრემიზმის აღმავლობა აღინიშნა. დამოუკიდებელი სეკულარული რესპუბლიკისთვის მოძრაობა თანდათან ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეამ ჩაანაცვლა. განსაკუთრებით გაძლიერდა [[სუნიტები|სუნიტური]] ისლამის რადიკალური მოძღვრების – [[ვაჰაბიზმი]]ს პოზიციები. ჩეჩნეთის სხვადასხვა რაიონებში შეიქმნა [[შარიათი]]ს სასამართლოები, ჩამოყალიბდა შარიათის გვარდია, ისლამისტი მებრძოლების საწვრთნელი ბანაკები. ქვეყანაში გააქტიურდნენ კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც გავლენისა და რესურსებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ. შეიცვალა რესპუბლიკის დემოგრაფიული მდგომარეობაც. ჩეჩნეთი რუსული და რუსულენოვანი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.
 
[[1997]] წლის [[27 იანვარი|27 იანვარს]] ჩეჩნეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმათა 51,1 %-ით [[ასლან მასხადოვი|ასლან მასხადოვმა]] გაიმარჯვა. ახალი მთავრობა შეეცადა მიეღწია თანხმობას რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონში დამკვიდრებულ საველე მეთაურებთან და [[1998]] წელს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად შამილ ბასაევი დანიშნა. სხვა სამხედრო ლიდერები ცენტრალურ ხელისუფლებასთან აშკარა დაპირსიპირებისდაპირისპირების გზას დაადგნენ. 1998 წლის [[20 ივნისი|20]]-[[21 ივნისი|21 ივნისს]] [[სალმან რადუევი]]ს დაჯგუფებამ გროზნოში სამთავრობო ტელევიზიისა და მერიის შენობის აღება სცადა. ივლისში სამთავრობო ეროვნული გვარდიასა და ისლამური დაჯგუფებებს შორის კიდევ რამდენიმე შეტაკება მოხდა, განსაკუთრებით, ქალაქ გუდერმესში. [[20 ივლისი|20 ივლისს]] პრეზიდენტმა მასხადოვმა ორი დიდი დაჯგუფება – „შარიათის გვარდია“ და „ისლამური პოლკი“ დაშლილად გამოაცხადა, სექტემბერში კი მასთან დაპირისპირებული ბასაევი გადააყენა. საბოლოოდ, რესპუბლიკის რაიონების უმეტეს ნაწილზე მასხადოვის მთავრობამ კონტროლი ფაქტობრივად დაკარგა. ის მყარად მხოლოდ გროზნოს აკონტროლებდა. [[1999]] წლის [[3 თებერვალი|3 თებერვალს]] მასხადოვმა ჩეჩნეთში „შარიათის მმართველობა“ გამოაცხადა, პარლამენტს საკანონმდებლო უფლება ჩამოართვა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდ ისლამური საბჭო – შურა გამოაცხადა. ამის საპასუხოდ ბასაევმა ე.წ. ოპოზიციური შურა შექმნა.
 
ამავდროულად, დაიძაბა მდგომარეობა ჩეჩენთ-დაღესტნის საზღვარზე, სადაც დაღესტნელი ვაჰაბიტები მოქმედებდნენ რადიკალი ჩეჩენი საველე მეთაურების მხარდაჭერით. 1999 წლის [[7 აგვისტო]]ს ჩეჩნურ-დაღესტნური დაჯგუფება ბასაევისა და [[არაბები|არაბი]] მებრძოლის, [[ხაბაბი]]ს მეთაურობით ჩეჩნეთის ტერიტორიიდან დაღესტანში შეიჭრა. მასხადოვმა ჩეჩნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დაღესტანში კრიზისის შექმნაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.