ინგუშეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

 
== რუსეთის იმპერია ==
[[ფაილი:Russia, 1844 (part 2) (NYPL b14896507-442123).tiff|მინი|ინგუში მეომარი, [[1844]] წელი.]]
[[ბელგრადის საზავო ხელშეკრულება|ბელგრადის 1739 წლის ზავით]] ინგუშეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთისა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] იმპერიებს შორის „ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა. [[1740-იანები|1740-იანი წლებიდან]] დაიწყო ინგუშებსა და რუსეთის სასაზღვრო გამაგრებულ დასახლებებს ([[ყიზლარი]], [[მოზდოკი]]) შორის ურთიერთობების დამყარება. ინგუშთა ზოგიერთმა გვარმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. [[1774]] წელს, [[ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება|ქუჩუკ-კაინარჯის ზავით]], ინგუშების მიწები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლადშემოერთებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად 1774 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აზოვ-მოზდოკის (კავკასიის) გამაგრებული ხაზის მშენებლობა დაიწყო. ამავე პერიოდში დაიწყეს რუსეთის შიდა გუბერნიებიდან მოახალშენეების ჩასახლება (ამ პროცესმა პიკს 1880-90-იან წლებში მიაღწია). [[1810]] წლის [[22 აგვისტო]]ს ხელმოწერილი „შუამდგომლობის აქტით“ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს თარის ხეობაში მცხოვრებმა ინგუშურმა თემებმა, რომლებმაც [[საქართველოს სამხედრო გზა|საქართველოს სამხედრო გზის]] მიმდებარე ტერიტორიების დაცვისა და რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის პირობა დადეს. სამაგიეროდ, მათ მდინარე [[თერგი]]ს მარჯვენა ნაპირის მიწებით სარგებლობის უფლება მიიღეს. იმავე წელს [[აული|აულ]] [[ნაზრანი|ნაზრანთან]] ახლოს რუსებმა ციხესიმაგრე ააგეს.